Nov 7, 2014

მეოთხე კვირის პარასკევი - მგონი დღესაც ვერ დავლაგდით

ისეთი პირი უჩანს დღესაც ვერ დავლაგდებით, ან სანახევროდ დავლაგდებით.
დღეს მოვიდა ხელოსანი და კანტებს აყენებს იატაკზე, სამაგიეროდ უფრო დიდი საქმე როგორიცაა კარის და ფანჯრის ჩარჩოები, დღეს ვერ გაკეთდება იმიტომ რომ შეკვეთილი მასალა ორშაბათს მოვა. ასევე ვერ გაკეთდება ერთი დარჩენილი ელემენტი რომელიც ამ კანტების შემდეგ უნდა დაემონტაჟებინათ.

ოკ, ქაოსს ისე მივეჩიე მგონი დალაგებული სახლიდან გავიქცევი ბოლოს, მაგრამ მაინც გათვლილი მქონდა რომ ამ შაბათ კვირას ყველაფერს მოვაწესრიგებდი, მერე მდივანზე ჩამოვსკუპდებდი ყავით ყელში და დავტკბებოდი დალაგებული სახლით. ხოდა, ნო ნო...

ლირიული გადახვევა. გუშინ ძალიან კარგ დოკუმენტურ ფილმს ვუყურე - კარპოვსა და კასპაროვზე. თუ დრო გექნებათ, აუცილებლად, აი აუცლებლად უყურეთ და ნახეთ ორ გენიოსს როგორ შეიძლება ორი სრულიად საწინაამღდეგო პიროვნული თვისებები ქონდეს. კარპოვი, კონფორმისტი, მშვიდი, აუღელვებელი. კასპაროვი კი რევოლუციონერი (ერთი კითხვა კი სულ მქონდა ყურებისას, სსრკ და მერე პუტინის რეჟიმს მუდამ აპროტესტებს ეს კაცი, და რატომთაც ალიევების რეჟიმი არასდროს გაუპროტესტებია), ექსპრესიული, ცოტა ცრუმორწმუნეც და როგორც ჩემმა ქმარმა შეაჯამა "შოუმენი".




ხოდა ეს სურათი რომ არ გამეზიარებინა არ შემეძლო :)

2 comments:

Sophie שרה Golden said...

კასპაროვი არ მომწონდა არასოდეს. ნიჭიერია უდავოდ, მაგრამ პოპულისტი და ადამიანი რომ პოლიტიკით დაინტერესდება, იქ მთავრდება მისი ჰუმანიზმი, ჩემი აზრით.

Toma said...

karpovic politikashi cavida, dumis cevria putinis gundis.

kasparovze, tavidan mec populisti megona, magram araa. revolucioneria, bunebaa aqsvs egeti rom koveltvis, velafris cinnamdegi ikeneba da amis gamo bevrs ikvirebs :D :D