Jul 18, 2015

ერიკი და კომპიუტერი

ბავშვებს უყვართ ტექნიკა, ეს დავასკვნი ჩემი და სხვისი შვილების მაგალითზე.

თან ტექნიკა უნდა მუშაობდეს. მაგალითად ერიკს აკვს თავისი  კომპიუტერის თაგუნა და კლავიატურა, სათამაშოდ რათქმაუდა, მაგრამ ჩემი კომპიუტერის კლავიატურა და თაგუნა მაინც ურჩევნია. არ ვიცი რაიმე კავშირს თუ ხედავს კლავიატურაზე ხელის რტყმევისა და ეკრანზე მიმდინარე პროცესებს შორის, მაგრამ ფაქტია რომ ჩემსას მაგრად "ემტერება".

ერიკი უკვე "დიდი " ბიჭია, 8 თვისაა. ფოფხავს, ფოფხავს, ფოფხავს და ფოფხავს შეუჩერებლივ. ცდილობს ადგმას მაგრამ ჯერ კარგად არ გამოსდის. ფოფხვა ისწავლა ჩემი კომპიუტერის დახმარებით. როცა ჩემებს ველაპარაკებოდი, კომპიუტერი იატაკზე მიდო ხოლმე. ერიკს კი უყვარს კომპიუტერი, შესაბამისად ცდილობდა მისკენ როგორღაც მისვლას. ხოდა ერთ მშვენიერ დღესაც მიცოცდა, სკაიპი გათიშა და გამარჯვებული სახით შემომხედა :). ფოფხვის სწავლაში არა ნაკლები წვლილი შეიტანა გაზონმა :). ეზოში გაშლილ ადიალაზე როცა იჯდა, ცდილობდა როგორღაც ბალახისკენ მისულიყო რომ შემდეგ მოეგლიჯა. 

ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა რომ ცოტა აზრზე მოსვლა გამიჭირდა, მითუმეტეს რომ ორშაბათიდან სამსახურში გავდივარ და ერიკი მამასთან რჩება 6 კვირით. იდეაში 6 კვირა დიდი არაფერია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რა სახიფათო ბავშვი გახდა, მაშინ ცოტა მეშინია ხოლმე. ბევრი ფიქრის შემდეგ მანეჟიც კი ვიყიდეთ. ატილას თუ არ ეცლება ჩასვავს შიგნით და იმის მაინც არ შეგვეშინდბა რომ რამეს გადაღღრნის (კაბელების დიდი ნაწილი საიმედოდაა მოთავსებული დამცველებში, მაგრამ არასდროს იცი ეს ბავშვი რას გამონახავს). ადგომას თუ შესძლებს და დაეცემა, თავსაც შედარებით მსუბუქად დრტყავს ვიდრე მუხის იატაკზე დაარტყავდა. ნელ-ნელა დავიწყეთ უკვე სახის ადაპტაცია.

კიდევ რა, ერიკს სამი კბილი ამოუვიდა და თავი კაცი ჰგონია :) ყველაფერს კბენს და ცდილობს გადაღრნას, ნადვილი საჭმლების ჭამაც დაიწყო მაგრამ ცოტა პრეტენზიული ბავშვია :).

5 comments:

Sophie שרה Golden said...

ეგრეა ეგრე. რაც არ უნდა მილიონი კარგი სათამაშო ჰქონდეთ, მშობლების მობილურს და კომპიუტერს არაფერი ურჩევნიათ. რა ფენომენია, ვერც მე ამომიხსნია ჯერ :დ

კარგი ბიჭი ჩანს ერიკი, მე თუ მკითხავ :-)

Toma said...

ki kai bavshia :D :D
gmadlod :)

პოეზია said...

ტექნიკა რთული საკითხი ხდება დრო და დრო :დ

Keti said...

2000-იან წლებში დაბადებული ბავშვები სულ განსხვავდება. ტექნიკაც აინტერესებთ და თან ძალიან მალე ითვისებენ, თითქოს დაბადებამდე შეისწავლეს მათი მოხმარება:) 2-3 წლის ბავშვები დამოუკიდებლად უსხედან კომპიუტერებს, თუმცა მგონია, რომ დიდი ხნით ეს მათთვის არ შეიძლება

Sophie Golden said...

Rogor xar Toma? Albat zalian dakavebuli.
Scavlob? Mushaob?
Eriki ukve 1 clis ikneba xo? ♥ klass! :-)
Mokitxva da dacere xandaxan. Me maxsovxar :-)