Sep 21, 2014

მგონი გვეშველა :)


ნელ ნელა დავიწყეთ ბავშვის რაღაცეების მომარაგება. გუშინ ამხანაგთან ვიყავით და კალიასკა შევიგულეთ. კი, ნახმარია მაგრამ სამაგიეროდ ფრანგული, პარიზში დამზადებული :D :D. ამ ამხანაგის ცოლმა ასევე გვათხოვა ერთი პარკი ბავშვის ტანსაცმელი :). ისეთი პატარა ტანსაცმელია რომ ასე მგონია ბავშვი ორ სამ თვეში აღარ ჩაეტევა და ახლის თხოვებ/ყიდვა/მოძებნა მომიწევს. ასევე გვაჩუქეს ბეიბი ბიორნი.

დღეს, ბევრი ფიქრის მერე ასევე წავედით და ავეჯი ვიყიდეთ. თავიდან ნახმარი ავეჯის ყიდვა მინდოდა, მაგრამ მერე გადვიფიქრე იმიტომ რომ კარგი და ახალი, ფუნცქციური დიზაინი ვნახე იკეაში.მაგალითად ეს საწოლი. დასაწოლი სიმაღლე სამ დონეზე იცვლება. შესაძლებელია მთელი მხარის მოძრობა და ბავშვი 5 წლამდე იწვება. ვიყიდე ყველაზე კარგი ლეიბი, იმიტომ რომ მსგავს რამეში ფულის დანანება არ შეიძლება. კარგი ლეიბი ნიშნავს კარგ ძილს და კარგ ზურგს.
ეს კიდევ მეორე. თავიდან ბავშვის მოსავლელი მაგიდა და კომოდია, მერე კიდევ შეიძლება საწერ მაგიდად გადაკეთება. ასევე ხუთ - ექვს წლამდე მშვენივრად იმუშავებს. ხოდა უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში ავეჯზე საფიქრალი არ მექნება. ნუ სკამს ვნახავ რამეს როცა დრო იქნება.
ასევე საყიდელია უამრავი წვრილმანი, მაგრამ მაგეებს ნელ ნელა ვიყიდი. მთავარია დიდი ჯაბახანები მოვიცილეთ. ოთახში რომ დავდგავთ ყველაფერს მერე კიდევ გადავიღებ სურათს.

4 comments:

Sophie שרה Golden said...

მიხარია პროგრესი :-)

სხვათა შორის, ეზრასთვის რომ ვყიდულობდით ლეიბს, მატრასს, როგორც ჰქვია, ზუსტად ასე ვარჩევდით. ახლა ის ძვირიანი საწოლიც და ლეიბიც პატარას გადავულოცეთ და ეზრას აქვს იკეაში ნაყიდი ძაან იაფფასიანი საწოლი და მატრასი, რომელიც საწოლზე ძვირი ღირდა. ჯერჯერობით კმაყოფილები ვართ.
არადა, თურმე რამდენი რამე არ ვიცოდით. რადგანაც ბავშვს წონა არ აქვს და ლეიბს ვერ ჩაზნექს 2 წლამდე მინიმუმ, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რაზე იწვება, მთავარია არ გაოფლიანდეს და კანმა ისუნთქოს.

ეგ საწოლი ვიცი, შენ რომლის სურათიც დადე, პრაქტიკულია ძალიან, ქვემოთ უჯრები რომ აქვს, გამოგადგება ძაან. მერე იმდენი ტანსაცმელი, სათამაშო და რამე დაუგროვდება ბავშვს, აღარ გეცოდინება სად წაიღო.

ბეიბიბიორნის "კენგურუს" გულისხმობ? მე თავიდან არ მომწონდა, ეზრაზე ვერ ვიხმარე რატომღაც და აი, აარონი სულ ზედ მეკიდა პირველი 3-4 თვე, ახლა ერგობეიბიზე გადავედი.
მოკლედ, ძალიან კარგია, რომ ნელ-ნელა ყველაფერი გინახავთ და მერე უკვე შენ თვითონ რომ იხმარებ, ზოგ რამეს მოირგებ, ზოგს ვერა და მიხვდები, რა დაიტოვო და ა.შ. მაგარია. კიდევ დაწერე აფდეითები ბავშვის ნივთების ამბების.

Toma said...

sleibebs rac sheexeba, sofi iseTI leinebi vnaxe erti kiloc rom zneqda :D :D Cveni chantebi iko sacdeli obieqtebi. gaoflianeba da kanis suntkva tavistavd, mnishvnelovani faqtori iko kidvisad. es aveji chven vikidet 5 clamde gatvlit :D xoda vnaxot aba tu gamogviva gatvla :D

ki kenguroa. mgonia rom dzalian gamomadgeba gansakutrebit tkeshi rom cavalt saseirnod (kaliaska ver ivlis ika, iseti tke grea :D ). zed aceria rom noli tvidan sheidelba chamao da me ar vici matalia tu ara. egec ar vici ra tansacmeli ar unda chavacva rom bavsvhi ar gaikinos :D

Keti said...

ძალიან მომეწონა საწოლის დიზაინი, უჯრებიც პრაქტიკული იქნება. კარგი პროცესი გაქვთ, დაწყება იყო ძნელი ალბათ და ახლა ნელ–ნელა გამოიკვეთება, რაა საჭირო და რა არა:)

Toma said...

ki, praktikuli aveji vikidet. silmaze ra vici, ar momcons dizaini magram. am chemstvevashi es naklebad msnishvnelovani iko