Nov 10, 2014

მეხუთე კვირა და კიდევ ელემენტის გარეშე

დღეს დავრეკე და გათბობის ხალხს ვეჩხუბე!

უკვე ერთი კვირაა, შეეძლოთ მოსულიყვნენ და ელემენტი უკან დაემონტაჟებინათ. ამის ნაცვლად რას აკეთებენ?! გასულ კვირას რამდენჯერაც დავრეკე იმდენჯერ შემპირდნენ რომ გადმოგირეკავთ და გეტყვით როდის მოვლენო... ხოდა ხვდებით რომ არც დაურეკიათ და არც მოსულან. აი დღეს კი ამომასხა და ვიჩხუბე. დღე და თარიღი მიანც ვერ მითხრეს! არადა ხალხო, 30 წუთის საქმეზეა საუბარი! სხვა კომპანიას ვერ დავუკავშირდები იმიტომ რომ ამ კომპანიასთან აქვს კონტრაქტი ჩვენ დაზღვევას და სწორედ ეს კომპანია იყო ვინც მოხსნა ელემენტი.

ახალ სურათს ვდებ. ჩარჩოების გაკეთება დაასრულეს დღესა.

 

No comments: