Feb 24, 2016

ერიკის ამბები და სხვა :)

ვკითხულობ ხოლმე  სოფის და მის მზეჭაბუკების ამბებს და ვფიქრობ რა მალე იზრდებიან სხვისი ბავშვები. მერე ერიკს შევხედავ ხოლმე და ვფიქრობ - საკუთარი შვილიც არა ნაკლები სისწრაფით იზრდება. :)

ერიკი უკვე დიდი ბიჭია /15 თვის/, თუმცა მისი ინტერეები თითქმის იგივეა რაც ადრე - კოპიუტერები, კლავიატურა, ელექტრო მოწყობილობები. ასევე აღმოაჩინა რომ სამზარეულოს კარადაში არის ფქვილი, ფქვილში კიდევ პლასტმასის კოვზი. შესაბამისად მონდომებას არ იშურებს რომ სამზარეულო და თავისი თავი თეთრად გაალამაზოს. ჩვენ სად ვართ ამ დროს?! სად და სახლში - ჩვენც მოგვწონს ერიკის გალამაზებული სამზარეულო. სერიოზულად კი, ვფიქრობთ ფქვილთან თამაში კარგი სენსორული ინფორმაციაა მისი ხელებისათვის და ტვინისათვის, შესაბამისად არ ვუშლით. მითუმეტეს რომ მალე ბეზრდება ხოლმე ასეთი რაღაცეები.

ისევე როგორც ყველა ბავსშვს ერიკს ძალიან უყვარს გარეთ ყოფნა. მიუხედავად იმისა რომ დამოუკიდებლად სიარული უპრობლემოდ შეუძლია, მომკიდებს ხოლმე ხელს და დავყავარ აქეთ იქით. ამ დროს სულ მეფიქრება - მე დამყავს ერიკი სასეირნოდ თუ ერიკს მე? ასეა თუ ისეა,  ჩვენი მიზანია დღეში მინიმუმ 2 ჯერ გასვლა ასევე მინიმუმ 2 საათით. ჯერ ჯერობით ვასრულებთ ამ გეგმას. თოვლი და ციგაც მისი ფავორიტია. ციგას რომ ხედას ზედ ჯდება და ფეხის განძრევა არ უნდა :).ხანდახან ციგაში ჩამოეძიენება ხოლმე :)

დაახლობით ერთი თვეა რაც ერიკი ბაღში მივიდა. ჯერ ჯერობით მხოლოდ ოთხი საათი ვტოვებთ კვირაში სამი დღე, მაგრამ მომავალი კვირიდან სამსახურში გავდივარ და უკვე კვირაში 5 საათი დარჩება ბაღზე მერე ცალკე დავწერ პოსტსა. სამწუხაროდ დაიწყო ბაღში დარჩენაზე ტირილი, არადა ისე კარგად იქცეოდა. ისეთი საყვარელი ბავშვები ყავს ჯგუფსი რომ მივდივარ, მზად ვარ ისინიც წამოვიყვანო ხოლმე სახლში.

ხოდა, ასე. იმედია დავუბრუნდები იმედია პოსტვას.

3 comments:

Sophie שרה Golden said...

ძალიან მალე იზრდებიან ბავშვები, ტომა!!! გუშინ გავაჩინე თითქოს ეზრა და დღეს უკვე თავისი შეხედულებები აქვს ცხოვრებაზე :ლოლ: :დ :დ

15 თვე რა მაგარი ასაკია, ყველაფერი რომ აინტერესებს და თან უკვე ვითომ დიდია და მაინც პატარა.
ნახავ, მალე მიეჩვევა ბაღს აუცილებლად, არ ინერვიულო.
ჩემებს ლამის თვეები დასჭირდათ მისაჩვევად, რომ ტირილის გარეშე დამეტოვებინა და ახლა ისე უყვართ თავისი მეგობრები და ყველაფერი ბაღში, არ მჯერა როგორი რთული დასაწყისი იყო.

ფქვილი... ბრინჯი არ უყვარს? აარონი ბურღულეულის ფანი იყო ამ ასაკში, ააააა!!! :დ

Toma said...

burguleuli ar devs iset adgilas rom miscvdes :D:D zemota seqtorshi arian shemodebulni torem egec ekvareboda.

amas cinat kakaoshi chayo xeli da galoka. ukanaskneli xelis chakofa iko rogorc vxvdebi imitom rom dzalian ar moecona gemo :D

Keti said...

ძალიან საყვარელი ერიკი გყავს! <3