Oct 14, 2014

"ნობელის პრიზი" ლოკალურ, შვედეთის დონეზე - ამაყი!

შვედეთში ერთი ძალიან დიდი ორგანიზაციაა რომელსაც ქვია the Swedish Association of Health Professionals. ეს ორგანიზაცია ყოველ წელს სხვადასხვა პროზებს გასცემს ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით, და პრიზების ბიუჯეტი არც ისე მწირია, მაგრა რაც მტავარია თავად პრიზის მიღებაა ძალიან პრესტიჟული.

ხოდა წელს, არც მეტი არც ნაკლები ჩემ სამსახურის ინსულტის, სახლში რეაბილიტაციის გუნდმა დაიმსახურა პირველი ადგილი. ვერ გეტყვით როგორი სიამაყით ავივსეთ მთელი რეჰაბპერსონალი და განყოფილებაც. მითუმეტეს რომ ჩვენი საავადმყოფოს ინსულტის განყოფილებებები, არც ისე კარგ ფიდბექს იღებდა ხოლმე სხვადასხვა რეესტრეებში და ა.შ. რა რაც ყველაზე ცუდია სახლში რეაბილიტაციის ნაწილის დახურვა დიდი ხანია უნდოდათ.

ახლა როგორ მუშაობს ეს გუნდი. როცა პაციენტები ჩვენთან მოდიან, ჩვენ რეჰაბ პერსონალი ვახდენთ ვარჯიშს რაც შეიძლება ინტენსიურად, ეს მომენტი  უკვე იცით. რამოდენიმე დღის გასვლის შედეგ, უკვე ვხედავთ პაციენტს თუ აქვს კარგი რეჰაბ პოტენციალი და შეუძლია სახლში წასვლა და იქ ვარჯიში. შემდეგ ვახდენთ ინსულტის სახლში რეჰაბილიტაციის გუნდთან კავშირს (რომლებიც ჩვენსავე განყოფილებაშია და შედგება მედდის, ოკუპაციური თერაპევტის და ფიზიოთერაპევტისაგან). თუ პაციენტს აქვს მოტივაცია, მაშინ გვაქვს შეხვედრა, სადაც პაციენტი ისახავს რეჰაბ მიზნებზს - რისი ვარჯიში და მიღწევა უნდა ოთხი კვირის განმავლობაში. შემდეგ პაცეინტი საავადმყოფოდან ეწერება და საავადმყოფოს გუნდი მის სახლში რეჰაბილიტაციას აგრძელებს.

მუშაობის ეს ფორმა არის ძალიან წარმატებული, ძალიან კარგი შედეგით, მაგრამ ფინანსების გამო მუდმივად დახურვის საფრთხის ქვეშაა. ბევრი მიზეზის გამო, ჯანდაცვის სისტემის მთავარი ამოცანა მხოლოდ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა, მაგრამ ამის შემდეგ რა ხდება ამ ადამიანის და მის ოჯახის თავს უკვე აღარაა ასეთი მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ქვეყნის დონეზე, რეჰაბ გუნდის აღიარებას იგივე ფასი აქვს როგორც მედიცინაში ნობელის პრიზის აღებას.

აი ამ ვიდეოში აცხადებენ პრიზსა, შვედურადაა ოღონდაც


2 comments:

Keti said...

რა მაგარია, გილოცავთ შენ და შენს სამსახურს! მიუხედავად სახელმწიფოსგან ნაკლები მხარდაჭერისა, ამ სამსახურს რომ ინარჩუნებთ და ერთობლივად ეხმარებით ადამიანებს, რა კარგია

Toma said...

gmadlob keti. dzalian gvixaria vkelas.