Oct 27, 2014

მესამე კვირის პირველი დღე - ისევ კინდერ სურპრიზი და ვინ ვის მოასწრებს?!

დღევანდელი დღე იმით დაიწყო, რომ ხელოსნები მოვდნენ ძველი პარკეტი მოაცილეს სახლიდან, დანგრეული კედელი შეაკეთეს და სადაც იატაკი მთიანად იყო ამოჭრილი იქ შავი პოლი დააგეს. იდეაში ძალიან ბევრი რამის გაკეთება მოასწრეს თუ ჩავთვლით რომ ხელოსნებს ლაპარაკი უფრო უყვართ ვიდრე საქმის კეთება.

მე ჩემი მხირდან, გამოვანთავისუფლე წიგნების ორი თარო და ყველა წიგნი პირველი სართულის აბაზანაში მოვათავსე, აბა რა მექნა ყველაზე ახლოს აბაზანა იყო სასტუმრო ოთახიდან და ამ წიგნების აქეთ იქით თრევის თავი ნამდვილად არ მქონდა. ისიც კარგი მიღწევაა რომ ეს ყველაფერი მოვახერხე. ასევე მოვახერხე პატარა ავეჯის გადაადგილება აქეთ იქით, ახლა სამზარეულოში ორი მაგიდა მაქვს და ძალიან ბევრი სკამი. როგორც ხვდებით აქაურობა ისევ ქაოსშია და მეც როგორღაც ვცდილობ ამ ქაოსს შევეგუო და როგორმე ბუდისტური სიმშვიდით ავიტანო ყველაფერი ის რაც ხდება.

დღესვე მოვახერხე ბევრი სხვა რამის გაკეთებაც. დავასრულე საგამოცდო ნაშრომი და სხვა მცირე დოკუმენტები, რომლებიც დედლაიზნე ერთი კვირით გადავაგზავნე. მოვახერხე ეზოს დალაგება, მიწაზე დაყრილი ფოთლები სულ გავაქრე. ასევე წინა მხარეს ყვავილებს ახალი მიწა დავაყარე და ახლა უფრო ლამაზად არის იქაურობა, რაც მთავარია ახალი მიწა ნიშნავს ახალ ნივთიერებებს და უფრო ლამაზ ყვავილებს გაზაფხულისთვის.

ახლა კი კინდერ სიურპრიზი. სახლში გათბობა არ მუშაობდა რამოდენიმე დღის განავლობაში, და დავურეკეთ ხელოსანს. მოვიდა ის ბიჭი, მიიარ - მოიარა მიხედა გათბობას და ბატარეებს რომ ჩამოუარა, აღმოაჩინა რომ ერთ ერთი ბატარეიდან წყალი წვეთავს. რათქმაუნდა ეს ბატარეა არის გამოსცვლელი, მაგრამ მარტო გამოცვლა არ შველის არამედ საჭიროა წყლის მიმწოდებელი მილის გამოცვლაც. ამის გაკეთება კი მხოლდო მაშინაა შესაძლებელი თუ კედელს მოანგრევს მილის გარშემო. სულ ოთხი საათის საქმეაო, მაგრამ.....

უკვე ისე ვარ რომ აღარც მეცინება. ადრე ყველაფერ ამაზე ვიცინოდი მაინც და ასე ვახდენდი კოპნგს, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე ნამეტანია, ჩემთვისაც კი. იდეაში ეს ბავშვი  10 დღეში უნდა გაჩნდეს, და ეს ყველაფერი უკვე მარათონს გავს - ვინ ვის და რას მოასწრებს.

რამოდენიმე სურათს გაგიაზიარებთ.
ეს ამოჭრილი იატაკი, ზემოდან ფიცარივით გადააკრეს რომ არ ჩავარდნილიყავით.

 ესეც გახსნილი კედელი და მოხსნილი კარის ჩარჩო.
 ეს სატუმრო ოთახი ძველი პარკეტით და ქაოსით
 ეს ისევ სასტუმრო ოთახი, ქაოსით და უპარკეტოთ.
 აქ მოხსნილი კედლები ამოაშენეს  და შავი იატაკიც დააგეს.
 ეს კიდევ აბაზანა ბიბლიოთეკა.
 

5 comments:

Mama სოფი said...

აააააააა, წესით და კანონით, ასეთ მომენტში უნდა "გავფრიკოთ" ადამიანებმა, მით უმეტეს 10 დღეში რომ ელოდები პატარას, მაგრამ...

მთავარია სახლი გაქვთ, ერთ ოთახში ხომ მაინც თბილა და ბავშვს კიდევ თავიდან ბევრი არაფერი ესმის :დ რასაც დედა მისცემს, ჰყოფნის და კმაყოფილია, მთავარია დედა იყოს კარგ ხასიათზე, მშვიდად და ლაღად.

ჰოდა, მოასწრებთ ყველაფერს.

მანდ არ ვიცი, და აქ როცა იტყვიან 4 საათის საქმეაო, მართლაც ასეა ხოლმე და ყველაფერს ძალიან სწრაფად აკეთებენ... მთავარია სადმე ყოფილი საბჭოელი მუშა არ გამოერიოს ან პოლონელ, თორემ მაშინ 4-ზე ბევრად მეტი საათი უნდება :ლოლ:

Toma said...

ki sofi egrea, mtavaria saxli gvaqvs romelzec iseti shtabechdileba mrcheba rom tavze gvengreva.

kvelaferis keteba dzlaian did tanxebtanaa kavshirshi, dazgvevisda miuxedavad. tanxebi tavistavad magram xelosnebis managmenti aris ragac koshmari. geubnevi, chem pacientebs ufro meti pasuxismgebloba akvt vidre am xelosnebs. tumca xelosnebis brali arcaa, mati workleader vincaaa isaa uvargisi. shav samushaoze chen aravin ar gvkolia. dazgvevam gamoagzavna es firma da kvelaferi oficialurad ketdeba. polonelebi da a.s. dziritadad shavad mushaoben xolme.

Toma said...

p.s. tan zogi sakmidan gmaomdinare igebs tanxas, zogi kdiev saatebidan. shetanxmebazea xolme. esnei vinc gvkavs saatebidan gamomdinare igeben, plius materialis fulc chven unda gadavixadot.

akamde vinc gvkolia, sakmidan gamomidnare igebdnen tanxas da materials chven vkidulobdit xolme.

Keti said...

10 დღეო, ათი!!! სასწრაფოდ გადავთვალე და მგონი უკვე სულ ორი–სამი დღეა დარჩენილი, როცა მე ამას ვწერ :)
ტომა <3 <3

Toma said...

ideashi ki keti, magram bavshvebs ras gaugeb, tavidanve ise chrian da keraven rogorc undat :D