Dec 28, 2014

დედური პოსტების სერიიდან


ამ კვირას ჩემი ქმრის მშობლები იყვნენ ჩამოსულები, შობა ავღნიშნეთ ერთად. ორივემ ერთხმად აღნიშნა რომ ძალიან შეცვლილი ვარ. შეცვლილი ვარ იმ მხრივ რომ "ქარბორბალასავით" აღარ ვიქცევი, ვარ მშვიდი და აუღელვებელი ბავშვთან, სახლის საქმეებთან და სწავლასთან დაკავშირებით.

ერიკი არის ბავშვი რომელსაც ბევრი ყურადღება სჭირდება. აი ხომ არის რომ ზოგ ბავშვს ჩასვავ თავის სკამში ან დააწვენ სადმე და არის თავისთვის ასე 10-15 წუთი. ერიკთან ასეთი რამ არ ჭრის. როცა ღვიძავს სულ უნდა ეთამაშო, ცოტა ყურადღება მოაკლდება თუ არა ჩხავის. დაძინებისას კიდევ უნდა რომ ჩემთან იყოს რაც შეიძლება დიდი ხანი. შესაბამისად ყველაფერი რაც გასაკეთებელი მაქვს უნდა მოვასწრო იმ დროს როცა ერიკს სძინავს. ხოდა რასაც ვასწრებ ვასჭრებ - სახლის საქმეები იქნება თუ სწავლის ამბები, რასაც ვერ ვასწრებ კიდევ ნაკლებ მადარდებს. ჩემი პრიორიტეტი ამჟამად არის რომ ბავშვს კომფორტული გარემო შევუქმნა, და ახლა დღეს სარეცხი თუ დამრჩა გასაუთოვებელი დიდი არაფერი. ხვალ გავაუოთოვებ.

სწავლას და გამოცების მატერიალს რაც შეეხება ცოტა რთულადაა საქმე. მანდ ისევ მაქვს მაღალი მოლოდინი ჩემი თავის მიმართ. მომავალი სემესტრისათვის მხოლოდ მასტერის თეზისის დაკვნითი ნაწილი დავიტოვე (10 კრედიტი). საგაზაფხულო კურსებზე რაზეც მიმიღეს ყველაზე უარი ვთქვი. რატომ? იმიტომ რომ სწავლის ხარისხსი ისეთი არაა როგორიც უნდა იყოს. უხარისხოს კიდევ სულ არ იყოს ჯობია. თან ჩვენში დარჩეს და 10 კრედიტი  გაზაფხულის სემესტრში სრულიად საკმარისია. ახლა რა კურსებსაც გავდივარ, მიჯდება ჩემი ძილის ფასად. იმის ნაცვლად რომ მეძინოს, მე ვწერ.

სიმართლე რომ ვთქვა ჩემი შეცვლა უბრალოდ აუცილებლობა იყო. საავადმყოფოდან სახლში რომ მოვედით, შევეცადე ჩემებური რიტმით ეცხოვრა, მაგრამ ბავშვი ლამის გადამერია. რადგან ამჯამად ამ მოცუცქნულს ვერაფერს გავაგებინებ, უბრალოდ გადავწყვიტე მე შემეცვალა ჩემი ქცევა და დამოკიდებულება.


პ.ს. ამ წელს პირველად დავდგით ნაძვის ხე. ერიკ-ბერიკს ვუყიდეთ, ყველაზე პატარა რაც იყო. მოვრთე იმ სატამაშოებით რაც მქონდა. ხოდა ალმაცერად კი დგას მაგრამ არ ვიმჩნევ :D

1 comment:

Sophie שרה Golden said...

ლოლ რა სასაცილო ნაძვის ხე გაქვთ. ნაძვი კი არა, ეგ ფიჭვია მგონი :პ

ჰოდა, შენ ჩემზე ადრე მიმხვდარხარ, პატარა ბავშვი როცა გყავს, გეგმები აღარ არსებობს. ანუ, არსებობს, მაგრამ 95% ვერ მიჰყვები იმ გეგმებს, იმიტომ რომ პატარას ჯერ დრო და ვალდებულებები სულ არ აინტერესებს, შია და დედასთან უნდა ჩახუტება. ვერც გაამტყუნებ :დ 9 თვე იჯდა მშვიდად, თბილად და ახლა გამოვიდა ხმაურიან, ჭუჭყიან სამყაროში და რა ქნას, ვა! :დ

ჭამის საქმე როგორ მიდის? კარგად იმატებს პატარა ვიკინგი?