Feb 2, 2015

ძუძუს წოვების შესახებ - მორიგი დედური პოსტი

ჩემი აზრით ძუძუს წოვება ყველაზე რთული მომენტია ბავშვის აღზრდაში, ჩემთვის ყოველი შემთვევისთვის. თუმცა სანამ ჩემი გამოცდილების შესახებ დავწერ, მინდა სხვა რამეზე გავამახვილო ყურადღება.

ფაქტები
რომ რეკომენდაციები ძუძუს წოვების შესახებ სულ იცვლებოდა და ასე მგონია კდიევ შეიცვლება. ახლანდელი რეკომენდაციების მიხედვით სასურველია რომ ბავშვმა პირველი ექვსი თვე წოვოს (თან დ ვიტამინი მიიღოს). ექვსი თვის გასვლის შემდეგ კი მშობლის ნება სურვილზეა დამოკიდებული თუ გააგრძელებს წოვებას საკვებ დანამატებთან ერთად.

რატომ არის საჭირო ძუძუს წოვება? ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვან ალბათ ორი მომენტია 1. ის რომ რძესთან ერთად ბავშვი ღებულობს ანტი სხეულებს რომელიც მას იცავს ვირუსებისა და ინფექციებისაგან და 2. ბავშვს მშობლის მიმართ მიჯაჭვულობა. არის კიდევ ბევრი სხვა პოზიტიური მომენტები მაგრამ მათ შესახებ ინტერნეშიც წაიკითხავთ.

ჩვენსკენ ბავშვი რომ ჩნდება, ეგრევე გულზე გაწვენენ და სულ ასე გყავს დაწვენილი, რამდენი ხანიც გინდა იმდენი და რაც უფრო მეტ ხანს მით უფრო უკეთესი. ახლად დაბადებული ბავშვი, დედას გულზე რომ აწევს, ინსტიქტურად ეძებს ძუძუს და ეგრევე წოვას იწყებს. ხსენი არის უმნიშვნელოვანესი ბავშვისათვის. წოვა ახდენს ჰორმონების - ოქსიტოცინის და პროლაქტინის სტიმულაციას. ოქსიტოცინი ბავშვს ეხმარება დამშვიდებაში და საშვილოსნოს შეკუმშვაში. შესაბამისად ალბათ არაა გასაკვირი რომ აღგზნებული ბავშვი შედარებით შვიდდება წოვას რომ იწყებს. თავიდან დიდი რაოდენობით რძის წარმოება ხდება, მაგრამ რამოდენიმე კვირის შემდეგ რძის წარმება რეგულირდება და ორგანიზმი იმდენს გამოიმუშავებს რამდენიც საჭიროა. მოკლეთ ეს არის უნიკალურად, სრულყოფილად აწყობილი სისტემა რომელიც მოტხოვნა მიწოდებაზეა აგებული :).

დედის კვება
როცა ძუძუს აწოვებთ უნდა იკვებოთ სრულყოფილად. იგივენაირად როგორც ორუსლობაში. მაგრამ შეიძლება შეამჩნიოთ რომ რომელიმე პროდუქტზე ბაიას რეაქცია აქვს, მაშინ ჯობია თავი შეიკავოთ ამ პროდუქტის მიღებისაგან. ჩემი მაგალიტად ჰიპერაქტიური ხდება მე თუ შოკოლადს ვღებულობ. ასევე სტიკვა მუცელი როცა რძის ნაწარმს ვღებულობ. კუჭი აქვს აჭლილი როცა რკინის ტაბლეტებს ვსვავ და ა.შ. არ დაიჯეროთ რომ გჭირდებათ ღორის პორციების ჭამა იმისათვის რომ ბევრი რძე გქოდეთ.

