Oct 26, 2014

შაბათ კვირის პოსტი

შაბათ-კვირა ჩვენ ოჯახში სახლის რამეებს ეთმობა. მაღაზიებში სიარული, პროდუქტების ყიდვა და აუცილებლად რამე გემრიელობის და განსხვავებულის მომზადება. ახლა იატაკიც და ბავშვის რამეებიც დაემატა.

ბავშვის რამეებზე ძალიან საინტერესო სიტუაციაში ჩავარდით გუშინ. პამპერსი უნდა გვეყიდა წინასწარ და ორ მაღაზიაში ვიყავით. არცერთგან იყო. შესაბამისად ისმის კითხვა - სად იყიდება პამპერსი (დაბნეული მშობლების სმაილიკი). ხვალ თუ არ იწვიმა, ჩავისეირნებ დიდ სუპერმარკეტში და იქ ნამდივლად ექნებათ. კიდევ სოსკები და რაღაცეები უნდა გვეყიდა მაგრამ ვერ ავარჩიეთ. ზოგი სილიკონისაა, ზოგი რის, ზოგი რის და ვერ გავიგე ვერაფერი. მაგათ აფთიაქში ვიყიდი. გამოცდილი პერსონალია აფთიაქებში და რამე აზრიანს იტყვიან.

რაც შეეხება იატაკს. მაღაზია საიდანაც ვიყიდით გადაწყვეტილია. მაგრამ გუშინ კიდევ ერთხელ ვიყავით იმ მაღაზიაში და ახლა ორი სახის იატაკი მომწონს. ფასი ერთია, ხეც მუხა, ფიცრებია ანუ ჩვეულებრივი იატაკი (პოლს ეძახიან ჩვენსკენ) და არა პარკეტი. ფერია სხვადასხვა და ხის სახე.

ეს დუნი მანამდეც იცოდით.

და ეს ბრონზე კიდე გუშინ ვნახეთ და ძალიან მომეწონა. ეს ფერი იმიტომ მომწონს რომ უფრო თბილია. ჩვენი კედლებიც არის უფრო მობეჟო, ავეკჯიც მხოლოდ ხისფერი, თბილი. ხოდა ასე მგონია, ავეჯის გამოცვლა თუ გადავწყვიტეთ, ჩვეულებრივ ხის ფერს უფრო ადვილად შევუხამებთ რამეს ვიდრე ვერცხლისფერ იატაკს. თან ზედა საერთულზეც ჩვეულებრივი ხის ფერი პარკეტია.


2 comments:

Sophie שרה Golden said...

მე ჩემს ბურთულებს, თავიდან, ფირმა Pampers-ის საფენებს ვყიდულობ ხოლმე, სადღაც 2 თვემდე და იმაზე დამოკიდებულებით, რამდენად ნაზი კანი აქვთ. მერე გადავდივარ ადგილობრივ ნაწარმზე, ჩვენთან არის სხვადასხვა მარკეტები, სადაც ჰიგიენური საშუალებები იყიდება. ალბათ მანდაც იქნება. პამპერსი ძალიან კარგი ხარისხისაა და ყველაფერი, მაგრამ ძალიან ძვირია სხვა ლოკალურებთან შედარებით.

"სოსკა" კიდევ სილიკონი ყველაზე კარგია, ალბათ აფთიაქშიც გეტყვიან. მე გერმანული ფირმა Nuk-ს ვყიდულობ ხოლმე და კიდევ ინგლისური Avent გვაჩუქეს ერთხელ, ასევე ძალიან კარგია.
წარმატებები!

Toma said...

chvenc pampersi viyidet bolos, yvelaze misagebi fasi magas konda. tan chemi didan maxsovda rom dzalian kmakofili iyo.

sacovara, adgilobrivi warmoebis vuyidet. mere agmovachine rom silikonis iyo. rom vkidulobdi formis gamo amovarchie,xvrelebi akvs garshemo :D :D da zemodan kidev veshapebi axatia :D :D

ras ar aketeben mcarmoeblebi mshoblebis misazidad :D :D