Jun 25, 2015

მძმე დღეები გვიდგას


მიუხედავად იმისა რომ ჩემი გამზრდელი ბებო 83 წლის იყო, და მიუხედავად იმისა რომ ხანდახან მაინც ავადმყოფობდა - ფეხს და წელს იტკივებდა, უცაბედად გარდაგვეცვალა. მეზობელს წამალი უნდა მიეცა და დილას თავის სახლში უპოვია იატაკზე დაცემული.

ძალიან ძნელია, ბებიაჩემის გარდაცვალებით თითქოს რაღაც დიდი დამთავრდა ჩემ ცხოვრებაში.

gასულ ზაფხულს საქართველოში რომ ვიყავი, ბებიაჩემს ძალიან ხშირად ვესტუმრე. ყოველ წამოსვლაზე ისე რაღაცნაირად იყურბოდა, ასე მეგონა რომ ბოლოჯერ ვხედავდი... ხოდა ჩემ დასთან რამდენი დღეც ვიყავით, ბებიაჩემს თითქმის ყოველ დღე ვსტუმრობდით. თბილისში წამოსვლის დრო რომ დადგა და ბებიაჩემს შევხედე დარწმუნებული ვყავი რომ ბლოჯერ ვნახე.... მაგრამ მაშინ ორუსლად ვიავი და ჩემი აკვიატება ჰორმონებს დავაბრალე.

ბოლოს ბებიას სკაიპიტ ველაპარაკე გასულ შაბათს, ბიძაჩემთან იყო სტუმრად. ვიდეოთი რომ დამენახა არ მომეწონა. აი ასე ძალიან პირველად არ მომეწონა. ჩამქრალი იყო.... ჩემ ბიძაშვილს მივწერე არ მომწონს ნაზითქო... მასაც ვუთხარი არ მომწონხართქო. ლაპარაკისას კი ბევრი ვიცინეთ. ერიკი კოტრიალობდა იატაკზე, ჩხაოდა თოლიასავით და ბებიაჩემიც იღიმოდა და ელაპარაკებოდა. მერე თქვა რომ დავიღალე წავალ ახლაო... ასეთი რამ ადრე არასდროს უთქვია... ჩემი ეჭვიც რომ ბებიის დღეები დათვლილი იყო გაძლიერდა... მაგრამ მე ისევ გავაპრავე ჩემი ინტუიცია და ვიფიქრე რომ ასე დაღლილი სიცხის გამო იყო და ჩემი ასეთი რეაქციაც ისევ და ისევ ჰორმონების ბრალი იყო... მეძუძური დედა მაინც.

კვირას ბებიაჩემი სოფელში წაიყვანეს, ატეხილი იყო წამიყვანეთო. იმ დღეს რაღაც საშინლად მინდოდა ჩემ დასთან ყოფნა. აი ფიზიკურად ვგრძნობდი როგორ მინდოდა იქ ყოფნა, არადა დამიჯერეთ ნოსტალგიური განცდები ჩემგან ისე შორსაა როგორც შვედეთი და ჩინეთი, შეიძლება კიდევ უფრო შორს. მე და ჩემი ქმარი ვლაპარაკობდით, რა უნდა მექნეა ბებიაჩემს რამე თუ დაემართებოდა... სხვადასვა ვარიანტები განვიხილეთ, გარდაცვალების დროც სხვადასხვა იყო.. ბოლოს მაზე შევთანხმდით რომ ბებიაჩემი კიდევ იცოცხლდება...

ორშაბათს გამეღვიძა ფიქრით რომ სოფელში უნდა დამერეკა ბებიაჩემთან.. მთელი დღე დავდიოდი და ვფიქრობდი რომ უნდა დამერეკა... მერე ჩემი და დავინახე სკაიპში ასე სამი საათისკენ, გამიკვირდა და მას დავურეკე. ჩემმა დისშვილმა მითხრა ნაზი გარდაიცვალაო... შოკო იყო.

მას შემდეგ ყოველ დილას რომ ვიღვიძებ, ვფიქრობ რომ ბებიაჩემისგარდაცვალება სიზმარივa... სულ ტყუილად. სოფი წერდა ერთხელ თვალწასულ კალგოტკაზე უჯრაში ჩავდე, ვლოცულობდი რომ გამთელებულიყოვო... რაღაც ეგეთ, რეალობის უარყოფასთან მაქვს საქმე.

თან ვერც წავედი....



3 comments:

Sophie שרה Golden said...

შემეცოდა შენი ბებია, ღმერთმა აცხონოს!
ასეთ დროს თავიდან მართლა სიურეალიზმშია ხოლმე ადამიანი და არც იცის, როგორი რეაქცია ჰქონდეს, დროთა განმავლობაში აანალიზებ, რაც მოხდა და ტკივილი არასოდეს ნელდება, უბრალოდ ყოველდღიური ცხოვრება რომ მიდის, ოდნავ იფარება.

Toma said...

მადლობა სოფი.
მასეა, ტკივილი არ ნელდება, მაგრამ ეჩვევი სიტუაციას.

Keti said...

ვიზიარებ, ტომა. ძალიან ძნელია, ფიზიკურად ასე შორს რომ ხარ თან.