Oct 14, 2014

დღე მეორე - ტიტები

როგორც ხვდებით, იმდენი დრო მაქვს რომ პოსტები ყოველ დღე შემიძლია ვწერო :) ხოდა მეც ვწერ, მერე შევაჯამებ რამდენად პროდუქტიულია ჩემი სახლში ჯდომა.

დღეს ბაღის დღე გავაგრძელე. ერთი თვის ნაყიდმა და შენახულმა ტიტებმა როგორც ქნა მიწა ნახეს :) ხოდა სახლის წინ გადავთხარე მიწა და საერთო ჯამში 28 ბოლქვამდე ოთხი ჯიშის სხვადასხვა ტიტა დავრგე. ფერები მეტ ნაკლებად შეხამებულია მაგრამ ალბათ არც ისე პერფექტ კომბინაციაა როგორსაც ვფიქრობდი :), ვარდისფერი ზემდმეტია ასე მგონია.

აი ეს ჯიშები დავრგე, შევეცადე სიმეტრია დამეცვა და ტიტების სიმაღელეც გამეთვალიწინებინა. დაბლები წინ, მაღლები უკან. გაზაფხულზე ვნახავთ რა ამოვა და ლოკოკინებს რა გადაურჩება.




ასევე დღეს მოვახერხე სახლში დაგროვებული ყუთების და ბოთლების გადაყრა (არც ისე ადვილი საქმეა მინდა გითხრათ, იმდენი იყო გდაგროვებული). ბავსვის ტანსაცმელის "სორტირება" და უკრებში "ჩალაგება" რეალურად ჩაყრა. რამე პატარა ყუთები უნდა ვიყიდო რომ მათში ჩავყარო ეს ტანსაცმელი მაგალითად ნასკებისთვის ერთი პატარა ყუთი, ქუდებისთვის მეორე პატარა ყუთი და ასე.

დღეისათვის იდეაში ორი რამე მაქვს დარჩენილი - საჭმელი გასაკეთებელი (ბორინგ) და საგამოცდოზე მუშაობა. სახლს მაინც ვერ ვალაგებ. ამ წუთას, ჩემი სახლის დალაგება იგივეა რაც საჰარაში რომ ქვიშა გამოგავო. 

2 comments:

Keti said...

რა ლამაზებია!

Toma said...

vnaxot aba keti igive yvavilebi tu amovlen rac davrge :D :D