Mar 9, 2015

ბავშვის ტანსაცმლის ჩემებური გამოცდილება

დიდი ხანია ამ პოსტის დაწერა მინდა ბავშვის ტანსაცმელსა და ჩემ გამოცდილებასთან დაკავშირებით. თუმცა სანამ განხილვას დავიწყებ, მინდა ხაზი გავუსვა რომ ეს არის ჩემი გამოცდილება და სხვა მშობლებს შეიძლება ძალიან მოსწონთ ტანსაცმლის ის სახეობა რომელიც მე არ მომწონს და ვერ ვიხმარე.

1. ბოდი. ძალიან კარგად ვხამრობთ ყველანაირ ბოდის მაგრამ სხვადასხვა ზომები მომწონს ბოდის სახეობიდან გამომდინარე. არის ხალათივით ბოდი და იმას იმ ზომას ვახმარ რაც ბავშვს სჭირდება, იმიტომ რომ ადვილად იცმევა - ხალათით. აი თავზე ჩამოსაცმელ ბოდის კი დიდ ზომას ვახმარ - მაგალითად ახლა ერიკი არის 4 თვის და აცვია 6-9 თვემდე ბავშვის ბოდი. ეს იმიტომ რომ ადვილად ვაცმევ და ხელებსაც ადვილად უყრის, ყოველგვარი ტირილის და კივილის გარეშე.

2. პოჟამოები. სამწუხაროდ სანამ ერიკი დაიბადებოდა და რაიმე გამოცდიება მექნებოდა ვიყიდე მთლიანი ბოდები - გრძელი ფეხებით და გრძელი მლავებით. კი ვხმარობთ მეტ-ნაკლებად მაგრამ ძლიან საწვალებელია. მაგალითად პიჟამოს ერთ სახეობაზე შესაკრავები მხოლოდ ერთი ფეხის ჩაყოლებაზე, მისი ჩაცმა კი ადვილია აგრამ ღმე როცა პამპერსი უნდა გამოვუცვალო ფაქტიურად აკრობატულ ილეთებს ჩავდივართ რომ მეორე ფეხი როგორმე ამოვაძვრინო ტანსაცმლიდა, ამასობაში ბავშვი იღვიძებს. კიდევ ჰვაქვს მეორე სახეობა სადაც შესაკრავები ორივე ფეხის ჩაყოლებაზეა, მაგრამ იმდენი შესაკრავია რომ სანამ ყველას შევაპოწიწებს მე ჩემი მემართება და ერიკს კიდევ თავისი.

3. შარვლები - ყველაზე საუკეთესო - ბამბის შარვლებია. კარგად ირეცხება, ადვილად იცმევა და რბილია. დრეკადია და ბავშვს არ უჭირს მოძრაობა.

4. ცოტდა დათბილული ტანსაცმელი - ვერ ვიხმარე. იმიტომ რომ გარეთ რომ გამყავს აქვს ტავისი კურტკა და ეს შედარებით დათბილული ტანსაცმელი ძალიან ცხელია. სახლშიც ვერ ვაცმევ იმიტომ რომ ბავშვს ძალიან ცხელა. შესაბამისად შეცდომა იყო მათი ყიდვა.

5. გარეთ ჩასაცმელი ტანსაცმელი - ვუყიდე ერთი ქარგმძლე კურტკა რომელიც +3 გრადუსიდან დაბლა კარგი სახმარია. ასევე აქვს ერთი დათუნია ხელოვნური ძალიან დაბალი ბეწვის ჩასასმელი და ვაცმევ + 3 გარდუსიდან ზევით კალიასკაში და მანქანაში სკამში. ასევე ვიყიდე ერთი ძალიან თბილიჩ ასაცმელი, ორმაგი ხელოვნური ფუმფულა ბეწვით, მაგრამ ბავშვი ლამის გადაირია ისე დასხა ამიტომ დევს ისე (გავყიდი სეზონი რომ მოვა).

საბლოოდ დასკვნები ნოემბრიდან დრევანდელ დღემდე:
- ბამბის ტანსაცმელი ყველაზე კარგია. სასურველია ორგანული ბაბა!
- მარტივი ტანსაცმელი სახლში ჩასაცმელად ბევრი დათბილობების აგრეშე. გარეთ გასაყვანადაც რამე მარტივი მაგრამ ორი ცალი ტემპერატურის სხავადასხვაობის გამო.
- ბევრ შესაკვრელს არა!! ბავშვი ღიზიანდება ამდენი წკაპაწკუპისაგან
- თუ ძნელი ჩასაცმელია - რამოდენიმე ზომით დიდი. თუ ავილი ჩასაცმელი - ბავშვის ზომა.
- პიჟამოდ - ჩვეულებრივი ზედა და ქვედა.

2 comments:

Keti said...

აი ეს გამოცდილებაც კარგია, რომ გააზიარე, ტომა. ასეთი ინფორმაციული პოსტები, პირადი გამოცდილების გათვალისწინებით, ქართულად არც მინახავს

Toma said...

imedia vinmes mainc gamoadgeba :D