Sep 19, 2014

კმაყოფილი მე ... გაგრძელება

დიდი ხანია ჩემ პაციენტებზე აღარ დამიწერია. ერთ პატარა ისტორიას დავწერ, ცინცხალ ცინცხალს.

ეს ქალი უკვე დიდი ხანია ჩვენთანაა, უკვე ისე კარგად გახდა რომ ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებს მაგრამ ხელში ფუნქცია ძალიან ძნელად ბრუნდება. ხოდა დღეს პირველად ვცადეთ ხელის&მკლავის გრავიტაციის წინაამღდეგ გავრჯიში. თან გავაფთხილე, ერთი სანტიმეტრითაც რომ ავწიოთ ხელი&მკლავი, მაგითაც ძალიან კმაყოფილი ვიქნებითთქო.

ხოდა, პირველად ერთი სანტიმეტრზე მოხარა მკლავი, მეორედაც, მესამედაც.... მეოთხეთ 10 სანტიმეტრზე და შემდეგ ცდებზე კი მხრამდე მიიტანა ხელი, ანუ მკლავის სრული მოხრა შესძლო.... ხოდა მე ვდგევარ და ვიღიმები "უკანასკნელი იდიოტივით", შოკში ვარ... პაციენტიც შოკშია. ვერაფერს ვამბობთ უბრალოდ ვიღიმებით და ბოლოს პაციენტი მეკითხება -  "თქვი ახლა, ხომ კმაყოფილი ხარ დღევანდელი ვარჯიშის შედეგით და ხომ გაგიხარდა ასე კარგად რომ მოვხარე მკლავიო".   გემრიელად გავიცინე, არაფერი მიპასუხია იმიტომ რომ ისედაც სახეზე მეწერა ყველაფერი, და არა მარტო მე.

ჩემი სულელი პაციენტი...

გაგრძლება :)
იგივე პაციენტი. დღეს კიბეებზე ჩავდიოდით, ფეხი აუცდა და ლამის დაეცა, დაეცემოდა კიდეც ვეფხვიით ნახტომი რომ არ გამეკეთებინა და არ დამეჭირა (ჩასაფრებული ვეფხვის სმაილიკი). ხოდა დგას გაღიმებული და მეკითხება "შეგეშინდაო". კი შემეშინდა, თან როგორ. 

3 comments:

irina iri said...

რა საინტერესოა, სხვისი კარგად ყოფნა შენი წარმატებაცაა და ამავე დროს, ეს მაინც, სხვისი კარგად ყოფნის სიხარულია, მაგარია.

Keti said...

აი, ეს ის ბედნიერებაა, მე რომ ვგულისხმობდი ჩემთან. მაგარი ისტორიაა :)

Toma said...

ირინა, ეგრეა, წარმატებ ორმხრივი მონდომების შედეგია.

ქეთი, ნამდვილად.