Oct 20, 2014

მეორე კვირის პირველი დღე - ტკბილეულის შემოტევა

არ ვიცი სახლში ჯდომის და უსაქმურობის ბრალია თუ რაა, მაგრამ ტკბილის ჭამის&სმის სურვილი გამიათმაგდა. თან ყველანაირი ტკბილის არა.
- ფანტა... საზიზღრობა სასმელი შემიძლია უზომოდ ვსვა, სულ ფანტაზე მეფიქრება... არადა არ მინდა ჩემი ორგანიმიზ ამ საზიზღრობით დავანაგვიანო. წუხელ საღამოს 2 ლიტრიანი ფანტა ერთ საათში დავლიე :(. ფორთოხლს წვენი არა, მაინდამაინც ფანტას მოვყავარ ჯანზე.
- კანფეტები - ბანანი შოკოლადში და ტვიქსი. სუფთა ნაგავია, მაგრამ მაინც მინდება ამათი ჭამა. ძალიან თავს ვიკავებ, აი ძალიან.
- ჯემები - განსაკუთრებით კი ბლის, ქლიავის და გარგარის ჯემი. კოვზებით შემიძლია ვჭამო. ეს უკანასკნელები შედარებით კარგია, იმიტომ რომ ჩემი ქმრის დედის გაკეთებულია და ვიცი რომ ძალიან ცოტა შაქარი აქვს. მაგრამ მაინც არ მინდა ამდენი შაქარი.

ვცდილობ რამე ტკბილის ნაცვლად ვჭამო სტაფილო, ან ვაშლი ან ქლიავი მაგრამ მაინც მიჭირს. კანფეტებს და ფანტას არ ვყიდულობ (იმიტომ რომ მეზარება მაღაზიაში წასვლა, კიდევ კარგი მაღაზიები შორსაა ჩემი სახლიდან), ჩემი ქმარიც დარიგებული მყავს რომ რაც არ უნდა ვეჯიჯღინო არ იყიდოს, თუმცა ხანდახან ვერ უძლებს ტვინის ბურღვას და მაინც მოაქვს ეს ნაგავი.

ყოველი დღე ბრძოლა მაქვს საკუთარ თავთან. ასეთი ამოჩემებები ადრეც მქონია, მაგალითად ერთი პერიოდი რამოდენიმე კილო ფორთოხალს ვჭამდი ერთი დღის განმავლობაში, ასევე ყოფილა პერიოდი როცა ერი დღის განმავლობაში 3-4 ბულკს ვჭამდი. თუმცა მაშინ შემეძლო წავსულიყავი და ზედმეტი კალორიები დარბაზში დამეტოვებინა. ახლა კი თითოეული კალორია არის თავის მოკვლის ტოლფასი.

4 comments:

Sophie שרה Golden said...

ტომა, ასე ძალიან ნუ განიცდი. ბუნებრივია ეგ, პატარა ადამიანს ზრდი მუცელში და ბუნებრივია ჭამა რომ გინდება.
ვაიმე, არ მჯერა ფანტაზე რაც დაწერე. იცი, რამდენს ვსვამდი მეც ზუსტად ბოლო ტრიმესტრში? ჩემი თავი მძულდა მერე, მაგრამ ვსვამდი.
გეტყვი, პირველი მშობიარობის მერე ერთ თვეში დავუბრუნდი ჩემს წონას და მუცელიც ბუნებრივად დამიპატარავდა. საშიში ეტაპი მომდევნო თვეებიდან იწყება, ძუძუს როცა აწოვებ და მგელივით გშია მუდამ. მთავარია ბევრ ჭამას არ შეეჩვიო და ყველაფერი კალაპოტში ჩაგიდგება.

მერე ივარჯიშებ, პატარაც კარგად გარბენინებს და ნახე, ისევ მშვენიერ ფორმაში ჩადგები.
ახლა კიდევ ისიამოვნე გემრიელობებით! :-)

Toma said...

ragacas krian fantashi rom sul gindeba, rame narkotiks albat :D :D

sofi, probelema ici raa..es chama shimshiltan araa kavshirshi, anu ar mshia.. ubralod madaa da am cudi ragaceebis chamis survili romelsac fiziologiuri safudzveli ar gaachnia. aitom unda shevikavo tavi, torem shimshilis gamo rom mindebodes chama, rogor ar vchamdi.

am cutas, zuzus covebas me vtvli rogogc gaxdomis ert ert sashualebas da vnaxot ras da rogor vizavt. erti egaa, varjishs rogorc ki mcvane shuks mintebs fizioterapevti egreve davickeb. darbazi saxlidan 10 wutis savalshia da cavikvan bavsvsvs da ertad vivarjishebt :D :D bavshvi gaiseirnebs me kidev 30 wutic rom vivarjisho dgeshi egec kai ikneba.

Sophie שרה Golden said...

ალბათ :დ

ხო ზუსტად ეგრეა, მართალი ხარ. უბრალოდ გინდება გაუაზრებლად ჭამა და რა ცუდია.

არის ძუძუსწოვება გახდომის საშუალება სხვათა შორის, ჩემი ბევრი მეგობარი ისე გახდა იმ პერიოდში, გაოცდები, საიდანღა მოსდით რძე, მაგრამ თურმე საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რამდენს ჭამ. მე ეზრას რომ ვაჭმევდი, უფრო მეტს ვჭამდი და სპეციალურ დედების ჩაის ვსვამდი, სასწაულად ვისტრესავდი თავს, სულ არ ყოფილა საჭირო. ახლა არც სპეციალურ ჩაის ვსვამ, საჭმელსაც ზომიერად და უკეთესად ვგრძნობ თავს და აარონიც კმაყოფილია :დ

ნოემბრის რომელ პერიოდში ელოდებით პატარას?

Toma said...

ki masea. mnishvneloba imas ar akvs ramdens cham aramed imas tu radens acoveb bavshvsa. swored es wvebaa rom hormonebs eubneva kidev ufro meti rdze gamoimushaveto :)

sadgac 7-9 noembers. imedia movasrebt manamde saxlis problemebis mogvarebas.