Mar 29, 2015

ბავშვის სხეულის ენა - 4

წინა პოსტები ბავშვის სხეულის ენაზე იხილეთ აქეთ :)

16. "რეფლექსური ღიმილი". ალბათ ძალიან ცოტა რამეა ისეთი სასიამოვნო როგოც პაწაწუნა ბიას პირველი ღიმილი. ახალშობილი დაბადების პირველ თვეებში ძირითადად გვერდულად იღიმება, თითქოს მთვრალიაო ისე. იღიმებიან თითქმის ყველაფერზე - როცა უნდა დააბოყინონ, ან როცა შუქი ჭრით თვალსა. ეს ვითომ ღიმილი, რეფლექსური ქცევა უფროა ვიდრე ნამდვილი ღიმილი.

17. "ზოგადი ღიმილი" - ჰალლო, რა ხდება?! ოთხი კვირის შემდეგ, ახალშობილი "სწავლობს" ღიმილს და სიამოვნებით იღიმება თავისი პატარა უკბილო პირით. ამ სტადიაში ბავშვი ძირითადად მოზრდილების სახეებს უღიმის. ახლა ბაიამ უკვე "იცის" რომ ღიმილი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ჯერ არი იცის ვის ან რას უნდა გაუღიმოს :)

18. "სპეციფიკური ღიმილი". დაახლობით 4-6 თვის პერიოდში ახალშობილი უღიმის მხოლოდ იმ ადამიანებს რომლებსაც ის იცნობს. ეს არის მაგალითად მშბლები, და ძმა, ბებია ბაბუა, მაგრამ ძალიან იშვიათად უცხო ადამიანები. ამ პერიოდში ბავშვებმა შეიძბა ტირილიც კი დაიწყონ როცა მისთვის უცხო ადმაიანების გარემოცვაში ხვდებიან. ახალშობილის "სპეციფიკური ღიმილი" არის ალბათ ყველაზე გულწრფელი ღიმილი ადამიანის ცხოვრებაში, იმიტომ რომ ზრდასთან ერთად ბავშვი ასევე სწავლობს "ზრდილობის" გამო ღიმილს.

19. ხმამაღლა სიცილი. ახალშობილი ხმამაღლა სიცილს იწყებს მას შემდეგ რაც მან უკვე ისწავლა დედისა და სხვა ადამიანების გარჩევა. სიცილს კი შეიძლება გამოიწვიოს ყველაფერმა, მაგალიტად ბუუ ან რამე ამდაგვარმა (ჩემი მაგალიტად იცინოდა სიტყვებზე: ძაღლი, ვისია, ლაო ძი, შშშ  და ა.შ.) ფსიქოლოგები ფიქრობენ რომ ბავშვის პირველი სიცილი დედასთან იმიტომაა კავშირიში, რომ ბავშვმა "იცის" რომ დედა ცუდს არ დაუშავებს და მის გარემოცვაში მთლიანად დუნდება.

ეს ნაწილები იყო სიცილთან და ღიმილთან დაკავშირებით. მომავალ პოსტში დავწერ ტირილზე :)

1 comment:

Keti said...

საყვარლები <3
ბოლო პუნქტი <3