Oct 13, 2014

დღე პირველი

დეკრეტულის პირველი დღე ჯერ-ჯერობით პორდუქტიულად მიმიდინრეობს.

ეზო დავალაგე, რაც კი ფოთოლი ვნახე ყველა მოვბოჭე, შევაგროვე და ტყეში გადავყარე. სახლის წინ ასფალტი ისე მოვგავე, ერთი კენჭი არ დავტოვე. ასევე მოვჭერი დამჭკნარი ყვავილები, დავრგე ახალი მცენარეები რომლებიც ჩემი თანამშრომლისაგან მივიღე.

დღეს ასევე გემაში მაქვს სახლის ფასადის გადაღებვა, მაგრამ ვერ ვახერხებ იმიტომ რომ ხე ძალიან სველია, სინესტე თითქმის 22 % ზე მეტია. შეღებვა კი მხოლოდ მაშინ შემიძლია თუ ხის სინესტე მაქსიმუმ 12 %. ხოდა ველოდები  მზე როდის გამოვა, ხეს გააშრობს და მეც ღებვას შევუდგები.

ბავშვის ოთახში, სანათურის შნური პატარა ტრუბასავით მოწყობილობაში მინდა გავიყვანო, მაგრამ ამ "მოწყობილობას"  ვერ ვპოულობ.

თუ არ დამეზარა საჭმელსაც გავაკეთებ :P :P

პ.ს. რას არ გააკეთებს ადამიანი რომ ამ საშინელი საშრობის ხმაურს დააღწიოს თავი.

Update: დღეს ფასადის შეღებვაც მოვახერხე, კარების და ფანჯრების ჩარჩოებიც მივაყოლე. ახლა მზე ანათებს და იმედი მაქვს ცოტა მაინც გაშრება.

ვნახოთ ხვალ რას გავაკეთებ. გეგმაში მაქვს ტყეში წასვლა და სოკოს მოგროვება, საჭმლის მომზადება, და საგამოცდო ნაშრომზე მუშაობა.

5 comments:

Keti said...

ვერ წარმოდიგენ, როგორ ვაფასებ შენს აქტიურ ბუნებას, ძალიან მიყვარს ასეთი ადამიანები, სულ რომ ფუსფუსებენ და თან ხალისიანად :*

Toma said...

gmalodb keti. usakmod ver vcherdebi. cudad vcebi ;D vnaxot bavsvhamde kdiev reebs gavaeteb. saxlshi kdiev xo ici sakme sulaa. bagshic, chemi kmris ar ikos sul vtxri, da axlac gavagrdzeleb txras. ukmad jdomas ukmad txra jobiao :D

Sophie שרה Golden said...

მომეწონა შენი ბლოგის ახალი დიზაინი, ძალიან კარგია!!!! ყურებით ვერ ვძღები.

ჰაჰა შენი ახალი მოგონილი ანდაზა მაგარია, უქმად ჯდომასა და თხრაზე :დ

Toma said...

madloba.
masea, tkvila txrashi vivarjsheb mainc :D

Keti said...

მეც მიყვარს თხრა :)) შაბათობით ძირითადად, რომ ჩავდივარ ჩვენს სახლში, მაშინ :)