Sep 13, 2014

კინდერ სიურპრიზი სახლი

დაუგეგმავი რაღაცეები არ მიყვარს!
არც ის მიყვარს, უცებ სახლში პარკეტი რომ ამოიბურცა და აღმოჩნდა რომ ალტანის კარიდან წყალი შემოდის!!! კიდევ კარგი გადმოსვლამდე პარკეტი არ გამოვცვალე (ჩემმა ქმარმა გადამაფიქრებინა)....

საქმე კი შემდეგშია: როგორც აღმოჩნდა სახლის ფასადის ქვეშ ალუმინის დამცავი ფურცლები ბოლომდე არ არის შესული. შესაბამისად როცა წვიმს, წყალი კედელში შედის, კედლიდან კარების ქვეშ, კარებიდან კი სახლში ჟონავს. პარკეტს და წყალს კიდევ ხო იცით არ უყვართ ერთმანეთი და შედეგადაც კავკასიის მთებივით ამობურცული პარკეტი მაქვს მისაღებ ოთახში. სირისტის დონე რომ გავზომეთ 87 % იყო (ნორმა მაქსიმუმ 14% ). ჩვენი კინდერ სიურპრიზი სახლი :* .

მოვყვანეთ ხელოსანი და ბევრი რამის გაკეთება მოგვიწევს - ფასადი და ალუმინის ფურცლები უნდა მოწესრიგდეს, მერე ალტანის კარი უნდა შეიცვალოს თავისი ჩარჩოთი და ბოლოს იატაკი მთლიანად გამოსაცვლელია. დაზღვევა მხოლოდ სახლის შიდა მასალის ფულს აანაზღაურებს ისიც მაქსიმუმ 2000 ევროს ფარგლებში (შედარებითვის მხოლოდ პარკეტი დაჯდება 2300 ევრო! დღეს ვნახეთ მაღაზიებში და ყველაფერი საშინლად ძვირია).

ხოდა არც კი ვიცი რა ვიფიქრო, ან თუ უნდა ვიფიქრო რამე. ახლა აქაურობის აყრა - დაყრა არის ჩემთვის კატასტროფა. ჯერ ერთი იმიტომ რომ იმდენი საქმე გროვდება, როგორ და რას მოვასწრებთ არ ვიცი. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც სასწრაფოდ მოსაწესრიგებელია - ბავშვის ოთახი. ოთახი, თავისთავად სუფთაა და მზადაა ავეჯისათვის მაგრამ ავეჯს მოტანა ხო უნდა? ჩვენ კიდევ რას ველოდებით არ ვიცი... უფრო სწორედ ვიცი, ჩემი ქმრის თანამშრომელს აქვს რაღაცეები რაც არ სჭირდება და მისგან უნდა წამოვიღოთ საწოლი, კალიაკსკა და ა.შ. (გადავწყვიტე რომ მსგავს რამეებში რაც შეიძლება ნაკლები ფული დავხარჯო, ბავშვები მალე იზრდებიან ნივთებში გადაყრილი ფული კი არ ანაზღაურდება). აი ტანსაცმელს, საწოვარებს და ა.შ. რატომ არ ვყიდულობთ არ ვიცი... ან რას ველოდებით, ან ვის?! (რიტორიკული შეკითხვა). ფაქტი ერთია - დრო გადის... და რაც უფრო ნაკლები დრო რჩება (ანუ სულ რაღაც 8 კვირა), მით უფრო გაძნელდება ამ ყველაფრის მოგვარება ჩემი შეზღუდული ენერგიის გამო. მითუმეტეს რომ სახლში სხვა საქმეებიც გასაკეთებელია, გარდა ამისა ვმუშაობ (სამუშაოზე იხტიბარს არ ვიტეხ რომ ძალიან ვიღლები, და ყველანაირ დახმარებაზე უარს ვამბობ), მერე სახლში მოვქანდები ხოლმე და გამოცდებს და დავალებებს ვწერ მასტერის ორი კურსისთვის.

ხოდა რას ველოდები&ველოდბით ნეტა?!

3 comments:

Sophie שרה Golden said...

ვაიმე, სიურპრიზებს ნუ იტყვი, ყველას ხვდება ახალ სახლს როცა იძენენ, ან ქირაობენ (ჩვენი პირადი გამოცდილება). გაძლება და წარმატებები!!!

ჰაჰა როგორ მესმის შენი, ტომა. ეზრას დაბადებამდე 2 თვე იყო დარჩენილი, რომ შუაღამისას წამოვხტი გიჟივით და ჩემი ქმარი გავაღვიძე მაშინვე, მეთქი, საწოლი არ გვაქვს ნაყიდი, არც კალიასკა, რა უნდა ვქნათ, ეს რანაირი მშობლები ვართ-მეთქი. სერიოზულად, პანიკაში ვიყავი. როგორც კი გათენდა, წავედით და ვიყიდეთ საწოლი, რომლის სასწაულად კმაყოფილი ვარ, დღეს უკვე აარონს სძინავს იმაში. Babywalz არის ჩვენთან ასეთი საბავშვო მაღაზიების ქსელი და თუ რამე ხარისხიანი გინდა ადამიანს, იქ უნდა იყიდო.

ტანსაცმელი კი უყიდე, როგორც კი დროს იპოვი, იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრი დასჭირდება, განსაკუთრებით body-ები და თბილი შალის წინდები ოქროა. ფეხები თუ ჩათბუნული აქვს ბავშვს, მორჩა, ყველა ბედნიერია :-)
წინ ძალიან კარგი პერიოდი გელოდებათ პატარასთან, არაფერი ჯობია იმ მომენტებს, ერთი ციცქნა ადამიანი რომ გაჩნდება თქვენს ცხოვრებაში და შეგცვლით სასწაულად (გინდათ თუ არა მაინც :პ ).

მე თუ დავიწყე ბავშვებზე, ვეღარ გავჩერდები და თუ რამემ დაგაინტერესოს, ან კითხვა გაგიჩნდეს, ან რამე, მომწერე, როცა გინდა უპრობლემოდ.

Toma said...

nu ityvi ra. rom maxsendeba ramdeni fuli unda daixarjos am shescorebebshi guli miskdeba.

nel nela davickebt kidvas albat. sxva gza araa. bebiakals sakideli nivtebis sia unda movtxovo. ikneb kondes, tu arada gamokitxvebit shevagroveb. did nivtebze araa problema, eg advili mosfikrebelia ra ginda. ufro cvrilmani nivtebia problema mitumetes hemnairi adamianistvis magaziashi iduzlebit rom davdivar xolme.

Keti said...

დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გაართმევ თავს და მოასწრებ, ტომა! რემონტის ამბები კი ძნელია ახლა შენთვის, მართლა როგორი სიურპრიზია...