Jun 29, 2015

მიჭირს დაჯერება

მიჭირს დაჯერება რომ ბებიაჩემი ცოცხალი აღარაა... იმდენად მიჭირს რომ ყველაფერი მტკივდება.

დილას ავდგები ხოლმე, კარგ ხასიათზე.. მგონია რომ ის რაც მოხდა არ იყო რეალობა.. მერე მახსენდება ყველაფერი და ვიწყენ. მთელი დღის განმავლობაში ხან რას ვაკეთებ ხან რას, ვცდილობ რომ უსაქმურად ერთი წუთი არ გავჩერდე, ბაღში ერთ სანტიმეტრიან ლოკოკინებსაც კი დავუწყე დევნა ოღონდაც უსაქმურად არ ვიყო და გული გადავაყოლო რამეს... აი საღამოს კი ყველაფერი რომ მიჩუმდება, ერიკიც დაიძინებს უკვე ძალიან მიძნელდება. ვტირივარ, ვტირივარ და ვტირივარ.. მერე ვმშივდდები თითქოს, მერე ისევ მახსენდება რომ მომავალ წელს სახლში რომ ჩავალ ბებიაჩემი სახლში აღარ დამხვდება  და ისევ ვტირივარ.

მოეხვიეთ და ბევრი ელაპარაკეთ თქვენს ბებიებს სანამ ცოცხლები არიან. 

3 comments:

Rode said...

გითანაგრძნობ ტომა...
ძალიან სამწუხაროა.
მე კიდევ ერთი ბებია მყავს, რომელიც ჩემს თვალწინ ილევა და კვდება ავადმყოფობის გამო.
ალბათ, მოულოდნელი სიკვდილი გაცილებით უკეთესია...

Toma said...

gmadlob.

arcertia ketesi, ratomgac fikrob rom bbiebi da ar marto sul icocxleben.

chemi pirveli bebiac xom sheni bebiasavit iko, alcheimeri konda. magis shemtxvevashi mzad vikavit rom gardaicvlebda dge dgeze, ukve roca loginad chavarda mashin.

es meore bebia, sruliad saxsalamat iko.amitom aris es kvelaferi moulodneli da daujerebelic ki.

Rode said...

კი მესმის... ესეთი შემთხვევა ძალიან დიდ ელდასთან არის დაკავშირებული.
ასე მრავლდება ტკივილის კენჭები გულში, რომელთაც სიცოცხლის ბოლომდე ვატარებთ.