Nov 4, 2014

მეოთხე კვირის მეორე დღე - ჟოლოს ნამცხვარი

სახლის ამბებით ვიწყებ. დღეს კიდევ ერთი ბიჭი მოვიდა (მერამდენე უკვე, თვლა დამეკარგა), აიღო ზომები და გააკეთებს კარის და ფანჯრის დაზიანებულ ჩარჩოებს. შემპირდა, ხუთშაბათს მოვალ და ყველაფერს დავამთავრებ ერთ დღეშიო. ძალიან გამიხარდა. როგორც კი ეს ყველაფერი დალაგდება, სახლს ძირ-ფესვიანად, კარგად დავალაგებ. ახლა მეზარება, იმიტომ რომ ყველაფერი იმტვერება და არ შემიძლია ყოველ დღე ლაგება, აზრს ვერ ვხედავ.

დღეს სავაჭრო ცენტრში ვიყავი, რაღაცეების ყიდვა მინდოდა ბაჭაჭყას საწოლისათვის. ხოდა საკონდიტროს გულცივად ვერ ჩავუარე და პატარა ჟოლოს ნამცხვარი ვიყიდე. ისეთი კაი იყოოოო, ჟოლოს მუსი, ასევე ჟოლოს ჯემით და ცოტა ხილით. მიყვარს ასეთი ნამცხვრები, მაგრამ არ ვიცი როგორ კეთდება. თუ ვინმემ იცის მადლობელი დაგრჩებით რეცეპტს თუ მიწილადებს.

რაღაც სასიამოვნო შეგრძნებაა, კაფეში მარტო რომ ზიხარ, ყავას წრუპავ, რაიმე გემრიელს მიირთმევ და ხალხს აკვირდები. ხალხი კიდევ იმდენნაირია... არასდროს მოგბეზრდება მათი ყურება და ორ ერთნაირს ვერ ნახავ. მეც ვიჯექი და ვაკვირდებოდი. თან ვფიქრობდი, აქამდე რატომ არ ვაკეთებდი ასე?! დავიჯერო იმდენად დაკავებული ვიყავი რომ დასაჯდომი და დასკვირვებელი დრო არ მქონდა?

p.s. ამ კვირაში აღმოვაჩინე რომ რაღაც სასწაულად ადვილად ვიღლები...როგორ არ მიყვარს ასე სუსტად რომ ვარ ხოლმე.

ჩემი დღის სიმღერაც დავდო ბარეღამ.

6 comments:

Rode said...

რა საინტერესო იქნებოდა მანდაური ადამიანების ფოტოები რომ გადაიღო და გვანახო. მაგრად დავაკვირდებოდი მეც აქედან.

Toma said...

kai azria.
tumca... shoping centrebshi da msgavsi tavshekris adgilebze ver gavbedavdi. atasi juris xalxi dadis da sharis tavi ar maqvs. kuchashi kidev shesadzlebelia masebis fotografia.

Keti said...

მეც მიყვარს ხალხზე დაკვირვება, უფრო ქუჩაში, ტრანსპორტში

Rode said...

ჩუმად გადაუღე ქუჩაში :დ :)

Toma said...

keti - transportshi mec vakvirdebi xolme, magram eg sxva kateogiis xalxia. dilas samsaxurshi rom midian da mere ukan brundebian. ai shua dges, shoping centrshi mosiarule xalxi kidev sxva kategoriaa, ufro modunebulni arian, neli, bavshvebiani kalebi&kacebi an kidev moxucebi. moklet sxva tipis admaianebi sxva saxis kcevit.

rode - vsinjav rogorme. :D

Sophie שרה Golden said...

აუ რა კარგი პოსტი იყო, დიდი ხანია შენს ბლოგზე ასეთი არ წამიკითხავს მართლა. ძაან მშვიდი და თანაც ლამაზად, დალაგებულად დაწერილი.

ვისიამოვნე. მადლობა.