Oct 10, 2014

უსათაუროდ.

ეგეც ეგრე!
დღეიდან ოფიციალურად დეკრეტში ვარ, ყოველი შემთხვევისათვის სამსახურის კლინიკური ნაწილისაგან. დანარჩენი ისევ ისე იქნება როგორც აქამდე იყო. ჩემ ახალ სტატუსთან ცოტა მიჭირს ჯერ შეგუება, მომენატრებიან ჩემი პაციენტები და თანამშრომლებიც.

სახლში უამრავი საქმეა. ფასადი უნდა შევღებო, გარეთა კარები უნდა გდავღებო. ასევე მოგროვოლი მაქვს ტულპანების ბოლქვები რომლებიც უნდა დავრგო. ჩემი თანამშრომლისგან რამოდენიმე მცენარე მივიღე და ისინიც უნდა დავრგო. გეგმაში მაქვს შემოდგომის ფოთლებთან ყოველდღიური ბრძოლაც, იმიტომ რომ ნამეტანი მოგროვდნენ და ლოკოკინებს ფოთლები ძალიან უყვართ.

ორშაბათს, იმედია ხელოსნები მოვლენ და ნახავენ მშრალია თუ არა იატაკი. ვნახოთ რას იტყვიან.

2 comments:

Sophie שרה Golden said...

სახლში საქმე არასოდეს ილევა, ა რ ა ს ო დ ე ს!!! ამიტომ ნამდვილად არ მოიწყენ, იმდენი საქმე გამოგიჩნდება და დროც მალე გავა.

Toma said...

egrea. magram tivtn saxlshi sofi verafers vaketeb. azri ar akvs imdenad areul dareulia kvelaferi. sanam ar movlen da ar moacesrigeben manadde verafers vizav.

axla nel nela cignebis gamotanas davickeb tareoebi rom chamovalo zalashi da vnaxot ramdnei xani movundebi.

dalagebaze rogorc vtkvi saerto asubari zedmetia