Dec 7, 2014

დედური დასკვნები - პოსტი 1.

სოფისა არ იყოს ვერ აცვდები დედურ პოსტებს, უბრალოდ შეუძლებელია რომ არ ვწერო იმიტომ რომ ჩემი დროის 90 % მიაქვს ბავშვს (10% უღიმღამოდ ნაწერ საგამოცდო ნამუშევრებს :) ).

ჯერ ჩემი შვილი ოთხი კვირისაც არაა მაგრამ უკვე გავაკეთე "მნიშვნელოვანი" დასკვნები.

დასკვნა 1. აღელვებული, დაპანიკებული დედა&მამა ნიშნავს აღელვებულ და დაპანიკებულ შვილს. არ ვიცი როგო მაგრამ ბავშვები გრძნობენ მშობლების ემოციურ მდგომარეობას. სუუუულ თავიდან როცა ერიკი ტიროდა, მეც ვღიზიანდებოდი და ესეც უმატებდა გაჯაზებას. მერე შევცვალე ტაქტიკა და როცა ტირის მე ვარ მშვიდად, წარმოვიდგენ ხოლმე დიიიდ, ნათელ მზეს და ვარ მშვიდად (ორსულობის დროს მედიტაციის დროს ვივარჯიშე ეს მეთოდი, სიმშვიდე რომ მეპოვა). ბავშვიც მშვიდდება მერე ნელ ნელა. თუ მაინც გააგრძლეა გაჯზება, დავაწვენ ხოლმე თავის საწოლში და მე მივდივარ აბაზანაში ან სამზარეულოში ცივი წყლის დასალევად. ეს 1-2 წუთი სრულიად საკმარისია იმისათვის რომ სიტუაციაზე კონტროლი აღვადგინო.

გახსოვდეთ - პანიკაში ჩავადნილი ადამიანი იმპულსურად მოქმედებს, იმპულსურობა კი ყვეალაზე ნაკლებად სასურველი თვისებაა როცა პატარა ბავშვი გყავს. 

დასკვნა 2. პატარა ბავშვი ნიშნავს მოთმინებას, მოთმინებას და მოთმინებას. ჩემი მოთმინების უნარი არის ძააალიან ცუდი. თავიდან საჭმელს რომ ვაძლევდი ბავშვსა, მეგონა საუკუნე გადიოდა არადა სულ 2-3 წუთი იყო გასული. მერე დავიწყე დროის დანიშნვა. თუმცა.... 30 წუთი ერთ პოზიციაში გაჩერება იყო ძალიან ძნელი. ბევრი ფიქრის შემდეგ ვიპოვე გამოსავალი. საჭმლის ჭამის დროს მე ვფიქრობ საგამოცდო ნამუშევრებზე, რა დავწერო და როგორ, მერე დრო რომ მომეხელთება ხოლმე ეგრევე ვწერ.

დასკვნა 3. არ დაიჯეროთ რომ ბავშვის შემდეგ ყველაფერი შეიცვლება და ისე არ იქნება როგორც აქამდე. ბევრი რამ კი იცვლება მაგრამ არა ყველაფერი. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული და კიდევ იმაზე თუ რა მოთხოვნებს უყენებთ თავსა. dაწევთ მოთხოვნების დონეს, მაშინ შესძლებთ დაუკლავდეთ ყოველდღიურობას.

დასკვნა 4. არ არსებობს ცუდი ბავშვი, მაგრამ არსებობს მშობელი რომელსაც არ ესმის თავისი ჩვილი ბავშვის და არ შეუძლია მუდმივად ცვალებად არსებასთან ადაპტაცია. პატარა ბავშვი მუდამ იცვლება. ერთი დღე ერთნაირად იქცევა, მეორე დღე მეორენაირად, მესამე დღე მესამენაირად და ა.შ. ჩვენ მოზრდილ ადამიანებს რომლებსაც ჩამოყალიბებული გვაქსვ ქცევის ერთი წესი, გვიჭირს ამ მუდმივ ცვლილებად არსებასთან ადაპტაცია. გამოსავალი - open minded და მოქნილობაა.

4 comments:

Sophie שרה Golden said...

იეს!!!
რა საინტერესოა დედების დაკვირვებების წაკითხვა, მიყვარს.
დიდი და ნათელი მზის წარმოდგენა რა მაგარია ისე :დ
აბა შენ იცი, ტომა, ველოდები ახალ-ახალ დაკვირვებებს, რადგან როგორც თქვი, ზუსტად ასეა, ყოველდღე იცვლებიან პატარა ბავშვები ისე, ლამის ეტაპების დამახსოვრებასაც ვერ ასწრებ.

Koba said...

Zalian chkviani da kochag xar da zalian sasargeblo postebi gakvs

Toma said...

gmalob nino.

sofi, shevecdei kidev vwero, manamd tu ar gamovhsterdi.

Sophie שרה Golden said...

ჰაჰა გამოშტერებულ პოსტებს რა ჯობია :დ ბოლო წლებია, სულ ეგეთებს არ ვწერ? :დ