Nov 1, 2014

მესამე კვირის შაბათი - ადრე ამდგარსა კურდღელსა ვერ დაეწევა მწევარი :)

ადრე ამდგარსა კურდღელსა ვერ დაეწევა მწევარიო, ხომ გაგიგიათ?!  ხოდა ეს გამოთქმა 100%-ით შეესაბამება სიმართლეს.

დღეს დილას წამოვხტი ადრე, გაშპაკლული კელდები ქვიშის ქაღალდით გადავფხიკე რომ ერთიანი ზედაპირი ქონოდა, მერე მოვამტვერსასრუტე იქაურობა და ბოლოს გადავღებე კედლები. სამჯერ მოვასწარი შეღებვა, თუმცა შედეგით კმაყოფილი არ ვარ იმიტომ რომ საღებავი არ მეყო და დღეს მოგვიწევს მაღაზიაში წასვლა და ერთი ლიტრის ყიდვა. გუშინ ელემენტის ბიჭიც იყო და ახალი ელემენტი დაამონტაჟა, ორშაბათს იატაკის ხალხი მოვა და დააგებს ჩემ ლამაზ და ახალ მუხის იატაკს :)

მიხარია რომ სახლის ამბები ნელ ნელა წინ მიიწევს და კიდევ უფრო მიხარია რომ ამდენი სხვადასხვა პროფესიის ხალხის "მენეჯმენტს" და კოორდინაციას წარმატებით ვართმევ თავს, მერე რა რომ ზოგს 10-ჯერ უდნა დავურეკო რომ რამე გააკეთოს, შევახსენო რომ უნდა მოვიდნენ და ა.შ.  სხვათაშორის ადრე მერიდებოდა, ვფიქროდი როგორ შევახსენო ზრდასრულ ხალხს რომ საქმე აქვს გასაკეთებელი, მაგრამ მერე მივხვდი რომ ასე თუ არ მოვიქცევი საქმე საერთოდ არ გაკეთდება ამიტომ აღარ მერიდება რეკვა და ტვინის ბურღვა! 

ახლა ვზივარ და ვფიქრობ რა გავაკეთო სანამ ჩემი ქმარი გაიღვიძებს. იატაკია მთლიანად, კარგად მოსახვეტი და ორშაბათისათვის მოსამზადებელი, მაგრამ მეზარება.

გიტოვებთ ორ სიმღერას განწყობის ასამაღლებლად.





p.s. დღეს წესით უნდა მოვრჩე ღებვას, მოვასწორო ის ნაწილები რაც არ მომწონს. ასევე მინდა ბიბლიოთეკაში წასვლა, წიგნების ჩაბარება და ახალი სახელმძღვანელოების გამოტანა რადგან ორშაბათიდან ახალი კურსი მეწყება! ბისს!!! ვნახოთ ახლანდელ კურსში, საბოლოოდ რა ნიშანს დამიწერენ. ვითომ ნიშანს კი არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ საგამოცდო ნაშრომი სამსახურში უნდა გადავაგზავნო და მინდა რომ A ან B მქონდეს. თუ ყველაფერი დაგეგმილი მოვაწარით და ამინდმაც ხელი შეგვიწყო, მაშინ აუცილებლად წავალ სასეირნოდ ტყეში და გზად "ცუდ" საჭმელს ვიყიდი :D

No comments: