Dec 31, 2014

2014 -> 2015

ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ 2015 წელს და საუკეთესოს გისურვებთ!!! 
კიდევ ერთი წელი გვეძლევა იმისათვის რომ ცვლილებები მოვახდნოთ ჩვენს ცხოვრებაში და რაიმე კარგი გავაკეთოთ. თუ 2014 წელს შევაჯამებ, ვიტყვი რომ ეს წელი კარგი უფრო იყო ვიდრე ცუდი.

პოზიტიური 2014 წელს:
  • გვეყოლა პატარა ბაჭყატი 3170 გრამი იყო წონით და 48 სანტიმეტრი სგრძეში. დღეს, დაბადებიდან ზუსტად 7 კვირის შემდეგ ჩვენი ბაჭყატო უკვე დიდი ბიჭია. ზომა წონა ჯერ არ ვიცი, მაგრამ ტანსაცმელზე ეტყობა რომ გაიზარდა. ასევე გაიზარდა მისი მოთხოვნილებებიც. ადრე თუ მხოლოდ ჭამა უნდოდა ახლა უნდა გართობა, თამაში, ლაპარაკი და.ა.შ.
  • წელს, პირველად გავაფორმე უვადო სამუშაო კონტრაქტი ჩემ საავადმყოფოსთან, რაც იმას ნიშნავს რომ აწი სამსახურიდან ჩემი დათხოვნა თუ მოუნდებათ, ძალიან უნდა მოინდომონ. 
  • წელს პირველად ვიყავით მილანში. მომეწონა ძალიან. ასევე წელს მოვახერხეთ საქართველოში და უნგრეთში წასვლა. ჩვენმა ბაჭყატომ მუცლით იმოგზაურა ჩვენთან ერთად.
საშუალოდ პოზიტიური 2014 წელს
  • ჩემი კვლევის პროექტი რაკეტის სიჩქარით წინ წავიდა 2014 წლის პირველ ნახევარში, მაგრამ მონაცემთა ბაზებთან პრობლემების გამო თითქმის გაიყიდა 2014 წლის მეორე ნახევარში.  ეს იმას ნიშნავს რომ ჩემი მასტერის თეზისის ბოლო, დასკვნითი ნაწილი ჯერ კიდევ დაუმთავრებელია. პროეტის გაყინვის შედეგად, დრო დამრჩა და 15 კრედიტი ავიღე ამ სემესტრში :) 
 ნეგატიური 2014 წელს
  • აღმოჩნდა რომ დედაჩემს ანევრიზმა აქვს, თან ისეთ ადგილზე სადაც ოპერაცია სარისკოა. ექიმებმა უთხრეს რომ ეს ანევრიზმა შეიძლება თანდაყოლილია და უბრალოდ საჭირა წნევა და ჯანმრთელობა აკონტროლოს. მეც მგონია რომ თანდაყოლილია, ისეთ ადგილასაა და ვფიქრობ ხოლმე, სამი შვილი გაჩენამ არ გახეთქა და აწი რარა გახეთქავს მაგასთქო, მაგრამ მაინც ძალიან არა სასიამოვნო ამბავია. 
  • ჩვენ სახლში აღმოვაჩინეთ ძალიან სერიოზული პრობლემა, ჩემმა მკითხველმა კი იცის ეს. ეს პრობლემები კი მოვაგვარეთ, და წლის ბოლოსაც მსუქანი ჩეკი მოგვივიდა  8 000 ევროს ფარგლებში. რათქმაუნდა თანხა გადავიხადეთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ მე და ჩემი ქმარი რომ თანხებს ვუფრთხილდებით და ვაგროვებთ, გამართლებული ქცევაა.
რას ველი 215 წლისაგან? მინდა ჯანმრთელობა და მშვიდობა, იმიტომ რომ წარმატება, ფინანსური კეთილდღეობა და ა.შ. ყველაფერი მიღწევადია შრომის და მონდომების ხარჯზე! 


 

3 comments:

Rode said...

ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებ!

Toma said...

gmadlob Rode, shenc aseve gilocav

Keti said...

ტომა, გილოცავ ახალ წელს! არაჩვეულებრივი წელი გქონდა ჩემი აზრით, ჰოდა შენი ბაჭყატო დიდი და ბედნიერი ბიჭი გაგეზარდოს, 2015 წელს კი ყველა დასახული მიზანი აგსრულებოდეს :*