Dec 9, 2014

დედური პოსტი - შვილის სიყვარულის შესახებ

ამ პოსტში მინდა ცოტა მგრძნობიარე თემაზე დავწერო. მგრძნობიარე ჩემთვის და შეიძლება დედათა იმ ჯგუფისთვისაც რომელმაც შეიძლება თავი ამოიცნოს ერთ ან მეორე მხარეს.

როგორც ადამიანს და გინდაც პროფესიონალს, ძალიან მიყვარს სხვისი გამოცდილებების წაკითხვა. ორსულობის დროს სხვადასხვა ფორუმებზე ბევრს ვკითხულობდი სხვისი ოსულობების, მშობიარობის და დედური გამოცდილების შესახებ. ერთი რაც შევამჩნიე, იყო ის რომ ამა თუ იმ ფორუმებზე, ყველაზე ინტენსიურად წერდნენ ადამიანები რომლებსაც ემოციური ფონი ძალიან გამძაფრებული ქონდათ. თან გამძაფრება არ იყო მხოლოდ უარყოფითი, როგორიცაა პარანოიდული ან იპოქონდრიული ფიქრები და ქცევები არამედ იყო დადებითიც როგორიცაა 'ვაიმე ერთი სული მაქვს, ჩემი პატარა, ჩემი წერტილი" ჩემი ის, ჩემი ეს და ა.შ.

ცხრა თვე საკმარისია იმისათვის, რომ ზოგი ქალის მშობიარობის მოგონებებიც წამეკითხა. რათქმაუნდა რადიკალური ემოციურობა და რადიკალური მშობიარობის მოგონებები იქაც იყო. თუმცა ბავშვთან დაკავშირებირ მხოლოდ ერთი რადიკალიზმი იყო (ყოველ შემთხვევისთვის ასე წერდნენ) - ბავშვის პირველი დანახვით უსაზღვრო, სამუდამო სიყვარული.

ხოდა... მეც ველოდებოდი რაღაც ესეთს, მიუხედავად იმისა რომ ჩემში რაციონალიზმი უფრო მეტია ვიდრე ემოციურობა.. მაინც ველოდებოდი რომ ერთი დანახვით რაღაც აუტანელ, ტკივილამდე სიყვარულს განვიცდიდი ჩემი შვილის მიმართ. დამიჯერეთ, იმის აღიარება რასაც ვწერ ძალიან ძნელია, მაგრამ მაინც ვწერ. ბავშვი რომ გულზე დამაწვინეს, სიყვარულის ნაცვლად პირველი რაც ვიფიქრე იყო ის რომ ეს "ჯოჯოხეთი" დამთავრდა და აწი შემიძლია დავისვენო, დავიძინო. უსაზღვრო სიყვარული, რამოდენიმე დღის შემდეგაც არ გამჩენია, არც რამონიდემე კვირის შემდეგ.

ჯერ მეგონა რომ მაქვს პოსტპარტუმ დეპრესია... არაფერია გამორიცხული... გამიჩნდა საშინელი დანაშაულის გრძნობა იმის გამო, რომ ჩემ შვილზე არ ვგიჟდები და სიყვარულით გული არ მტკივა და გონება არ მეკეტება. როცა პირველი რამოდენიმე დღე ერიკი არ ჭამდა "კაცის მკვლელად" ვგრძნობდი თავსა, იმიტომ რომ მეგონა ბავშვი ჩემს "ნელ-თბილი" ემოციურ ფონს გრძნობდა (არადა ბავშვი გადაღლილობის გამო არ&ვერ ჭამდა) და არ უნდოდა ყოფილიყო იმ დედის შვილი რომელსაც ნელ თბილი გრძნობები აქვს პატარა, უსუსური არსების მიმართ.

საბედნიეროდ დრო გადის. ამ გადმოსახედიდან "ვაღიარე" რომ არსებობენ სხვადასხვა სახის ადამიანები, მათ შორის ემოციონალები და რაციონალები. კი თავიდაც გამიჭირდა, მაგრამ ამჟამად ჩემი შვილსადმი სიყვარული დღითი დღე ძლიერდება. პატარა ხეს გავს ერიკი, რომელიც ჩემ გულში და ტვინში დავრგე და რომელიც უფრო და უფრო ღრმად იდგავს ფესვებს, ძლიერდება და ემსგავსება "სიყვარულით გული მტკივა სუხლი მეხუთებას".

ბოლოს კი მესიჯი რომელიც მინდა სხვა დედებს გავუგზავნო - არ არსებობს შვილის სიყვარულის რეცეპტი, ყველას თავისი გამოცდილება აქვს და ჩვენ ემოციურ გამოცდილებას ვერ შევადარებტ სხვისას, ისევე როგორც ვერ იყტვი რომელ დედას უფრო მეტად უყვარს თავისი შვილი. თუ თქვენც ჩემსავით დაგემართათ, სამარცხვინო არაფერია, არც თავი უნდა დაიდანაშაულოთ, მთავარია აღიაროთ ის რასაც განიცდით და შვილს და თქვენს თავს დრო მისცეთ.

3 comments:

ნინო გ said...

პატარაზე ერთხელ მკითხა მეგობარმა, თუ გიყვარსო და არ ვიცოდი, რა მეთქვა. ერთი, რაც ნამდვილად არის მაგ დროს,ნორმალურ შემთხვევებში, ესაა დიდი ზრუნვის და პასუხისმგებლობის გრძნობა. გინდა ყველაფერი საუკეთესოდ ქონდეს და ძალ-ღონეს არ იშურებ, რაც შეგიძლია, და ეს არის ჯანმრთელი რეაქცია და დანარჩენისა არ ვიცი :)
ნინო

Toma said...

ki nino, zustad igive mkonda mec - zrunva da pasuximgebloba. eg iko chemi pirveli emocia pirvel ramodenime kvriis ganmavlobashi.

Sophie שרה Golden said...

სიყვარული დროთა განმავლობაში მოდის. რაც უფრო მეტი ამაგი გაქვს ადამიანზე, მით უფრო გიყვარს, ეს არის ჭეშმარიტება. ორსულობა-მშობიარობის პერიოდში ზოგი რომ ამბობს, უკვე მიყვარს ჩემი შვილიო, ძალიან მიკვირს დღემდე, მაგრამ ალბათ ყველა სხვადასხვანაირი ადამიანია.

მე ეზრა რომ გავაჩინე, ზუსტად შენნაირი რეაქცია მქონდა და მერე თან გიჟივით მშიოდა და მეძინებოდა :დ
აი, აარონზე უკვე ემოციები მქონდა ბლომად და თან რომ ვიცოდი, შვილის სიყვარული როგორია, ვიტირე კიდეც და შემიყვარდა კიდეც მომენტალურად.
თუმცა, შიმშილი და ძილი ისევ მკლავდა :ლოლ: