Oct 17, 2014

დღე მეხუთე - "შოპინგი"

ჩემი უსაქმურობის მეხუთე დღე ნელ ნელა მთავრდება. სიმართლე რომ ვთქვა იმდენი დრო მაქვს არ ვიცი უკვე რა ვქნა, და საშინლად აი საშინლად მენატრება ჩემი სამსახური. ეგ კი არა, საგამოცდოების წერისათვის იმდენი დრო მაქვს რომ ფაქტურად არაეფექტური გავხდი :).

ხვალე უბანში ე.წ. სუბოტნიკი გვაქვს. რადგან ხვალისთვის სხვა გეგმები გვაქვს, მე ცოტა რამის გაკეთება დღეს შევძელი. სამ პარკოვკზე ბუჩქები გავკრიჭე და მერე ეს გაკრეჭილი ტოტები შევაგროვე. სიმართლე რომ ვთქვა ბუჩქების გაკრეჭვა სასიამოვნო საქმეა, მაგრამ ტოტების შეგროვება სრული კატასტროფა. ასევე კიდევ ერთხელ მივგავ მოვგავე ეზო და ფოთლები მოვაგროვე (ჩემი ქმარი დამცინის, მეზობლებიდან გამდმოგაქვს ფოთლები რომ მერე დასაგველი გაგიხდესო).

უსაქმურობას ბევრი უარყოფითი მხარე აქვს, მათ შორის ინტერნეტში ძრომიალი და ტანსაცმლის თვალიერება. შესაბამისად დღეს არც ვაცივე არც ვაცხელე, ინტერნეტით ბავშვის ტანსაცმელი გამოვიწერე. დიდი ზომები ვიყიდე, იმიტომ რომ სულ პატარასთვის როგორც ადრე ვთქვი ბლომად ტანსაცმელი ვითხოვე.  (ეს პირველი სეტი საშობაოდ რომ მოერგოს ის ზომა ვიყიდე. მფრინავი და მკვლევარი ხარირემი :D :D :D )





No comments: