Dec 29, 2014

დედური პოსტი - გუშინ და დღეს

ჩემი დღევანდელი გადმოსახედიდან, დედაჩვენებს, მათ დედებს, ბებიებს და ა.შ. გმირად მივიჩნევ რომ იმ პირობებში გაგვზარდეს რა პირობებიც ქონდათ.

ჩემი დღევანდელი გადმოსახედიდან უკეთესად მესმის ჩემი დის, რომლმაც ორი შვილი გააჩინა და გაზარდა, არც თუ სახარბიელო პირობებში და მესმის მისი გულისტკივილის და შფთვის (არ დავკონკრეტდები რატომ).

ჩემი დღევანდელი გადმოსახედიდან არ მესმის თანამედროვე დედების რომლებიც შვილის გაზრდას (გაზრდას და არა აღზრდას) პრობლემად მიიჩნევენ. რატომ?! რატომ უნდა იყოს რთული როცა თანამედროვე დედას აქვს საშუალება ქონდეს სარეცხი მანქანა ისეთი რომ სარეცხს ისე აშრობს რომ გაუთოვება არ სჭირდება, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მტვერსასრუტი, მაცივარი, გაზქურა, ცხელი წყალი, სუპერ პუპერ პამპერსი, ელექტრო ენერგია, წყალი და ა.შ. უამარავი რამ რაც ამ შუაღამეს არ მახსენდება. კი, სოფლებში ეს ყველაფერი ჭირს, კი, არის ბევრი ოჯახი რომელსაც ეკონომიურად უჭირთ არ აქვთ ამ საგნების ყიდვის საშუალება, მაგრამ მთავარი ეს არაა. მთავარი ისაა რომ დღეს დღეობით ამ ყველაფრის შესაძლებლობა არსებობს!

ხოდა, თანამედროვე დედებო სანამ ბავშვის გაზრდაზე იწუწუნებთ, გაიხსენეთ უახლოესი წარსული.. აი სულ რაღაც 15-20 წლის წინ რა პირობებში გვზრდინენ მშობლები და იყავით კმაყოფილი იმით რაც გაქვთ! ხოდა ბავშვი სამი ოთხი საათი თუ "წამოიტირებს" მუცლის ტკივილის გამო, ან ღამეს თუ გაგათენებინებთ იმიტომ რომ თამაში უნდა ან რამე .. მერე რა, ესეც ერთ ერთი მომენტია ბავშვის განვითარების და პირადად მე სულაც არ მივიჩნევ სირთულედ.

1 comment:

Sophie שרה Golden said...

მართალი ხარ, ტომა.

იმ დღეს ვწუწუნებდი, რამდენი სარეცხი დამიგროვდა-მეთქი და მერე ჩემი თავისვე შემრცხვა. რა სარეცხი, ადამიანო, რომელსაც მარტო გამოღება და გაფენა უნდა?
რამდენი ადამიანია ჯერ კიდევ სამყაროში, სახლში ცხელი წყალიც კი არ მოსდით, უნდა გაათბონ ტაშტებ-ქვაბებში და ისე გარეცხონ, ბავშვები აბანაონ :-(

ვინც ადამიანურ პირობებში ვცხოვრობთ, მართლა არ უნდა ვწუწუნებდეთ, მაგრამ აშკარად რაც უფრო წინ მიდის ტექნიკა და ადამიანებს საქმეს უადვილებს, მით უფრო ზარმაცები და მოუქნელები ვხდებით ადამიანები, აი დააკვირდი.