Jan 18, 2015

შვილუკა და გეგმები - მორიგი დედური პოსტი

ორსულად როცა ხარ, ძალიან ბევრისგან გაიგებ " ბავშვს რომ გააჩენ იქ დამთავრდება ყველაფერი რაც დაგეგმილი გქონდა (ან არ გქონდა)". ვერ გააკეთებ იმას რაც გინდა, გეგმების შედგენაზე და მათ განხორციელებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.

ჩემი გამოცდილებით ეს ყველაფერი არის მითი!!! პირველ რიგში ვიტყვი რომ თუ ბავშვის გაჩენამდე შეგიძლია ეფექტური პრიორიტეტების გაკეთება, დაგეგმა და განხორცელება, ბავშვის გაჩენის შემდეგაც მოახერხებ იგივეს. რათქმაუნდა ცვლილებები შემოაქვს ბავშვსა მაგრამ ისეთი არა რომ ყველაფერი ტავდაყირა დადგეს და განსხვავეული იყოს.

მოდი დავწერ რისი დაგეგმააა ძნელი პატარა ბავშვის ხელში - მოკლე ვადიანი ატივობების დაგეგმა არის ძალიან რთული, მაგალითად აი ახლა ორ საათში ნამხვარი უნდა გამოვაცხო, არ გამოვა იმიტომ რომ ჩემმა შვილმა ორ საათში ისე შეიძლება იტროს რომ ნამცხვარი კი არა წყლის დასხმა ვერ მვოასწრო. ასევე ძნელია დაგეგმო გარეთ გასვლის აქტივობებიც. ჩვენთან მაგალითად რს ვირუსის მაღალი რისკის გამო საერთოდ გვიკრძალავენ ხალხმრვალ ადგილებში სიარულს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას. ასევე ძნელია ძილისდაგეგმვა და.ა.შ.  ასევე ძნელია იმ აქტივობების დაგეგმვა რომელიც სხვა ადამიანებსაც მოიცავს, მაგალითად სოციალური აქტივობები როგორიცაა სხვა დედებთან ერთად სეირნობა, კაფეში წასვლა ამხანაგებთან ერთად და ა.შ.

რისი დაგეგმვა შეიძლება პატარა ბავშვის ხელში ? - ყველაფრის თუ ის გრძელ ვადაზეა გაწერილი. მაგალითად დავგეგმე სახლის დალაგება ერთი კვირის განმავლობაში, ერთ ოთახს ერთ დღეს დავალაგებ, მეორე ოთახს მეორე დღეს და ა.შ. ნამცხვრი გამოცხობა მომავალი კვირის განმავლობაში - ეს იმას ნიშნავს რომ როცა მომენტი ჩამივარდება მაშინ გამოვაცხობ. სწავლის საქეები ყველაზე ადვილი დასაგეგმია იმიტომ რომ დროის დიდ მონაკვეთს მოცავს (5 თვე), შესაბამისად ყოველ კვრია 5-6 საათი რომ ვწერო სრულია საკმარისი იქნება რომ თეზისი დავამთავრო.

მოკლე და კონკრეტული დასკვნა რომ გავაკეთო: ჩემი რჩევაა გეგმები გაწეროთ გრძელ ვადაზე (მინიმუმ ერთი კვირა) და ეს გეგმები პრიორიტეტების მიხედვით შეასრულოთ და რაც მთავარია - არ გადადოთ საქმე მეორე დღისათვის.

4 comments:

irina iri said...

ეჭვი არ მეპარება, რომ საუკეთესო დედა იქნები, რადგან ჭკვიანი ადამიანები ანაწილებენ ზუსტად დროს, ენერგიას და მერე გამუდმებით არ წუწუნებენ, რომ რაგდან შვილი ყავთ ამით ყველაფერზე, რასაც არ აკეთებენ, განსაკუთრებით ურთიერთობებში,მერე თავი უნდა იმართლონ! გისურვებ წარმატებებს. ბლოგის დადებითი თვისებაა პოზიტივის გადაცემა სხვების მიმართ, ეს ძალიან პოზიტიური პოსტია, რის გამოც განსაკუთრებით მომეწონა.

Toma said...

minda xolme mec pozitivebis gavrceleba. koveltvis ar gmomdis ogond :)

Keti said...

მთავარი პრობლემა მართლაც დროის სწორად გადანაწილებაა, ვინც ვერ ახერხებს, მერე არის ხოლომე გადაღლილი და წუწუნა:)

Toma said...

mec mase mgonia. tumca gadglili mainc xdebi dgis bolos.