Oct 15, 2014

დღე სამი - შემოდგომა რეალურად მოვიდა

დღეს მთელი დღეა წვიმს, რამოდნეიმე დღე გაგრძელდება. შეიძლება კვირაც. ტიპიური შვედური, საშემოდგომო ამინდია, ადამიანს ყველაფრის ხალისს რომ დაგაკარგვინებს.

ჩემი დღეც ძალიან არაპროდუქტიული იყო, ერთადერთი რაც გავაკეთე საგამოცდო ნაშრომზე მუშაობაა, ისიც მხოლო ორი საათით. დანარჩენი უაზრობა. ჩვენი საშრობი ისევ გუგუნებს და მე მეწისქვილესავით ვეგუები ამ გუგუნს.

დღეს ვფიქრობდი ჩემს ახალგაზრდა პაცეინტებზე და ვადარებდი ჩემ თავს. ასე თუ ისე, მდგომარეობა რომელშიც ვარ ჩემი პირადი არჩევანია და მაინც გავიცდი რომ ბევრ რამეში შეხზუდული ვარ და ვერ ვაკეთებ ისე როგორც მინდა. როგორც დავწერე, ადვილად ვიღლები, ჩემი ტორპედოს სიჩქარის მოძრაობა და აზროვნება გახდა ნელი, კუსავით ნელი. ვერ ვავარჯიშობ ისე როგორც მინდა, შესაბამისად არ ვჭამ იმას რასაც მინდა, იმიტომ რომ თუ ვჭამე მერე მომატებულ კილოებს ძნელად დავიკლებ. გავხდი რაღაცნაირად ტლანქი. ეს ყველაფერი ნორმაა, და ვიცი რომ მალე დავუბრუნდები ჩემ ფორმას და გავაგრძლებს ისე როგორც იყო.. მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ძნელად ვეგუები იმ ცვლილებებს რომელიც ხდება, სულ ვფიქრობ 4 კვირაც, სამი კვირაც, ორი კვირაც და ა.შ. დროის უკან თავლა დავიწყე რომ მერე წინ თვლა დავიწყო.

ჩემი პაციენტები, მეორეს მხრივ . ინსულტი მათი არჩევანი არაა და თანდათან უფრო ვხვდები რა შოკია ეს დააავადება. მათთვის არაა უკუთვლა ოთხი კვირაც, სამი კვირაც, ორი კვირაც, ერთი კვირაც და ყველაფერი ისე იქნება როგორც იყო. მათთვის არის მეტ - ნაკლებად გაურკვეველი მომავალი, და იმედი რომ გამოჯანმრთელდებიან, თუმცა ინსულტის სიმძიმიდან გამომდინარე ძალიან ძნელია 100 % იმედი გქონდეს რომ გამოჯანმრთელდები, იმედს დაკარგავ და რეაბილიტაციის პროცესიც ნელა მიდის. არ ვიცი, რა ძალა არის ადამიანში რომელიც მათ ეხმარება რომ მეტ ნაკლებად შეეგუონ სიტუაციას და ამავფროულად იმედი არ დაკარგონ (კოპინგი ქვია ამას მაგრამ მაინც). მაგრამ ახლა ვფიქრობდი, მე რომ ინსულტი დამემართოს, ალბათ ვერასდროს გავხდებოდი კარგად იმდენად ღრმა დეპრესია დამემართებოდა.


No comments: