Jan 15, 2015

დედური პოსტების სერიიდან

დიდი ხანია დედური პოსტი და ზოგადად პოსტი არ დამიწერია.

ერიკ - ბერიკი უკვე დიდი ბიჭია, ორი თვის გახდა თორმეტ იანვარს. ზრდასთან ერთად იზრდება მისი ქცევის რეპერტუარი და მოთხოვნილებებიც. ახლა უკვე აქტიურად თამაშობს და თან თავად წყვეტს რა სახის თამაში უნდა და როდის. ჩვენი თამაშების რეპერტუარში შედის სიმღერები, ცეკვა, ლექსები, ვარჯიში და ტაქტილური, სხეულზე შეხება (ხელების ფართხალი, ფეხების ფართხალი, ცხვირზე ღუტუნი და ა.შ.).

სათამაშოებზე აქტიურად ყურადღების გამახვილებაც დაიწყო. დღეს საწოლზე სათამაშოები ჩამოვუკიდე და პირველად რომ დაინახა ძალიან გაკვირვებული სახით უყურებდა 1-2 წუთი, შემდეგ კი ლაპარაკი დაუწყო ამ სათამაშოებს.

გვაქვს ძილის პრობლემა. ჯერ კიდევ არეული აქვს დღე-ღამის რითმი და მე ვცდილობ როგორმე დავარეგულირო ეს ყველაფერი. ეს კი იმას ნიშნავს რომ, საღამოობთ (ასე 10-12 საათისთვის) როცა ლოგინში და ღვიძავს არ ველაპარაკები. ასევე არ ველაპარაკები ღამ ღამობით როცა ჭამისთვის იღვიძებს. მხოლოდ ვუღიმივარ ხოლმე და ვკოცნი. აი ახლაც წევს თავის ლოგინში და დიდის ამბით საუბრობს, მე კდიევ მინდა ამივიყვანო ლოგინიდან და ვეთამაშო მაგრამ ამით ვაჩვენებ რომ ღამე თამაში შეიძლება და არ მინდა "ამდენი ნაშრომი" წყალში ჩამეყაროს. :( არადა ისე საყვარლად ლაპარაკობს :).

No comments: