Nov 27, 2014

სამშობიაროს ამბები

გადავწყვიტე ერთი პოსტი მიმეძღვნა შვედური (უფრო კონკრეტულად ჩემი რეგიონის) სამშობიაროებისათვის და იმ კულტურისათვის რაც ამ სამშობიაროებშია.

სამშობიარომდე:
თავიდანვე დავწერ რომ ჩვენთან არ ხდება ექიმის აყვანა ან რამე მასეთი, ზოგადად ექიმს საერთოდ არ ხვდები როცა ორსულად ხარ და ნორმალურად მიმდინარეობს ორსულობა. მთელი პარადი მიჰყავს ბებიაქალებს, კომუნის დონეზე როცა ორსულობის დროს კონტროლზე დადიახარ და მშობიარობის დროსაც. მეც, ექიმი თვალით არ მინახავს, რაც თავისთავად ამ შემთხვევაში ძალიან პოზიტიურია :).

ჩვენ ქალაქში, სადაც ნახევარ მილიონზე მეტი მაცხოვრებელია სულ ორი სამშობიარო გვაქვს. როგორც მშობიარეს, შეგიძლია გქონდეს სურვილი რომელ საავადმყოფოში გინდა ბავშვის გაჩენა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ შენი სურვილი დაკმაყოფილდება. მშობიარობა რომ იწყება რეკავ კოორდინატორთან რომელიც გაგზავნის იმ საავადმყოფოში სადაც ადგილი აქვთ. აქ მინდა, იქ მინდა ამ შემთხვევაში უბრალოდ არ ჭრის.

სამშობიაროში:
სამშობიაროში რომ მიდიხარ უკვე გელოდებიან, რაც იმას ნიშნავს რომ კოორდინატორმა გირჩია მისვლა. თავიდან შედიხარ რაღაც მოსაცდელ ოთახში სადაც ბებიაქლი გსინჯავს და ასევე მუცელზე ამაგრებს ორ ელექტროდს ერთი ბავშვის გულისცემისთვის მეორე კი იმისათვის რომ ტკივილების სიხშირე დააფიქსიროს. ამ სამი მაჩვენებლის შედემგ გადაყავხარ ბლოკში.

ბლოკი: იმ საავადმყოფოში სადაც მე მოვხვდი უცნაური ბლოკები ქონდათ (რათქმაუნდა ბლოკები ერთ ადგილიანია). უცნაური იმიტომ რომ აბაზანა არ იყო ბლოკებში, არამედ დერეფანში. როგორც ამიხსნეს ეს იმიტომ რომ მშობიარეებს ემოძრავათ. რათქმაუნდა ეს ყველაფერი არის ბულშით, იმიტომ რომ მეორე საავადმყოფოში ასე არ იყო. ბლოკში არის ყველაფერი (აბაზანის გარდა!) რაც საჭიროა და მეეჭვება განსხვავდებოდეს ქართული ბლოკებისაგან. მშობიარობის შემდეგ ბლოკში მაქსიმუმ 4 საათი რჩები. გაჩენის წუთიდან დაწყებული მთელი ოთხი საათის განმავლობაში ბავშვი გულზე გაწევს, არავის არსად მიყავს.

პალატა მხოლოდ ერთ ადგილიანია. ჩემ საავადმყოფოში აბაზანა არ იყო პალატებში და რომ ვიკითხე თუ რატომ იგივე მიზეზი მითხრეს რაც ზევით. პალატაში არის ორი საწოლი - მშობლებისთვის და ერთიც პატარა საწოლი ბაიკოსთვის. საავადმყოფოში ყოფნის განმალობაში მხოლოდ მშობელი უვლის ბავშვსა. ბავშვს არ ბანენ. თუ დახმარება დაგჭირდება შეგიძლია დარეკო და მალევე მოვლენ და დაგეხმარებიან, მაგრამ ზედმეტად თავს არავინ მოგაბეზრებს. აქაც რათქმაუნდა ბებიაქალებს მიჰყავთ პარადი. პალატაში ყოფნის განმავლობაში გასწავლიან როგორ უნდა აჭამო ბავშვსა, ასევე როგორ გამოუცვალო პამპერსი და ასეთი წვრილმან რაღაცეებს. ერთადერთი რჩევა რომელზეც ყველა თანხმდება არის ის რომ შიშველი ბავშვი შეძლებისდაგვარად დიდხანს და ხშირად გეწვეს შიშველ გულზე, იმიტომ რომ ფიქრობენ ასეთი კანი კანთან კონტაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. კვებას რაც შეეხება, ხუთჯერადი კვებაა, მაგრამ აქაც შენ უნდა გახვიდე სასადილო დარბაზში იქ ჭამო ან საჭმელი შენ პალატაში შემოიტანო.

გამოწერა: გაზეთებში სულ წერდნენ რომ მაქსიმუმ 3 დღე აჩერებდნენ საავადმყოფოში. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ გამოწერამდე მაგალითად გვკითხეს გვინდოდა თუ არა გაწერა (ბავშვი არ ჭამდა და მიტომ). გამოწერის წინ ბავშვს ექიმი ამოწმებს, რაღაც ანალიზებს უღებენ და პაკა დასვიდანია.

სახლში
გამოწერიდან მესამე დღეს, ბავშვის ექთანი მოგვადგა სახლში. აწონ დაწონა ბავშვი და მომავალი კვირისთვის თავისთან დაგვიბარა. პირველი თვის განმავლობაში ბავშვს ყოველ კვირა ამოწმებენ, მერე ერთი წლის განმავლობაში თვეში ერთხელ. შვედები უცნაური ხალხია, თავისებური შეხედუელბა აქვთ ყველაფერზე და მაგალითად გაზები რომ აწუხებს ბავშვსა, წამალი არ გამომიწერეს იმიტომ რომ ორგანიზმა თავად უნდა დაძლიოს ეს ყველაფერიო. ხოდა ველოდებით დაძლევას.


4 comments:

Sophie שרה Golden said...

რა საინტერესოა. ტომა, ძალიან დიდი მადლობა გაზიარებისთვის შენი გამოცდილების.

აქ შეიძლება ითქვას საკმაოდ განსხვავებული კულტურაა. ყოველთვიური ექიმთან კონსულტაცია ლამის სავალდებულოა, მერე იქვეა ბებიაქალიც, რომელიც მხოლოდ კარდიოგრამას იღებს ბავშვისას და მუცელს გიზომავს.

სამშობიაროსაც თავად ირჩევ. ჩვენს ქალაქში, თუ არ ვცდები, სამი სამშობიარო უნდა იყოს და სადაც გინდა, იქ მიხვალ, ამ მხრივ სასწაულად კომფორტულადაა ყველაფერი.

დანარჩენით კი უკვე ჰგავს შვეცია გერმანიას: მშობიარობა სულ ბებიაქალს მიჰყავს, მერე პალატაშიც არავინ გაწუხებს, ბავშვიც სულ შენთანაა და მოკლედ, კარგად შეგიძლია დაისვენო, თუ ნორმალური პალატის მეზობელი შეგხვდა.
მე სულ საკეისროების წინააღმდეგი ვარ, ხო იცი და აი ორჯერვე ჩემს პალატაში საკეისროგაკეთებული ქალები დააწვინეს, ხო საინტერესო დამთხვევაა. ჰოდა, საწყლები, მთელი ღამე კვნესოსდნენ ტკივილებისგან და სულ ტკივილგამაყუჩებლებს ითხოვდნენ, იმათი ბავშვებიც სულ ჩხაოდნენ და ნერვები მეშლებოდა, ჩემი შვილები რომ ისე მორიდებულად იყვნენ :ლოლ: სამაგიეროდ, სახლში უყვართ მერე ტირილი, არ მომანატრებენ. ჰაჰა, გაზები ჩემი ტკივილია. ოხ ეს ბიჭები რა. უჰ.
აქაც წამლებს არავინ წერს, თუ რამე სერიოზული არაა. ეს კულტურა ძალიან მომწონს მეც. გაზებზე უნდა მქონდეს რამდენიმე პოსტი და ნახე, თუ რამეში გამოგადგება. მუცელზე დაწვენა, ფენხელის ჩაი, ალუბლის კურკიანი ბალიში, ბებიაქალმა მოგვცა ჩვენ, ვათბობდით და მუცელზე ვადებდით. რომ უთბებათ, გაზებსაც უშვებენ და მშვიდდებიან პატარა გოჭები :დ

Sophie שרה Golden said...

პ.ს. უი, მანდ ერთადგილიანი პალატები ყოფილა. აქ არა, როგორც უკვე ვთქვი.

Keti said...

პოსტი და კომენტარებში დიალოგი რომ წავიკითხე, ვიფიქრე, რომ ჩვენთან უკეთესი პირობებია. თუნდაც სამშობიაროებში კომფორტის მხრივ, თუნდაც იმ მხრივ, რომ ექიმის არჩევა შეგიძლია, ქვეყანაში საუკეთესო ექიმისაც. მანდ არ ვიცი, როგორი ბებიაქალები არიან, მაგრამ აქ რომ ბებიაქალზე იყოს დამოკიდებული ორსული, მისი საქმე ცუდად იქნებოდა, დარწმუნებული ვარ.


ნახევარმილიონიან ქალაქში რომ ორი სამშობიაროა, ეგ კი მგონია იმაზე მეტყველებს, რომ მოთხოვნა არ არის მეტის. ანუ ცოტა ბავშვები იბადებიან, როგორც ჩანს და საკმარისია ორი სამშობიარო.

Toma said...

keti, bebiakalebi arian dzaalian kargad "trained". Carmoidgine, abortsac ki egen aketeben.

motxovna mgonia ar iko akamde, magram axla imdeni chamosulia (afrikuli kveknebidan sadac mravalshviloanoba migebulia), izrdeba motxovna da xandaxan mezobel kalakebshi aagzavnian mshobiareebs.

archevadoba rom ar aris ake ertis mxriv cudia (stokholmshi ukve daickes), tumca ikac bebiakals irchev da ara ekims.