Nov 26, 2014

მამა მუს ამბები

ჩემ თავს მამა მუს ვეძახი.
საავადმყოფოდან გამოწერიდან უკვე 10 კილო მაქვს დაკლებული, სულ 16 მქონდა მომატებული, შესაბამისად 6 კილო კიდე დასაკლებია (ორსულობამდე წონას რომ დავუბრუნდე). ის რომ ორსულობამდე ბევრი მქონდა მომატებული ეგ უკვე სხვა ამბავია და იმედი მაქვს ნელ ნელა მაგასაც დავიკლებ და დავალ ჩემს ნორმალურ წონამდე.

ბავშვს რაც შეეხება. ერიკი ყოველ დღე იცვლის ხასიათს და ქცევის პატერნს. ერთი დღე თუ მშვიდი ბავშვია, ანუ კარგად სძინავს, კარგად მიირთმევს, მეორე დღეს გიჟი გადარეულივით იქცევა - ჩხავის, იკლაკნება და იჯღანება, ტირილიგან წითლდება და ემსგავსება ჭარხალს მე ამ ყველაფერს გასაკვირვებლად აცთეკური სიმშვიდით ვუდგები და საერთოდ არ ვპანიკდები.

მსგავსებას რაც შეეხება, მე მხოლოდ კანის ფერით მგავს დანარჩენი არის კოპიო მამამისი (ჯერ ჯერობით). მის დაბადებამდე დარწმუნებული ვიყავი რომ ჩემი გენეტიკური მატერიალი ბევრად დომინანტური იყო ვიდრე მამამისის, ხოდა ვარ ახლა გაღიმებული (იმედია ხასიათით მაინც დამემსგავსება :იმედი ბოლოს კვდება სმაილიკი:).

მოვლის ამბებიც არ ყოფილა ისეთი რთული როგორც მეგონა. იდეაში ვასწრებ რისი გაკეთებაც მინდა - მაგალითად ჩემ საგამოცდო დავალებებს ჯერ ჯერობით უპრობლემოდ ვწერ, ჩემი ქმარიც მეხმარება სახლის საქმეებში. გუშინ მაგალითად საჭმელი გააკეთა (სამზარეულოს დალაგება ვის მოუწია გამოიცანით). სიმართლე რომ ვთქვა ერთდერთი სირთულე ღმეების გათენებაა, იმიტომ კი არა რომ ადგომა მეზარება ერიკი რომ ტირის ან რამე ასეთი,  არამედ იმიტომ რომ როცა ვაჭმევ თავს ვიჭერ იმაში რომ მეყვინთება ხოლმე და მეშინია რამე არ მოუვიდეს ბავშვსა. ყველაზე კარგად, ფანტა მეხამრება რომ ფხიზელი დავრჩე, მაგრამ ბოლო ერთი კვირაა საერთოდ ყლუპი არ დამილევია.

ხოდა ასე, რომ შევაჯამოთ სიტუაცია - ნელ ნელა ვეჩვევით და ვსწავლობთ ერთმანეთს.

5 comments:

Sophie שרה Golden said...

ყოჩაღ!!! ასე გააგრძელე, მედგრად!

მართალი ხარ და ასეც უნდა იყო ფრთხილად. ღამე როცა აჭმევ, ჩაგეყვინთება და მე ბევრჯერ ჩამყვინთვია :ლოლ: ეზრას ვიჯექი და ისე ვაჭმევდი, იმიტომ, რომ შენი ერიკივით არ უყვარდა ჭამა და სულ პოზიციები უნდა მეძებნა. ახლა აარონს სულ დაწოლილი ვაჭმევ და ჩაძინებისაც არ მეშინია, მთავარია იმ მხარეს იწვეს, რომ დაბლა არ ჩაგორდეს.

მოკლედ, მიხარია შენი დადებითი შემართება. წარმატებები ყველაფერში!!!

Keti said...

ასეც ვიცოდი, რომ არ დაპანიკდებოდი და ყველაფერს გაართმევდი თავს :)
წარმატებები აბა!

Toma said...

ki sofi, mase vr mec. ra dacolili chama, unda vijde da pozebi vucvalo rom rogorme chamos. dacolit mxolod mashin cveba roca dzinavs, ise chxavis katasavit :D sheni shvilebi xasiatis gansxvavdebian ertmanetisagan, magram s rom aaronze ukve gaqvs gamocdileba, mgonia rom ara nakleb mnishvneloania.

keti - gmalodb :)

babisa said...

გილოცავ, პირველ რიგში, ჯანმრთელობას გისურვებთ :)

არ ვიცი, პატარას როგორ კვებავ, მაგრამ ზოგადად, ლაქატციის დროს ძილი ძაან ჩვეულებრივი და ფიზიოლოგიური რამაა, ყველას ასე ემართება, ამიტომ სპეციალურად ურჩევენ, ისე მოკალადნენ დედები, რომც ჩაეძინოთ,ბავშვი არ დაზიანდეს. სავარძელში ჩაჯექი, ან საწოლზე წამოჯექი. სკამზე დაჯდომა ნაკლებად სასურველია : ) წარმატებები

Toma said...

gmadlob babisa.
savardzelshi vzivar an sacolze, magram mainc meshinia :D :D ise am bolo dros davdzlie es kvintaoba, sagamocdoebs vcer gpnebashi da dzilis nacvlad vfikrob :D