Mar 3, 2015

ძილის წინ ფიქრები

ნაწილი 1. 
ვწევარ საწოლში და ვგრძნობ როგორ მინდა ჩავეხუტო ჩემ შვილს რომელსაც მშვიდად სძინავს თავის საწოლში, თავის ოთახში.

ვწევარ და ვფიქრობ რომ განვითარებლ ქვეყნებში შვილთან გაუცხოვება დაბადების დღიდანვე იწყება. დაბადაბიდანვე ბავშვს უნდა ეძინოს თავის საწოლში, თავის ოთახში, უნდა ქონდეს თავის ეს, ის, ეს, ის და ა.შ. არადა რა მოხდა მოციცქნულ არსებას მშობლებთან თუ სძინავს? ამით ხომ თავს უფრო დაცულად იგრძნობს vidre მარტო რომ წევს თავის პატარა საწოლში, მშობლებისაგან ცარიელ ოთახში.

ვწევარ და ვფიქრობ იქნებ ესაა ერთ ერთი მიზეზი მოზრდილობაში რომ შვილებს ცივი, დისტანციური დამოკიდებულება აქვთ მშობლების მიმართ? დისტანცია ხომ დაბადებიდანვე ქონდათ, სიცივემ კი ნელ - ნელა ამოავსო ეს დისტანცია? სხვა მიზეზებიც იქნება, მაგრამ ასე მგონია ეს ერთ ერთი მიზეზი უნდა იყოს.

ხოდა ისევ ვწევარ და ვფიქრობ გადმოვიყვანო თუ არა ერიკი ჩემთან... არადა რომ შეეჩვიოს? მერე მეფიქრება - მერე რა, შეეჩვიოს. ძნელი გადასაწყვეტია.

ნაწილი 2.
დღეს ჩემმა უფროსმა დამირეკა და მკითხა რა გეგმები მქონდა სამსახურან დაკავშირებით. ის კი არ უთქვია გამოდი და იმუშავეო, არამედ მკითა სადამდე მინდოდა სახლში ყოფნა რომ მათ ჩემს ადგილზე ვიკარიე მოექყვანათ. სალხში ჯდომას წლის ბოლომდე ვაპირებ. ამ დროისათვის ერიკი უკვე 13 თვის იქნება. აი ძალიან გული კი მიკვდება 13 თვის ბავშვი რომ ბაღში მივიყვანო .. თუმცა ვნახოთ.

ჩემ უფროსს ვუთხარი რომ ამ ზაფხულს 5 კვირით შევძლებდი მუშაობას. იდეაში ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში. მუშაობა მინდა მაგრამ ბავშვის დატოვებაზე გული მიკვდება... თუმცა სხვა გამოსავალი თითქმის არ მაქვს იმიტომ რომ ჩემმა ქმარმა უნდა შესძლოს კონტაქტის დამყარება ბავშვთან. ახლა ბავშვზე პასუხისმგებელი მხოლოდ მე ვარ, სულ მე მყავს, მე ვათამაშებ, მე ვაძინებ, მე ვაბანავებ, მე ვასეირნებ, სხვადასხვა აქტივოებზე მე დამყავს და ა.შ. ჩემი ქმარი ჰა ჰა 30 წუთი თუ დაიჭერს ხოლმე ხელში. პრობლემა ჩემშია, ჩემ საწყალ ქმარს მე ვაკომპლექსებ იმიტომ რომ რასაც აკეთებს არაფერი მომწონს და მგონია ის რასაც მე ვაკეთებ ყველაფერი სწორია და ასე უნდა იყოს, რაც თავის მხირვ სიმართლეს არ შეესაბამება.

ამიტომ გადავწყვიტე რომ მამა-შვილმა ერთად უნდა გაატარონ დრო და ერთმანეთი შეიცნონ&გაიცნონ, მეც შევასუსტო კონტროლი. ამისათვის კი საუკეთესო გამოსავალი ჩემი სახლიდან გასვლააა. საწმუხაროდ.

