Apr 29, 2015

ერიკის ამბები

იმდენი ხანია არაფერი დამიწერია ბლოგზე რომ უკვე მერიდება :) შეპირებული პოსტებიც ვერ გავაგრძელე .....

ერიკ ბერიკი იზრდება სინათლის სიჩქარით. ახლა უკვე 5 თვის და ორი კვირისაა. ამბობენ სხვისი შვილები მალე იზრდებიანო, მაგრამ საკუთარიც ძალიან მალე იზრდება თურმე. ხანდახან ვუყურებ და ვერ ვხვდები როდის მოასწრო ასე გაზრდა და გამაიმუნება... აი მაიმუნი კი მართლა არის, სუფთა მასხარაა როგორც ჩემი და ეძახის.

რა უყვარს - დილას რომ გაიღვიძებს აუცილებლად გაღიმებულმა უნდა ვოთხრა: "დილა მშვიდობისა. როგორ გეძინათ ბატონო ერიკ?" ხოდა ეს სულელიც იკრიჭება თავისი უკბილო პირით. დღის განმავლობაშიც რომ იღვიძებს ყოველთვის გაღიმებულმა უნდა მივესალმო. ასე თუ არ გავაკეთე ტირის :). ღამე არ ველაპარაკები.

ასევე ძალიან უყვარს ჯდომა და დგომა. როცა ღვიძავს არ წვება. დაჯდომით კი უკვე თითქმის დამოუკიდებლად ზის, მე იქვე უნდა ვიყო უბრალოდ და მაინც ყოლველი შემთხვევისტვის თვალი ვადევნო რომ არ გადაყირავდეს. დგომითაც კარგად დგას, გაჭიმული თუმცა ფეხის წვერებზე და ვეხუმრებით ხოლმე "ასე თუ გააგრძელე დგომა, ბალეტზე შეგიყვანთქო" :)

ძალიან უვარს როცა ნაზად ვკბენ, იცინის გიჟივით :) ღუტუნზე არ რეაგირებს. ასევე იცინის უაზრო ბგერებზე როგორებიცაა შშშშშშ, ბუუუუუ, ფციიიი და ა.შ. ბევრი სიცილისგან ბოლოს სლოკინი ეწყება ხოლმე. მე თუ არ ვეთამაშები, როგორც წესი ძალიან სერიოზულია და დიდის მონდომებით ათვალიერებს და სწავლობს გარემოს, მის სათამაშოებს, ჩვენ სახეებს და ა.შ.

წყალი უყვარს კიდევ, და რომელ ბავშვს არ უყვარს განა. ცურვაზე დაგვყავს უკვე და ყვინთაობაც ვასწავლეთ. ხოდა არის პატარა თახვივით. 30 წუთიანი გაკვეთილის შემდეგ ძალიან იღლება და მერე სახლში გემრიელად სძინავს ხოლმე (აუზი ჩვენგან 5 წუთის სავალზეა და ძალიან მოსახერხებელია ამ მხრივ).

ყველაფერთან ერთად აქვს მავნე ჩვევები. მაგალითად დაძინება - მხოლოდ ჭამის დროს იძინებს. თუმცა მგონია რომ ეს ერიკის ბრალი კი არა ჩემი ბრალი უფროა. ასევე არის ძალიან კაპარჩხანა როცა ეტლში წევს. ეზიზღება მუცელზე წოლა - გაჰკივის ბოლო ხმაზე და ოდნავადაც არ ცდილობს პოზიცია შეიცვალოს. კიდევ ბევრი სხვა რამეები მაგრამ ამ პოსტში პოზიტიური მინდა ვიყო :).

ახლა რაც შეეხება ყველა დედას რომ შვილი ყველაზე, ყველაზე ჰგონია. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ მე ასეთ კატეგორიას არ გავეკუთვნები. როცა მეუბნევიან ერიკზე რა ლამაზიაო, მიკვირს სად ხედავენ ბავშვის სილამაზეს (საყვარელი და მომხიბვლელი კია, მაგრამ ლამაზი ცოტა სხვა კატეგორიაა). ასევე არ ვფიქრობ რომ ერიკი ყველაზე განვითარებული თავის ამხანაგ ბავშვებთან შედარებით,  იმიტომ რომ კარგად ვხედავ ზოგი ბავშვი მასზე კარგად წევს მუცელზე. ასევე ვხედავ რომ ერიკი სხვებთან შედარებით ყველაზე კარგად ზის, და ასევე ვხედავ რომ ზოგმა ფოფხვა უკვე დაიწყო და ამას მცდელობაც არ აქვს.


პ.ს. ამასობაში ერიკის დედა, ანუ მე დავდივარ კონფერენციებზე და მასტერის თეზისის პრეზენტაციებს ვაკეთებ (თვეში დაახლოებით ერთი პრეზენტაცია მაქვს). ვწერ მასტერის თეზისის საბოლოო ნაწილს - დაკვნებს, რომელიც ვთვლი ნაჭრომის ყველაზე რთული ნაწილია. ვემზადები საბოლოო ორი გამოცდისათვის რომელიც 9 ივნისს მაქვს - პირველი მე უნდა წარვადგინო ჩემი თეზისი და მეორე გამოცდა გამომცდელის როლში მაქვს. ამ ყველაფერის პარალელურად ვწერ კვლევის გემებს და სხვადასხვა ფონდებში ვაგზავნი, რაიმე დაფინანსება მაინც რომ მივიღო. მოკლეთ ვარ ჩვეულ ფორმაში, მიუხედავად იმისა რომ ვფიქრობ ჩემი აზროვნების უნარი და სისწრაფე ძალიან დაქვეითდა (ჰორმონების და დაღილობის ბრალია).

3 comments:

სოფი Golden said...

კაი, რახან შენ არ აღიარებ, მე გეტყვი, რომ ძალიან განვითარებული ერიკი გყავთ. ხუთი თვის ფეხზე დგასო, გამიკვირდა. ჩემებიც სხდებოდნენ, ცოცვასაც ცდილობდნენ, მაგრამ ფეხზე დგომა 7-8 თვიდან დაიწყეს.
ყყველა ბავშვი უნიკალურია, როგორ მიყვარან, რომ იცოდე. ჩემს ქმარს სულ უკვირს, უცხო ბავშვებიც კი რომ მომწონს :-D ჩემები ხო საერთოდ.

შენ კიდევ ყოჩაღ, მაინც რომ ასწრებ შენს თეზისზე მუშაობას. წარმატები და დაწერე ხოლმე თქვენი ამბები
★★★★★ :-)

Toma said...

sofi, damoukideblad ki ar dgas.
me miyenebs balansisatvis torem ise moadens zgartans :D :D ubrald mkarad dgas fexebze, gachimuli gitaris simivit :D :D

mec shensavit var, yvela bavshv mikvars magram chemi shvilis garda albat ver movulidi sxvas :D:D egoisti qali :D

Sophie שרה Golden said...

ლოლ მეთქი დამოუკიდებლად და ეს რა ფენომენალური ბავშვი ჰყოლია-მეთქი. მაინც ყოჩაღ, ძალიან ადრე დგას და ძლიერი ფეხები ჰქონია.