ჩემი გამოცდილება
ჩემი აზრით ძუძუთი კვება ბავშვის გაზრდის პროეცსში არის ყველაზე რთული მომენტი ჩემთვის ყოველი შემთხვევისთვის .რატომ? იმიტომ რომ ძალიან მიჭირს წყნარად ჯდობა, ძუძუთი კვებისას კი ბეეევრი წყნარად ჯდომა და წოლაა საჭირო. შემიძლია თამამად, გადაჭარბების გარეშე ვთქვა რომ ძუძუთი კვება არის "ფულ თაიმ ჯობ" - არც მეტი, არც ნაკლები. თავიდან ძალიან მიჭირდა დროის აღქმა. ავშვს რომ ვაჭმევდი მეგონა 30 წუთი ვიჯექი, სინამდვილეში კი 5 წუთიც  არ ქონდა ჩემ საწყალ შვილს ნაჭამი. შესაბამისად პირველ კვირეებში იყო ბევრი ტირილი და წუწუნი. მერე მივხვდი პრობელმას და ახლა, ყოველი ჭამის დროს დროს ვინიშნავ- 10 წუთი თითოეულ მხარეს. 20 წუთის მერე თუ კიდევ უნდა ჭამა, იმ მხარეს ვტოვებ სადაც ვფიქრობ რომ უფრო ბევრი რძეა. ხოდა წოვს სანამ არ მობეზრდება (ბორინგ!).  წუწუნი და ტირილი ჭამის გამო ამით გამოვასწორე.

მონახეთ რაიმე მოხერხებული სავარძელი, კარგი ბალიში რომ ზურგს უკან ამოიდოთ და ასევე ერთი პატარა ბალიში რომ ბაია დააწვინოთ. ამით ზურგსაც დაიცავთ და ბავშვიც ნაკლებად შეწუხდება ჩვენი თითები რომ არ შეესობა კისერში და თავში ;).   წოვების სხვადასხვა პოზიციების შესახებ ინტერნეტში მონახეთ. ან თუ დაინტერესდებით მითხარით და დავწერ ამზეც პოსტსა.

ბაია რომ ჭამს შეგიძლიათ სხვადასხვა რამეებით დაკავდეთ. წაიკითხოთ წიგნი, ან ტელეფონით ითამაშოთ ან რამე ასეთი. წიგნის კითხვა მგონია ყველაზე კაია, იმიტომ რომ დრო გარბის :)

დასკვნები
ხოდა ჩემი რჩევა - შეძლებისდაგვარად ეცადეთ რომ ბავშვმა ძუძუ მოწოვოს. არ დანებდეთ და ცადეთ და ცადეთ და ცადეთ. კი, ძნელია დროის თვალსაზრისით მაგრამ 6 თვე ნამდვილად გასაძლები პრეიოდია.

ის დედები რომლებიც ვერ ახერხებენ ძუძუს ჭმევას - ჩემი აზრით კარგი დედობა არაა დამოკიდებული იმაზე აჭმევ თუ არა ბავშვს ძუძუს. შესაბამისად ყველამ ისე უნდა გააკეთოს როგორც მას მოუხერხდება.

3 comments:

Sophie שרה Golden said...

ყოჩაღ, ტომა. პირველი თვეები ძალიან რთულია, ურთულესი. მეც ასე ვიყავი და ერთი სული მქონდა, ექვსი თვე გასულიყო :დ მერე გავიდა და მეთქი, არა, 8 თვემდე კიდევ, მერე კიდევ ასე და საბოლოოდ ეზრას 13 თვემდე ვაჭმევდი.

პირველ შვილზე თუ გაუძელი, დანარჩენებზე უადვილესად მოგეჩვენება.
სხვანაირად ვერც წარმომიდგენია, ამაზე მოსახერხებელი რა უნდა შეექმნა ღმერთს, ძალიან პრაქტიკულია :-))) არც ბოთლებით რბენა და სტერილიზაცია, გაცხელება გინდა და ყველაზე საშინელება, უძვირესია ხელოვნური რძის ფხვნილები, შეხედე ფასებს, სურვილიც არ გაგიჩნდება ისინი აჭამო ბავშვს :დ

საერთოდ დედობაა full time job და ვინც ამას ვერ ხვდება ან ვერ აფასებს, არაფერი ესმის ცხოვრების :პ

დიდი მოკითხვა ჩვენგან ვიკინგ ერიკიკოს!!!

Keti said...

მეც მგონია, რომ წიგნები ამ დროს საუკეთესო გამოსავალია:) სხვა დროს დედებს არ ეცლებათ ამისთვის

Toma said...

sofi pirvel shvils tu gadaurchi namdvilad :D :D fxvinlebi ra girs simartle gitxra arc ki vici :D :d botlis fasi ki vici, vikide erti cali kovei shemtxvevistvis :D :D

Keti - mec mase mgonia.