3 comments:

Sophie שרה Golden said...

არ მიყვარს რჩევა-დარიგებების მიცემა, ყველაფერი ისეთი ინდივიდუალურია, უბრალოდ ჩემი გამოცდილების გაზიარებას დავარქმევ, კაი? :დ

ნუ გეშინია, რომ შეეჩვევა. თუნდაც შეეჩვიოს, მაქსიმუმ რამდენ ხანს მოუნდება შენთან დაწოლა? დიდი დიდი ორ-სამ წლამდე.
ბავშვის ხასიათზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული და ვერაფერს მიაჩვევ, სულ რომ ძალით გინდოდეს, როცა რაღაც უკვე აქვს ბუნებაში ჩადებული. ამას როცა მეუბნებოდა ჩემი მეგობარი (7 შვილის დედა), არ მჯეროდა, სანამ ერთი მყავდა და ახლა უკვე მჯერა, ჩემი შვილები იმდენად განსხვავებულები არიან.
ამიტომ თუ გული ასე გეწურება, დაიწვინე შენთან და დაიძინეთ ტკბილად. ბუნებრივია, შენი ქმარიც თუ თანახმაა და მოკლედ, თქვენ იცით ჩემზე უკეთ.

უბრალოდ, ნუ შეგეშინდება იმის, რომ შეეჩვევა და მორჩა. ჯერ ერთი, არ არსებობს 6 თვემდე რამისადმი შეჩვევა, ეს წიგნების ავტორები და ექიმები საერთოდ აზრზე არ არიან, ზოგიერთს შვილები არ ჰყავს და ისე წერენ დისერტაციებს. სანამ შენ თვითონ არ გამოცდი ყველაფერს, მეცნიერებაც და ყველაფერის აბსურდია.
ყველა ბავშვი განსხვავებულია - ამას ვიტყვი მუდამ!!! შენზე კარგად კიდევ არავინ იცნობს ერიკს, ამიტომ ისე მოიქეცი, როგორც შენი ინსტინქტი გკარნახობს და დაიკიდე განვითარებული ქვეყნები და მათი ფილოსოფია :0)

Toma said...

სოფი, რა იყო ვინ გგაბრაზა ასე?
ჩემი გამოცდილებით შეჩვევა არსებობს - ორი აქვს ჩემ შვილს - 1. დღის განმავლობაში თავს იკლავს ტირილით ხელში თუ მიჭირავს და ისე ვაჭმევ. ამიტომ უნდა დავაწვნო ლოგინზე და ისე ვაჭამო. სამაგიეროდ საღამოს 8 საათიდან დილის 8 საათმადე ხელში ჭერა და ჭამა კარგია.

კკიდევ აქვს წვრილმანი რაღაცეები.

კი ყველა ბავშვი სხვადასხვაა ისევე როგორც ყველა ადამიანი ინდივიდუალური და განსხვავებულია, მაგრამ მაინც არსებობს რაღაც რაც ზოგადია.მეცნერებას, ვერ დაგეთანხმები. მეცნიერება და კვლევა არის თავმოყრილი გამოცდილებები რომლებიც განზოგადოებულია. შესაბამისად ზოგი ბავშვი ჩაჯდება ამ განზოგადოების ნაწილში და ზოგი ვერა :).

ჩემთან დაწოლას რაც შეეხება - გამიჭირდება. იმიტომ რომ ვერ ვიძინებს ჩემტან რომ მყავს, მეშინია არ ავჭყლიტო. გარდა ამსია თვითონაც ვერ იძინებს კარგად იმიტომ რომ ხალ ხელზე ვკბენ და ხან ფეხზე >)

Sophie שרה Golden said...

ჰაჰა გაბრაზებული ტონი გამომივიდა? :დ ლოლ
არადა, არ ვიყავი.

რამდენი მშობელიცაა, იმდენი ბავშვი და იმდენი აზრი. მოკლედ, ყველას წარმატებები გვქონდეს :დ