Oct 9, 2014

24/7 მტვერსასრუტი

აი წარმოიდგინე, ძველებური მტვერსასრუტის ხმა, არა მარტო ხმა არამედ ვიბრაციაც....
აი ეგ არის ჩემ სახლში 24/7 განმავლობაში.

მოვიდნენ, რაც დაზიანებული იყო მისაღებ ოთახში ყველაფერი ამოიღეს და ახალი დაამონტაჟეს. რაც სველი იყო (მხლოდ სველი!!!) იმის გამოსაშრობად, რაღაც საშრობი აპარატი დაამონტაჟეს. და ამ საშრობ აპარატს ხმა აააქვს.... ვერაფერს ვერ ვუხერხებ.ჯერ ისედაც ცუდად მძინავს ზოგადად, ამ საშრობის შემყურე საერთოდ აღარ მძინავს...

სახლს ვერ დავტოვებთ და ვერ წავალთ სადმე...
ამ სახლში ყოფნა სანამ სველი დაზიანებები შრება კიდევ შეუძლებელია. ისიც კი არ მამშვიდებს რომ ყველაფერი გამოშრება, ახალი იააკი მექნება და ამ აურ ზაურსაც ბოლო მოეღება.... კი, როდის მოეღება ბოლო ეგ ჯერ კიდევ საკითხავია, მაგრამ მაინც. ვერავინ მპასუხობს შრომას რამდენი ხანი დასჭირდება.

კარავი მაინც მქონდეს, ეზოში დავიძინებდი.

1 comment:

Sophie שרה Golden said...

აუ, რა ცუდი უნდა იყოს, წარმომიდგენია. არ ვიცი, თუ ეგ არის, რაც ჩემს მეზობლებს დაუდგეს, როცა სახურავიდან იმდენი წყალი ჩამოუვიდათ, ლამის ჩამოინგრა ყველაფერი. მერე სამზარეულოში ედგათ ასეთი საშრობი "მტვესასრუტი" და სასწაულად გრიალებდა.

უჰ. გაუძელი როგორმე.