Mar 15, 2015

ბავშვის სხეულის ენა -3

ვაგრძელებ ბავშვის სხეულის ენაზე წერას. წინა პოსტები იხილეთ აქ

12. მხოლოდ თვალებს ვიფხან. ერთ ერთი ყველაზე ადრეული ნიშანი იმისა რომ ბავშვი დაღლილია არის თვალების ფხანვა. პაწაწუნების უმრავლესობა თვალებს ხუჭავს და მერე მუჭით ისრესს თვალებს. ეს არის უნივერსალური სიგნალი იმიას რომ წოტა წაძინების დროა :). მაგრამ რატომ ისრესენ თვალებს? იმიტომ რომ დიდი ხნის ფხიზლობის დროს კუნთები რომლებიც თვალებს ამოძრავენე იღლებიან. ბავშვი ამ კუნთებში შეიძლება ტკივილსაც კი განიცდიდეს, სრესვა კი მასაჟივითაა და ტკივილს ამსუბუქებს.

იცოდით რომ - ბავშვმა თვლების შეძლება ისრისოს მაშინაც კი როცა არ ეძინება. ამ დროს ის ატარებს სინათლის და ფერის ექსპერიმენტებს :)

13. წამის დაკარგვაც კი არ მინდა. ყველა ბავშვის ცხოვრებაში დგება პერიოდი როცა ბავშვებს კატეგორიულად არ უნდათ დაძინება ან ვერ იძინებენ მიუხედავად იმისა რომ ეძინებათ. მიზეზი ბევრია, მაგრამ ძირითადად ორი - 1. ძალიან ძლიერი სტიმულაცია ძილის წინ  და 2. ბავშვს არ უნდა მშობელთან განშორება.

14. შემიძლია საათობით ვიძინო. ალბათ დაკვირვებიხართ რომ როცა ბავშვს ძინავს მისი თვალები აქიტურად მოძრაობენ, ხანდახან თვალებს ახელენ, ქუთუთოებს აფართხალებენ და ა.შ. ეს არის ე.წ. რემ ძილის ფაზა - აქტიური ძილის ფაზა და ამ დროს ახალშობილები სიზმრებს ნახულობენ. ერთ თვემდე ახალშობილს როგორც წესი 17 საათამდე ძინავს, ერთი თვიდან კი 15 საათი. თუმცა ეს ძალიან ინდივიდუალურია.

15. დათუნიასაც ეძინება. პატარა ბავშვებს ხშირად უნვითარდებათ მიჯაჭვულობა სხვადასხვა საგნების მიმართ. ეს შეიძლება იყოს გადასაფარებელი, დათუნია და კიდევ ბევრი სხვა რამ. ამ საგნების დანიშნულებაა ბავშვისთვის ფსიქოლოგიური კომფორტის გაწევა მაშინ როცა ძილის დროა ან ცუდ ხასიათზე არიან. ეს საგნები ასევე მშობლის ფიზიკურ კონტაქტსაც ანაცვლებს.

No comments: