Nov 7, 2014

ოთახის მოწყობს პრობლემა და ავეჯის გადაადგილების ახალი ტექნიკა

ოკ, წავიდა ხელოსანი და შემიძლია ოთახის ზოგიერთი ნაწილი უკვე მოვაწყო და ავეჯი გადავაადგილ-გამოვაადგილო. პრობლემა ისაა რომ ინტერიერის დიზაინის გაგებაშ არ ვარ და არ ვიცი რა და როგორ უნდა იყოს!!!

სასტუმრო ოთახს აქვს ორი ნაწილი. პირველი სუმრებისთვის და მერე ნაწილი არის სამუშაო ნაწილი სადაც კომპიუტერები დგას. ამ მეორე ნაწილს ისე დავტოვებ როგორც არის, იმიტომ რომ დიიდ ალტერნატივა არც გამაჩნია. აი პირველ სასტუმრო ნაწილს კი არ ვიცი რა ვუყო.

სასტუმრო ნაწილში მაქვს ჯაბახანა კუთხის მდივანი, პატარა მაგიდა, ტლევიზორის დასადები თარო და ორი ჯაბახანა წიგნების თარო. ხოდა მინდა ეს ავეჯი როგორღაც ისე გადავანაწილო რომ რაც შეიძლება ნაკლები სივრცე დაიკავოს. ავეჯის აქეთ იქით "ფოფხიალის" შემდეეგ ჯერ ამ ვარიანტზე ვარ შეჩერებული (ხვალ ზეგ თუ არ გამოვჩნდი, იცოდეთ იატაკი გამეფხაჭნა სადმე, ჩემმა ქმარმა იპოვა და მომკლა :D )

იმ კედლის გაყოლებაზე სადაც ახლა კუთხის დივანი დგას, იდგა წიგნების თაროები, მათ შორის კიდეც იდგა ტლევიზორის დასადები თარო. იდეაში მთელ კედელს ფარავდა. ეს წიგნების თაროები ძალიან შეკუჭუჭებული მგონია, მაგრამ მინდა რომ მდვიანი ფანჯარას უყურებდეს. სასიამოვნოა როცა ზიხარ, ფანჯარაში იყრები და ხედავ გარეთ რა ხდება.

 სადაც ეხლა ხედავთ თაროებს მანდ იდგა მდივანი. ფარავდა ელემენტს და მისგან გამომდინარე სითბოს. 

 ხოდა, არ ვიცი ჯერ რას და როგორ ვიზავ. საბოლოო ვარიანტი არაა ესა.


3 comments:

Koba said...

თამუნია, რა საყვარელი ხაარ :))

Koba said...

კობას რატომ წერს, არ ვიცი :)) ნინო ვარ

Toma said...

davalage iqauroba, davdeb mere suratebs.