Feb 6, 2015

ძალიან თვითკმაყოფილი პოსტი!

ხოდა ვინ თქვა რომ ჩვილის დედას არ შეუძლია სწავლა და ამბებიო!!!
დღეს ვნახე რომ ერთ ერთი ყველაზე რთული კურსი წარმატებით დავამთავრე. თან უბრალო კურსი კი არა - აქამდე რაც მისწავლია ყველაზე რთული იყო ჩემ პროფესიაში.

9 კვირის განმავლობაში უნდა დაგვეწერეა 6 საშინაო დავალება, კრიტიკულად გაგვეხილა 3*6 + 2 სხვისი ნაშრომი (საბოლოოდ 20 ნაშრომის კრიტიკული განხილვა) და ბოლოს დაგვეწერა სამი საგამოცდო ნამუშევარი.

ეს კურსი დაიწყო 6 ნოემბერს, მე კი ერიკი მეყოლა 12 ნოემბერს. შესაბამსიად წერა მომიწია საავადმყოფოში, და მერე სახლშიც. თან პირველი ორი თვე იყო რთული იმიტომ რომ ერიკს ჩემზე უნდოდა ძილი, ჭირვეულბდა და მოკლეთ რა.

მაგრამ!! მე მოვახერხე კურსის კარგად დამთავრება და ახლა მხოლოდ 10 კრედიტიღა დამრჩა ჩემი მასტერის ხარისხისათვის. ეს ის ათი კრედიტა რომელიც მასტერის თეზისსი საბოლოო ნაწილს მოიცავს - ანუ დასკვნების დაწერას და მერე საბოლოო სემინარზე გასვლას და დაცვას! ამ ყველაფერს ვაპირებ მაისში!!!

4 comments:

Keti said...

ტომა, მისაბაძი ადამიანი ხარ, წარმატებები კიდევ და კიდევ! <3

Kate said...

საღოლ ტომა, ყოჩაღ.

ასე გააგრძელე. შეძლებ. :*

Sophie שרה Golden said...

ყოჩაღ, ტომა. მთავარია მოტივაცია და სურვილი როგორც იტყვიან. და კიდევ ადამიანის ხასიათი. მე მაგალითად ვერ შევძლებდი ამდენ სწავლას და თან ბავშვს.

Toma said...

madloba gogoebo.