Oct 24, 2014

მეორე კვირის მეხუთე დღე - THE DAY!!!

ყურებს არ ვუჯერებ!
თვალებს არ ვუჯერებ და ზოგადად ვერაფერს ვერ ვუჯერებ!

დღეს იყვნენ მოსულები და გაზომეს სირისტის დონე სახლის დაზიანებულ ნაწილებში. ყველაფერი კარგად გამოშრა და საერთოდ აღარანაირი სირისტი და წყალი არაა ჩვენს იატაკში და კედელთან!!! ეს კი ნიშნავს რომ, საშინელი, ხმაურიანი და ავად სახსენებელი საშრობი მანქანა მოაცილეს ჩემი სახლიდან!!!

ისეთმა სიჩუმემ დაისადგურა. ახლა ამ პოსტს რომ ვწერ მხოლოდ კლავიატურის, მაცივრის და საათის წიკწიკის ხმა მესმის!

ახალი ეტაპი ახალი კვირიდან დაიწყება. კედლები გასაკეთებელია და შესაღები. იატაკი შესაკვეთი და დასაგები. 

4 comments:

Rode said...

ჰაჰაა, გილოცავ! :)

Toma said...

Shen icine da me sixarulisgan vtirodi :D :D

Anonymous said...

romeli regionidan xart tsarmoshobit? kutxur sitkvebs xmarobt, rac dzalian kargia ("siristi" "movboche" da a sh)

Toma said...

narevi.
mgonia msgavsi sityvebis xmareba vokabularis simciresTan ufroa kavshirshi :D :D :