Jan 3, 2015

პირველი ახალი წელი ერთად

ჩვენმა პირველმა ახალმა წელმა მშვიდობიანად ჩაიარა.
ბევრი რამის მკეთებელი არ ვარ ახალ წლებზე და ზიგადად ნებისმიერ დღესასწაულზე. ამ წელს მითუმეტეს კარგი მიზეზი მქონდა რომ არაფერი გამეკეთებინა. შესაბამისად სადილად ვჭამეთ ორაგული კარტოფილის გრატანგთან ერთად, ვახშმად ხიზილალა თავის ატრიბუტებთან ერთად. საახალწლოდ კი მხოლოდ გოზინაყი მქონდა დარჩენილი.

გვიან ღამე, ბავშვი რომ დავაძინე მეც დამეძინა. ჩემმა ქმარმა 11:50 ზე გამაღვიძა, დროაო. შამპანიური (უალკოჰოლო!!) გახსნილი ქონდა, ლანგარზე დაედო გოზინაყთან ერთად და მეორე სართულზე ამოეტანა. თავიდანვე გვქონდა ნათქვამი რომ ახალ წელს მოწრიპულთან ერთად შევხვედრილიყავით. შესაბამისად 2015 წელს საძინებელ ოთახში შევხვდით. ძლიან გამიკვრიდა რომ ერიკს რეაქცია არ ქონდა ფეირვერკებზე, სამაგიეროდ ყურებ და თვალებდაჭყეტილი არის როცა სახლში რაიმე გახმაურდება. 

შობის და ახალი წლის კვირა ძალიან მძიმე იყო ჩვენთვის. ბავშვს თითქმის არ ეძინა და სულ ჩხაოდა და რაღაც უნდოდა, თვითონაც არ იცოდა რა. მოკლეთ რომ ვთქვა ძალიან აღგზნებული იყო. ბევრი ფიქრის შემდეგ, დავასკვენით რომ მისი ასეთი ქცევა იყო იმ შკოლადის ბრალი რომელსაც მე ყოველდღიურად გეახლებოდით. ოოოოო, მე კი დიდი რაოდენობით შოკოლადს გეახლებოდით. უამარავი მივიღეთ საჩუქრად და იმას დახურდავვება ხომ სჭირდებოდა?!  ახლა თითქმის შევეშვი შოკოლადის ჭამას. მიჭირს, იმიტომ რომ დაღლილი რომ ვარ მჭირდება ენერგია, და ყველაზე მარტივი ენერგიის წყარო არის შოკოლადი.

ამასობაში კი ერიკი-ბერიკი იზრდება და ახალ ახალ აღმოჩენებს აკეთებს. რამოდენიმე დღეა აღმოაჩინა რომ ხელის წოვა შეიძლება. ხოდა როცა შემთხვევით ხელი პირთან მოხვდება დიდის ამბით წოვს და არის განცხრომაში :). 

2 comments:

Keti said...

<3

Sophie שרה Golden said...

ბედნიერ წელს გისურვებთ სამივეს!!! ბედნიერება და სიხარული გქონოდეთ მუდამ!

ოხ, უშოკოლადობა ძალიან ძნელია :-((( რამე ალტერნატივა უნდა მოიფიქრო, ტომა :დ