Feb 27, 2015

კიდევ ერთი წელიც გადავაგორე

ესეც ესე,
ჩემი 35-ე დაბადების დღეც გადავაგორე.
ვბერდები მგონია ნელ - ნელა?! თუმცა არაა, სიბერეს მოუწევს მოცდა!

ჩემს თავს ძვირფასი საჩუქარი გავუკეთე, სახლში კიბე გვარემონტე. ავლა-ჩავლისას აღარ ჭრიალებს, შესაბამსიად ჩემი თმა ყალყზე აღარ დგება. ასევე გავაკეთებინე ყველაფერი რაც სახლის აღწერისას ინჟნერმა მიგვინიშნა. ჩემმა ქმარმაც ის ტან*ფეხ*ხელ საცხებლები მიყიდა რაც მომწონს, მაგრამ თავად ძალიან არ მოსწონს, კერძოდ კი ბადი შოპის კანაბისის საცხები. სიმართლე რომ ვთქვა მართლა ძალიან ყარს, მაგრამ ისეთი ეფექტი აქვს კანზე, ღირს ამ სიმყრალის ატანა. კიდევ ლამაზი, ნარინჯისფერი ჯუჯა ვარდის ბუჩქი მომიტანა და ყველაზე მთავარი ტორტი გამომიცხო. არც მეტი არც ნაკლები ორი დღე აცხო :)

ესეც ტორტის სურათი :)



ახლა ერიკ-ბერიკის ამბები.
ბაჭყატუნა იზრდება და ჩოჩორდება :),  სამი ტვის და ორი კვირისაა უკვე :). ახლა უკვე კარგად მართავს ფეხს და დგება ჩემი დახმარებით. ისწავლა თავისი სათამაშოების ხელებში მანიპულაცია და ცდილობს სათამაშოებს კუთხეები კარგად შეუცვალოს რომ მერე პირში ადვილად ჩაიდოს :). სასეირნოდ რომ გავდივართ ისევ ჩხავის, და მე მაინც მგონია რომ დაწოლა არ უყვარს კალიასკაში და მიტომ ტირის.დასჩემდა ე.წ. ფსიქოლოგიური ტირილი, უბრალოდ ტირის არაფრის გამო. თუ ადრე, მის ტირილს არაფრად ვაგდებდი, ახლა უკვე ძალიან მოქმედებს. დაღლილობის ბრალია ალბათ.

გასულ კვირას მასაჟებზე დავიწყეთ სიარული. ვსწავლობ როგორ უნდა გამაჯანსაღებელი მასაჟი და მერე ყოველ დღე ვუკეთებ ხოლმე. მუცელზე ადრეც ვუკეთებდი მასაჟებს მაგრამ სხეულის სხვა ნაწილებზე არ ვიცოდი როგორ კეთდება. ასევე სიარული დავიწყეთ ღია ბაღში. კვირაში ერთხელ სიმღერისა და ცეკვის მომენტებს ვესწრებით. ერიკს ძალიან უყვარს მაიმუნობა, შესაბამისად არასდროს ტირის. აი მასაჟის დროს კი ისეთს ტირიიის... თან სხვა ბავშვებსაც აიყოლიებს ხოლმე და არის ერთი ამბავი.

მარტის ბოლოდან ცურვაზე მივდვიართ და ვნახოთ რას იზავს. მგონია ძალიან მოეწონება ცურვა იმიტომ რომ უყვარს წყალი. 

6 comments:

irina iri said...

გილოცავ დაბადების დღეს, მრავალს დაესწარი

Toma said...

didi madloba :)

Sophie שרה Golden said...

გილოცავ დაგვიანებით, ტომა!!! საუკეთესო სურვილებით შენ და შენს ოჯახს!!
მშვენიერი ტორტია, მთავარია მონდომება ხო? მე მომშივდა ახლა, ეს რომ დავინახე, უხ.
ჰოდა, 35 წელი რა არის, გაფურჩქვნის ხანაა, მე თუ მკითხავ :დ სიბერე ვიცი მე, 95 წლიდან და არა მანამდე :დ

Toma said...

გმადლობ.
მეც მაგას არ ვამობ, სიმერე ვიცი მე 95 წლიდან :) და ზოგი მაგ ასაკშიც ახალგაზრდაა, ფსიქიკით :)

Keti said...

ტომაა! გილოცავ დაგვიანებით! ბედნიერი და წარმატებული იყავი სულ!

ჰოდა, რა სიბერე, რას ამბობ. სოფის ვეთანხმები. მე მგონია, რომ არაჩვეულებრივი ასაკია ქალისთვის ეს პერიოდი. გკოცნი ბევრს :*

Toma said...

gmalodb keti.