Oct 23, 2014

მეორე კვირის მერამდენიღაცე დღე.

სახლში რომ ზიხარ დროც იკარგება.

დღეს ისევ უნივერსიტეტში ვიყავი ოღონდ ამჯერად მასტერის კურისის შეხვედრა გვქონდა. დღევანდელი დისკუსიები არც ისე კარგი იყო, იმიტომ რომ სულ 6 ადამიანი ვიყავით, აქედან 3 სულ ცინცხალ ცინცხალი. ნუ რაც იყო.. მაინც კარგი იყო სახლიდან გასხვლა და სხვა გარემოში მოხვედრა, მითუმეტეს ამ დებილი საშრობისაგან მოცილება.

საშრობის ხალხი ხვალ მოვა და ვნახოთ რას იტყვიან. იმედია მორჩება ეს საშინელება და მომავლი კვირიდან უკვე დავიწყებთ ახალი იატაკის დაგებას, კედლების გაკეთებას და.ა.შ. ყველაფერი რომ ჩამთავრდება მერე გაჩვენებთ სურათებს რეები ხდებოდა ჩემ სასტუმრო ოთახში, იმიტომ რომ ახლა ამ ოთახს გვედით რომ ჩავუვლი ხოლმე "თავს ვიბრმავებ" და ქაოსს, მტვერს და ნაგავს ვერ ვხედავ.

ეს იატაკი მაქვს არჩეული. მუხის, მასიური ფიცრებია "დავარცხნილი" და გალაკულ გაზეთილი. ასე მგონია ჩვენ, ძალიან ნათელ სასტუმრო ოთახს მოუხდება ამ ფერის მუხა.


No comments: