Feb 28, 2015

ბავშვის სხეულის ენა - პოსტი 1

დაბადების დღეზე ძალიან კარგი წიგნი მაჩუქეს. წიგნს ქვია ბავშვის სხეულის ენა. წიგნი მეცნიერულ კვლევებზეა დაფუძნებული, მაგრამ ყველასათვის გასაგებ ენაზე არის დაწერილი, თან ამა თუ იმ მოვლენის შესახებ მოკლედ და კონკრეტულად წერია.
იმდენად კარგი წიგნია რომ გადავწყვიტე გადავთარგმნო და ჩემ ბლოგზე ნაწილ ნაწილ დავდო. იმედია ბევრ მშობელს ან მომავალ მშობელს გამოადგება, და უკეთ გაიცნობს თავის პატარას.

1. მე ვარ სრულიად მომხიბვლელი. მიუხედავდ იმისა რომ ახალშობილები დაბადებისას ძალიან მოწყველადნი არიან, მათ მაინც გააჩნიათ შეიარაღების კარგი არსენალი იმისათვის რომ მშობლების ყურადღება მიიწციონ. ახალშობლის არსებობა გარშემომყოფებში იწვევს "აჰ" ემოციას, რაც იმის გარანტიას იძლევა რომ პატარას მოუვლიან. ხალშობილების  დიდი თვალები, მაღალი შუბლი, ფუმფულა ხელები და ფეხები მშობლის ინსტიქტს აღვიძებს ადამიანებში, განსაკუთრებით კი ქალებში.

 იცოდით რომ ახალშობილს აქვს 300 ძვალი სხეულში, მოზრდილ ადამიანს კი 206. ეს იმიტომ რომ ახალშობილის ბევრი ძვალი ერთიანდება და ერთ ძვლად იქცევა ზრდასთან ერთად :)

2. რა დიდი თვალები მაააქვს :). ერთ ერთი ყველაზე ძლიერი სხეულის ენა ახალშობილებში არის გაფართოებული თვალის გუგები. ეს სრულიად უნებლიე ფუნქცია ითარგმნება როგორც მოხიბლულობის არაცნობიერი ნიშანი. როცა ბავშვი დაკვირვებით, გაფართოებული გუგებით უყურებს მშობლებს, ძლიერდება მშობლის ინსტიქები და მშობელს ასევე ეძლება იმის დასტური რომ ბავშვის მიერ მიღებულია. ეს ყველაფერი კი თავის მხრივ მშობელსა და შვილს შორის მიჯაჭვულობას აძლიერებს.

3. "დაგიჭირე". ზოგი ქცევა და რეაქცია ახალშობილებში კომუნიკაცის სურვილზე არ მიუთითებს. ეს ქცევები ჩვეულებრივი ინსტიქტები და ცხოველური გადმონაშთებია. მაგალითად როცა ახალშობილი შეშინებულია ხელებს წევს მაღლა და სწრაფად. თუ ახალშობილის ხელისგულზე თითს დავადებთ, მაშინ პაწუკა თითებს მოკუმავს. ყველა ბავშვს აქვს ეს რეფლექსები რომლებიც დროთა განმავლობაში ქრებიან.

4. ჩიტი? სად? და ზოგადად რა არის ჩიტი? როგორც მშობელი აღოჩენ რომ ახალშობილი თვალს აელმებს და არა კოორდინირებულად მოქმედებენ. ამაზე არ უნდა იდარდოთ. დაბადებისას ახალშოილი კარგად ხედავს მხოლოდ მოკლე მანძილზე - დაახლობით 18-30 სმ. ეს მანძილი სრულიად საკმარისია იმისათვის რომ პატარამ დედის ძუძუ დაინხოს.

იცოდით რომ ის რომ ბავშვი დიდ მანძილზე ვერ ხედავს, ეს კი მას ზედმეტი და არასასურველი სტრესისგან იცავს.

5. ახლა უკვე კარგად მესმის! უკვე ვიცით რომ ახალშობილებს დედის მუცელშიც კი ესმით ხმა. მაგრამ რამდენად კარგად ესმის ახლად დაბადებულს პატარას? პასუხი არის - განსაცვიფრებლად კარგად. ახალშობილს შეუძლია განასხვავოს ბევრი სხვადასხვა ხმა. ხმის წყაროსაკენ თავის მოტრიალება არ შეუძლია, მაგრამ შეუძლია თვალების მიტრიალება. 

იცოდით რომ ახალშობილს შეუძლია დააფიქსიროს ხმის სიხშირე 16 ჰერციდან 20 000 ჰერცამდე წამში.  მოზრდილ ადამიანს ასე კარგად არ ესმის, განსაკუთრებით კი დაბალი სიხშირის.  ასაკთან ერთად კი მაღალი სიხშირის ბგერებიც არ გვესმის და 60 წლის ასაკში აღვივავთ მხოლოდ 12 000 ჰერცს წამში.

6. ორი საათია დავიბადე და უკვე მომწყინდა :). დაბადაბიდან ორი საათის შემდეგ პატარები იწყებენ გადაბმულ მთქნარებას. ეს იმას არ ნიშნავს რომ ისნი დაღლილები არიან ან ეძინებათ. მთქნარება არის რეფლექსური, ახალშობილები ამუშავებენ ფიტვებს და დიდი რაოდენობით ჟანგბადს ისუნქავენ.

7. ვნახოთ - ან გაგიშვებ ხელს ან არა. ახალშობილებს აქვს ინსტინქტური ქცევა - რაც შეიძლება ძლიერად მოეჭიდონ ვინმეს თითს. ეს ინსტინქტური ქცევა დროთა განმავლობაში ქრება, იმიტომ რომ პატარები იძენენ ხელბზე კონტროლს. თქვენი შვილის ხელებს თუ შეხედავთ შეგიძლიათ დაასკვნათ რა ხასიათზეა პატარა. მოდუნებული და კარგ ხასიათზე მყოფ ბავშვს აქვს გაშილი ხელის მტევანი. გაბრაზებულ ბავშვს კი აქვს დაძაბული, "გაფარჩხული" თითები.

2 comments:

Sophie שרה Golden said...

გადაყარე წიგნები და ჩაეხუტე ერიკს. და კიდევ დედების ბლოგები იკითხე. მე არცერთი წიგნიდან იმდენი სასარგებლო ინფორმაცია არ მიმიღია, რაც მრავალშვილიანი დედების ბლოგებიდან. მათ ბევრად მეტი გამოცდილება აქვთ და უფრო უკეთ იციან ყველაფერი, ვიდრე წიგნების ავტორებმა, თავი რომ მოაქვთ დიდად.

Toma said...

ყველა გამოცდილება მნიშვნელოვანი არაა ისევე როგორც ყველა წიგნი. იმდენი ინფორმაციაა ჩვენს გარშემო, უბრალოდ უნდა იცოდე რა წაიკითხო და რას დაუჯერო. ისევე როგორც ბავშვის აღზრდასთან დაკავშირები ყველა წიგნი არ წაიკითხება (ყოველი შემთხვევისთვის არ დაეჯერება), ასევე ყველა დედის ბლოგი არაა საინტერსო და მათი გამოცდილება მნიშვნელოვანი.

სხვა დედების ბლოგებიდან სხვათაორის მხოლოდ შენსას ვკითხულობ.