May 8, 2015

ერიკის პირველი კონფერენცია :)

დღეს ერიკს პირველი კონფერენცია ქონდა :D  ჩემმა ქმარმა სამსახურიდან თავისუფალი დღე ვერ აიღო... ხოდა რას ვიზავდი? ავდექი და ერიკ ბერიკი კონფერენციაზე წავიყვანე. რათქმაუნდა მთელი დღით არა. ისე დავგეგმეთ რომ ყავის პაუზაზე იქ ვყოფილიყავით, შემდეგ ჩემი მოხსენება იყო და მერე ასე 15-20 წუთი დავრჩენილიყავი კოლეგებთან საჭორაოდ :) ერთი მეორეს მიყოლოებით დაახლობით 3- 3,5 საათის საქმე იყო სახლიდან - სახლამდე.

ერიკს ძალიან უყვარს ხალხის თვალიერება. ამდენი ხალხი რომ დაინახა ერთად თვალები ფართოდ გახილა და პირიც მოაღო - გაიღიმა :). ხან ვის გაუღიმა, ხან ვის. მერე ჩემი მოხსენების დრო რომ მივიდა, ჩემ კოლეგას ყავდა კალთაში. პირში თავისი ღრძილების საფხანი ქონდა და დიდის ამბით ღრღნიდა, თან სიამოვნების ხმებს გამოსცემდა - გეგონება მიშელინის დონის საჭმელს მიირთმევდა. ხანდახან მე შემომხედავდა ხოლმე და მიღიმოდა :). მოხსენებამ კარგად ჩაიარა, კითხვებსაც ვპასუხე და ბოლოს ტაში რომ დაუკრეს - მოსცხო ტირილი. გულის ამოთქმით და ნიანგის ცრემლებით ტიროდა - მე-მეო. ასე მგონია რომ შეეშინდა. (ახლა ვფიქრობ რომ პირველი კონფერენცია რომ მქონდა აპრილში, იქაც უნდა წამეყვანა. უპრობლემოდ გაჩერდებოდა).

სხვა ამბები.
ეს ბოლო თვეა (15 აპრილიდან მოყოლებული) ერიკი ძალიან შეიცვალა. საღამოს 11 -12 საათზე იძინებს, მერე ძალიან ბევრჯერ იღვიძებს. უფრო ხშირად იმიტომ რომ ჩემთან უნდა ყოფნა. ხშირად ძილში ტირის და წუწუნებს. დღის განმავლობაში კი სძინავს როგორც ადრე, მაგრამ ღამე ძალიან არეული და შეწუხებულია. რათქმაუნდა ეს ყველაფერი ჩემზე მოწმედებს, იმიტომ რომ ძირითადად ერიკს რომ დავაწვენ მაშინ ვწერ თეზისს. ვწერ ასე 2-3 სამი საათი. ამასობაში კი მოდის 02 -03 საათი და ერიკიც ტირის. საწოლიდან რომ ამომყავს არაფრით აღარ უნდა უკან ჩაწოლა. ან ხელში უნდა მეჭიროს ან ჩემს გვერდით დავიწვინო. ამ ორი ვარიანტიდან რაც არ უდნა გადავწყვიტო ჩემი ნორმალურად ძილი თითქმის წარმოუდგენელია. ჩემთან რომ წევს მეშინია არ გავჭყლიტო და ნახევრად მღვიძავს, ან ერიკი რომ ცოტათი მაინც შეინძრევა ეგრევე ვფხიზლდები. სავარძელში თუ ვზივარ კიდევ ვერ დავიძინებ.

ყველაფერი ეს ძალიან მადარდებს. გონებრივად ძალიან ვიღლები და ჩემი შრომის უნარიანობა არაა ისეთ დონეზე როგორც მინდა და საჭიროა რომ იყოს. ეს კი პირდაპირ აისახება თეზისზე რომელიც ამ ეტაპისთვის არის  -  ნაგავი. გამოცდა მაქვს 9 ივნისს. სტრესისაგან ვდუღვარ და ასე მგონია ეს ყველაფერი ერიკსაც ედება, ამიტომ არ იძინებს კარგად და ამიტომ ჭირვეულობს.

მიჭირს ამის აღიარება მაგრამ ვერ ვასწრებ ყველაფრის ისე დაწერას როგორც მინდა. მგონია ჯობია გამოცდა გადავიტანო სექტემბერში (სექტემბერში კიდევ მომდევნო საერთაშორისო კონფერენცია მაქვს) იმიტომ რომ ჩემი ამჟამინდელი ნამუშევარით გასვლა  უბრალოდ მრცხვენია. მე როცა არ ვარ კაყოფილი იმით რაც გავაკეთე, სხვას როგორ უნდა დავაჯერო რომ უამღლესი შეფასება მომცეს?!  თან მგონია რომ ზაფხულში, როცა ჩემი ქმარიც სახლში იქნება უფრო შევძლებ ნორმალურად ჯდომას და წერას?! დრეს შევხვდები ჩემ სუპერვაიზორს და ვნახოთ რაზე შევთანხმდებით. ისიც ფიქრობს რომ ჯობია გადავიტანოთ გამოცდა.



4 comments:

Sophie שרה Golden said...

ყოჩაღ, როგორ კარგად გაუძლო კონფერენციას. ძალიან კარგი ბავშვია. ხმაურზე კიდევ შეეშინდა ალბათ.

შეიძლება მართლა შენი სტრესი ედება ერიკს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ იზრდება და მეტი ესმის, მეტს გრძნობს, განიცდის და ამიტომ სძინავს ასე ცუდად. რაღაც ფაზაა და გაივლის, დარწმუნებული ვარ.

მანამდე კი მოთმინება და გვირილის ჩაი, ძალიან ამშვიდებს. რა ვიცი, მე მეხმარება ყოველთვის :-)

Toma said...

xo sofi, akvs xolme eg faza "ganvitarebis faza" qvia an "aqtiuri zrdis fasa". am dros dgis ganamavlobashic cudad sdzinavs xolme, da dzalian agznebulia. cudad chams, cucunebs da a.S

me rom davcere eg mxolod sagamoobit da game emarteboda, da esec imitom rom me xom sagamoobit da game vcer da eriki rom ar idzinebda dzalian vgiziandebodi.

paraskevs velaparake chem xemdgvanels da gadavitanet gamocda. sheidleba ubralod damtxveva ikos magram gushin mec da eriksac orives 12 saati gvedzina. sagamos 8 saatze daidzina kovelgvari cucunis gareshe da edzina dilamde. mec mastan ertad.

chaize kargi gamaxsene. davakeneb aucileblad gvirilas.

Keti said...

ტომა, რატომ არ ჩანხარ ფბ–ზე?
ხომ ყველაფერი რიგზეა? ალბათ ამ საგამოცდოდ ემზადები...

ერიკს კი ყოჩაღ! მეც მგონია, რომ ტაშის ხმის შეეშინდა და ამიტომ იტირა:)

Toma said...

xo sagamocdod vemzadebodi da mitom gavetishi fbs. xandaxan ki shemovidvar xolme megobrebis shesamocmeblad :P :P

gadavitane samcuxarod gamocda. ar vikavi kmakofili chemi daskvniti nacilit