Oct 22, 2014

მეორე კვირის მეორე დღე - მე რომ მიყვარს ისეთი

აუჰ, აი დღეს ისეთი დღე მქონდა როგორიც ორსულობამდე მქონდა ხოლმე! ანუ მაშინ როცა კარგად და ენერგიულად ვიყავი და მეგონა მთებს გადავდგავდი (ახლაც ასე მგონია, უბრალოდ მთების ნაცვლად ბორცვებს ვეჯიკავები).

დილას ავდექი, ვწერე, ვწერე, ვწერე ... მივაყოლე ჩაი, კიდევ ჩაი, კიდევ ჩაი.
პირველ საათზე კვლევის ჯგუფს უნდა შევხვედროდი უნივერსიტეტში, და წავედი. სანამ ტრამვაის ველოდებოდი ვიყიდე ორი ფუნთუშა და ფანტა (ჩემი ლანჩი). ჩავატარეთ კაი შეხვედრა, ტვინები ამოვივიღეღ და გადმოვიღეთ....შეხვედრის მერე კიდევ დავრჩი უნივერსიტეტში და ჩემ ხელმძღვანელთან ერთან ბრაინ სტორმინგი გვქონდა... რაც მთავარია - მონაცემთა ბაზა სამუშაო მგომარეობაშია და შემიძლია ანალიზები თავიდან გავაკეთო! ვაშა! ურა! უვკე აღარ მჯეროდა ამა თუ შევძლებდი! თუმცა... მეეჭვება საბოლოო სემინარი ამ წელს მოვასწრო, ალბათ უფრო მომავლი წლის დასაწყისისათვის იქნება ყველაფერი მზად!!! სახლისაკენ მომვალ გზაზე ვიყიდე პური და სახლში რომ მოვედი დავლიე გემრილი ჩაი გემრიელ ყველიან სენდვიჩებთან ერთად.

გემრიელადაც ვიცინეთ მე, ხელმძღვანელმა და ჩემმა ძველმა მასწავლებლებმა - ბავშვი ეგრევე ოკუპაციური თერაპიის მორევში ჩაებმევა და თავიდანვე მიეჩვევა კვლევის პრინციპებს, სპსს, მონაცემთა ბაზებს და საინტერესო რამეებს რომლის გაკეთებაც ადამიანს შეუძლია :D :D არა რა, კი პაციენტებთან ურთიერთბა ძალიან მაგარია, მაგრამ ჩემი პროფესიის აკადემიური მხარე არის უმაგრესი და ძალიან საინტერესო.

ახლა გადავწყვიტე რომ უნივერსიტეტში სტატისტიკა ვასწავლო. კი არავის შეუთავაზებია ჩემთვის, არა.. უბრალოდ მე დავისახე მიზნად. სტატისტიკა ისეთი მოსაწყენი საგანია, არც სტუდენტებს უყვართ ეს საგანი და არც მასწავლებლებს (მე ვისთანაც მქონია შეხება), ხოდა ვფიქრობ რომ ჩემნაირი ენთუზიაზმით სავსე ადამიანი, სტუდენტებს კარგ მოტივაციას შეუქმნის რომ ეს საგანი როგორც მინიმუმი არ შეიზიზღონ და როგორც მაქსიმუმ ისე შეიყვარონ როგორც მე მიყვარს :).

p.s. ეს კი ფოტო განწყობისათვის. ეს დიდი და შეჭმული სოკო, კვირას ვნახე ტყეში.

No comments: