Sep 25, 2014

Take the moment

დღეს ჩემი თანამშრომელი, ადამიანი რომელთანაც დიდი შეხება არ მაქვს და ჰა ჰა 2-3 ჯერ მაქვს სადილი ნაჭამი, საინტერესო სიტყვით გამოვიდა.

ასე მითხრა: "ჩემი შვილები 17- და 23 წლისები არიან და ხანდახან ასე მგონია რომ გუშინ გაჩნდნენ, ისე მალე იზრდებიან ბავშვები. შეეცადე ბავშვი რომ გაჩნდება მხოლოდ მასზე მოახდონო კონცენტრაცია, იმიტომ რომ ბავშვი მალე გაზირდება, შენ კი ზრდის მომენტს გაუშვებ, და მერე გული დაგწყდება. კვლევა, სწავლა და მუშაობა ისეთი რამეებია რომლებსაც ყოველთვის მოასწრებ და არსად გაგექცევა."

ხოდა ვითომ არაფერი, მაგრამ ამ სიტყვებმა ძალიან დამაფიქრეს.  კუზიანს სამარე გაასწორებსო ნათქვამია, მაგრამ მაინც.

4 comments:

anna blume said...

არა და გაგექცევა,
მითუმეტეს, რომ დაიწია კარიერულმა ასაკმაც.
უბრალოდ პრიორიტეტებს გააჩნია.

Toma said...

specialobas da kvekanasac gaachnia albat.

chem specialobashi didi mnishvneloba
ar akvs PH.D-is 35 clis asakshi davicav tu 40 clis asakshi. 2-3 celi akeT tu ikit araferia.

Sophie שרה Golden said...

ძალიან კარგი რაღაც უთქვამს შენს პაციენტს და იმედია, გამოგივა შენც და მეც, იმიტომ, რომ ზოგჯერ ერთი სული მაქვს გაიზარდონ ბავშვები ლოლ
მოკლედ, ყველაფერს თავისი დრო აქვს, როგორც ტყვიან.

Keti said...

მეც ვეთანხმები შენს ნაცნობს. თუ შეიძლება არჩევანის გაკეთება, დრო ალბათ ჯობია მოაკლდეს სხვა ინტერესებს, ვიდრე პატარას განსაკუთრებით მის პირველ წლებში.

შენ კიდევ ისეთი ხარ, რომ მგონია შეათავსებ მუშაობასაც და აღზრდასაც :*