Oct 28, 2014

მესამე კვირის მეორე დღე - ძალიან გაბრაზებული დღე!


ვერ ვიტან შეკითხვას - დამძიმდი ალბათ. კი წონაში მოვიმატე და ცოტა შევნელდი, მაგრამ ყველაფერს დედას ვუტირებ. თუმცა!!!! რა მნიშვნელობა აქვს დავმძიმდი თუ არა,  როცა სახლში და ბაღში ყველაფერს რასაც ვაკეთებდი აქმადე ისევ ისე ვაკეთებ, თავზე მაქვს დამხობილი ყველაფერი და მაინც ყველაფერს ვაკეთებ,  ვსწავლობ, მუშების მენეჯმენტი მთლიანად ჩემზეა, სახლში და ბაღში რამეა თუა გადასაადგილებელი მე უნდა გავაკეთო (ნუ ახლა თაროებს მარტო არ ვათრევ აქეთ იქით).. ხოდა რატომ, აი რატომ დავმძიმდი?!

კიდევ გაბრაზებული ვარ სხვა რამეზე. არ შემიძლია, ვერ ვღებულობ როცა მეუბნევიან რომ ყველაფერი ისე არ იქნება და ისე არ არის როგორც მე დავგეგმე!! აქამდე ისე მოვედით რომ ყველაფერი დაგეგმილი იყო, არ ვუჩივივარ ჩემ სიტუაციას, არც ახლა ვაპირებ ჩვენი ცხოვრების სტილის შეცვლას. ვიცი რომ ბავშვთან ერთად ვერ დაგეგმავ მაგალითად სასეირნოდ და სტუმრად სიარულს, მაგას არც ადრე ვგეგმავდი... მაგრამ სახლის ამბებს, სწავლის და სამსახურის ამბებს ნამდვილად დავგეგმაც და დარწმუნებული ვარ წარმატებითაც გავართმევ თავს ყველაფერს!!!! ამაში უბრალოდ ორი აზრი არ არსებობს!!!

ზოგადად კი,  არ მიყვარს როცა ნეგატიურ რამეებს მახვევენ თავზე!! ერთადერთი რაც კარგად მოქმედებს ჩემზე არის გამხნევება - რომ ყველაფერი ისე იქნება როგორც მე მინდა და რომ ვარ ძლიერი. ამაში კი ერთი წამი არ მეპარება ეჭვი!!! მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩემი სხეულის მართვა ვისწავლე, ყველაფერისდა მიუხედავად მაინც იმას ვაკეთებდი რაც მინდოდა და დაგეგმილი მქონდა, შემიძლია ვთქვა რომ ფიზილოგია მეტ ნაკლები წარმატებით დავრთგუნე ხოდა რატომ უნდა შევიცალო ახლა?! ერთი ორსულობის გამო? არ მესმის ზოგადად რატომ არის ორსულობა ასეთი "ბიგ დილ", ეს არის მხოლოდ შეცვლილი ფიზიოლოგიური და ფსიქიკური მგომარეობა! ფიზიოლოგიას იდეაში ბევრს ვერაფერს მოუხერხებ, მაგრამ ფსიქლოგიურად შესაძლებელია ფიზიოლოგიის მართვა და ამაში ნურავინ შემეწინაამღდეგება!!

პ.ს. დღეს ბტარიის ბიჭს უნდა დაერეკა, მოსულიყო და ახალი ბატარეა დაემონტაჟებინა სასტუმრო ოთახში მაგრამ არ მოვიდა!! სამაგიეროდ, დილის 8:30 საათზე მოვიდა იატაკის კაცი, ისე რომ არც დაურეკია, არც კი ვიცოდი რომ მოდიოდა. დავხვდი გიჟივით, გაწეწილი თმით. ზომები აიღო, იააკი ვაჩვენე რაც მინდოდა და შეუკვეთავს და იმედია ორშაბათ მოვლენ და ახალ იატაკს დააგებენ. მანამდე აუცილებელია რომ მოასწრონ კედლების გაშპაკვლა, ახალი ბატარიის დაყენება, და მერე ჩვენ შევღებავთ კედელს.

4 comments:

Sophie Golden said...

ჰაჰა, ეგრე ტომა, არ დანებდე!

ორივე ორსულობაზე დავრბოდი და საერთოდ არ "დავმძიმებულვარ", ზოგჯერ საერთოდ მავიწყდებოდა კიდეც ჩემი მდგომარეობა. ხალხს ორსულობა ავადმყოფობა ჰგონია, მგონი :დ კონსულტაციაზე მივედი უკვე ბოლო თვე იყო და ექთანი მეუბნება, დამძიმდით და ალბათ გიჭირთო, მეთქი, არა... უნდოდა შევცოდებოდი და მე კიდევ სულ ჩავუყარე წყალში, რომ არაფერი მაწუხებდა და თავს ჩიტივით ვგრძნობდი.
მერე თავი დავანებე. ადამიანები ასეთები არიან და ჯანდაბას.

მთავარია შენ როგორ გრძნობ თავს, ისე იქნება მერეც ყველაფერი. ძნელია, რა თქმა უნდა, მაგრამ იმდენად ბუნებრივია, სწრაფად შეეჩვევი და დაგეგმავ, რასაც გინდა. სტუმრად იქნება თუ სადაც მოგინდება წასვლა, თან წაიყვან ბავშვს და ეგაა, ბოლოს და ბოლოს :დ

Toma said...

chemi bebiaqali mixvda rom maseti kitxvebi ar damisvas, 5 shvilis dedaa, gamocdli qali da chemnairi.

me axloblebze vambob, romlebic ideashi ufro micnoben.tan egec ician, rac ar unda cudad viyo, shansi araa ixtibars ar vitex da mainc bolomde vawvebi mizans. xoda mainc laparakoben, ratomgac undat rom sacodavi viko, an shemicodon da ver vxvdebi ratom.

Keti said...

ტომა, არ აჰყვე ასეთ ნათქვამებს და გულთან არ მიიტანო. ზოგი სპეციალურად ისეთებს ეუბნება ორსულს და მერეც, ბავშვი რომ დაიბადება. ფბ–ზე ჩემი ფრენდები ისეთებს წერდენ, ყველას აწუხებენ რატომღაც ასეთი ჭკვიანური აზრებით. შენ კიდევ ისეთი ხარ, ვერაფრით წარმომიდგენია, რომ რამე ვერ გააკეთო ისე, როგორც გინდა. ყველა შემთხვევაში, ხელებს რომ არ ჩამოყრი და ცდი მაინც, ზუსტად ვიცი. წარმატებები აბა! :*

Toma said...

ar vkvebi xolme, magram dzalian axloblebi rom amboben ver vikaveb sibrazes :D :D