Sep 3, 2014

როდესღაც, იქნება ჩემგანაც დადგეს.....

გამოკვლევა იყო რაღაც, იკვლევდნენ განსხვავებას კარგ და ბრწყინვალე მკვლევარებს შორის (მაგალითად მკვლევარები რომლებმაც ნობელის პრემია აიღეს). განსხვავება არ გეგონოთ რომ ინტელექტში, აიქიუში ან განათლების დონეში აღმოჩნდა. არა! აღმოჩნდა რომ კარგი მკვლევარები დროის გადანაწილებას ფიქრობდნენ - სამსახური, თავისუფალი დრო-ჰობი, ძილი. ბრწყინვალე მკვლევარები კი მუშაობდნენ მაშინ როცა უნდოდათ და დროის ბალანსირებული გადანაწილება სულ არ ადარდებდათ. სამსახური მათთვის ჰობიც იყო და სამსახურიც :)

ხოდა, რაღაცნაირად იმედი ჩამესახა :D, როდესღაც იქნება ჩემგანაც დადგეს ბრწყინვალე მკვლევარი. ერთი რამით მაინც ვგავარ ამ ჯგუფს - დროის ბალანსირებული გადანაწილება არ მადარდებს - ვმუშაობ მაშინ როცა მიხარია და ის რასაც ვაკეთებ ჩემი ყველაზე დიდი ჰობია. ხოდა ვნახო აბა ასე 10-15 წელიწადში  და ვინ დადგება ჩემგან :D

2 comments:

Sophie שרה Golden said...

ჰაჰა! მაგარია. დადგები შენც ბრწყინვალე მკვლევარი ოდესმე, მჯერა.

მაგრამ რა ვქნა, მაინც მჯერა, ადამიანები, რომლებიც დროს კარგად ანაწილებენ და ორგანიზებულები არიან, უფრო წარმატებულები არიან. ამ დროს ის ბრწყინვალე აინშტაინები ქაოსში ცხოვრობენ და რა ვიცი, ყველა ვერც აღწევს აღიარებას ან სულიერ სიმშვიდეს.

Toma said...

ROCA SHENI SAMUSHAO SHENI HOBICAA, EG KAOSI ARAA SOFI, EGAA DIDI GAMARTLEBA.

SHESABAMISAD BEVRS AGAR GCHIRDEBA DROIS DISTRIBUCIAZE FIKRI. KAOSIHI KI AR XAR UBRALOD SAMUSHOATI CXOVROB DA EGAA ö= ARAA SAHCIRO TAN MAINCDAMAINC BRILIANTI TVINI GAXDE, FAQTIA SAMSAXUSHIRC DA SCAVLASHIC SXVA SAXIS SHEDEGI GAKVS.