Mar 17, 2015

ბავშვის ფიზიკური განვითარების შესახებ

ამ პოსტში მინდა მოკლედ დავწერო ბავშვის ფიზიკური განვითარების შესახებ. ყველა ასაკისათვის ესა თუ ის ფუნცქცია და უნარ ჩვევა ვითარდება, თუმცა ზოგი ბავშვი წინ უსწერებს, ზოგი ჩამორჩება და ზოგიც ურალოდ ახტება ამა თუ იმ მომენტს. შესაბამიასდ როცა ამ პოსტს წაიკითხავთ არ დაპანიკდეთ, მაგრამ თუ ფიქრობთ რომ თქვენი შვილი ასაკტან შედარებით ჩამორჩება განვითარებას (მაგალითად 9 ტვის ბავშვი კისერს ვერ იჭერს), კარგი იქნება თუ პედიატრთან გაივლით კონსულტაციას.

  • მუცელზე წოლისას თავს წევს - ადრეული 1 თვე, ჩვეულებრივ 2-3 თვე, გვიან 4-5 თვე
  • მიზანმიმართულად იჭერს ნივთს - ადრეული 2 თვე, ჩვეულებრივ 3-4 თვე, გვიან 6 თვე
  • მუცლიდან ზურგზე ტრიალდება - ადრეული 3 თვე, ჩვეულებრივ 5-6 თვე, გვიან 7-8 თვე
  • ზის დახმარებით - ადრეული 4-5 თვე, ჩვეულებრივ 5-6 თვე, გვიან 8-9 თვე
  • ზის დამოუკიდებლად - ადრეული 5-6 თვე, ჩვეულებრივ 7-8 თვე, გვიან 9-10 თვე
  • ფოფხავს (ზოგი ბავშვი არ ფოფხავს და ეგრევე სიარულს იწყებს)  - ადრეული 5 თვე, ჩვეულებრივ 7-10 თვე, გვიან 10-12 თვე
  •  დგება და ავეჯზე დაყრდნობით იწყებს სიარულს - ადრეული 6-7 თვე, ჩვეულებრივ 9-10 თვე, გვიან 14-16 თვე
  • დამოუკიდებალად დადის - ადრეული 8-9 თვე, ჩვეულებრივ 10-14 თვე, გვიან 17-18 თვე
წყარო

1 comment:

სოფი გოლდენი said...

მახსოვს პირველ შვილზე რა დაფეთებული ვიყავი ამ სტატისტიკაზე :ლოლ: :დ რატომ არ ბრუნდება მუცლიდან ზურგზე უკვე, რატომ არ იცინის, რატომ უკვე არ ზის, რატომ არ დარბის :დ არადა, ყველა ბავშვი ისეთი ინდივიდუალურია. ჩემები ორივე აბსოლუტურად განსხვავებულად ვითარდებიან ფიზიკურად და ხასიათითაც არ ჰგვანან.

მაგრამ ამ ცოდნის ქონა მაინც სასარგებლოა, რომ მაინც რამე არ გამოგეპაროს ადამიანს.

შენს ერიკზე დაწერე როგორი ბიჭია? უკვე ხუთი თვის იქნება ხო?