Aug 18, 2014

ევროპელი პარლამენტარივით აღშფოთებული

მე, თავად "უნივერსალურ მუშა მანქანას" დაღლილობის ასეთი ფორმა და ასეთი დოზით თუ როდესმე მექნებოდა არ მეგონა. თავი დღემდე "სუპერ ადამიანი" მეგონა რომელიც ქყველაფერს ასწრებს, ყველაფერ აკეთებს და საკუთარი სხეულის მბრძანებელია ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით. ... რეალურად ასეც იყო, ველლ დღემდე ყოველ შემთვევაში.

ჩემი შრომის უნარიანობა რომ ნელ ნელა დაბლა იწევს, ახლა უკვე ფაქტია რომლის წინაშე ევროპელი პარლამენტარებივით აღშფოთებული ვდგავარ, და აღშფოთების გარდა ვერც ვერაფერს ვაკეთებ. აქამდე ყველაფერს სიცხეს ვაბრალებდი (რაც ერთ - ერთი ფაქტორი ნამდვილად იყო), მაგრამ ახლა როცა სიცხეები აღარ ვგაქვს და თითქმის ყოველ დღე გადაჭარბებულად შხაპუნა წვიმა მოდის დასაბრალებელი ფატორების რაოდენობაც ნელ ნელა მცირდება. ფაქტი ფაქტად - 8 საათიანი სამუშაო დღის შემდეგ ვარ მკვდარი, ყველანაირად - ფიზიკურად, გონებრივად და ფსიქოლოგიურად. სამუშაო დღე რომ სრულდება უკვე ვგრძნობ რომ ფეხზე ძლივს ვდგავარ.

ყოველ საღამოს ვვარჯიშობ იმისათვის რომ ენერგია მომემატოს, მაგრამ საპირსპირო ეფექტს ვიღებ - ვიღლები და გუდასავით მეძნება. შოკლადის და ენერგიის მოსამატებელი საკვების ჭამას მაინც ვერიდები იმიტომ რომ მსგავსი საკვები ძირითადად შაქარს შეიცავს, მე კიდევ გაძროხების საშიშროება და რისკი ნამდვილად მაქვს. იმასაც ვიაზრებ რომ მოსხმულ კილოებს "მოკრეფვა" დასჭირდება, თან რაც მეტს მოვისხავ მით უფრო ძნელად წავა ეს საქმე.

ტანსაცმელი .... ჩემამდე არ დადის დიდ წონიანი ადამიანები როგორ არჩევენ შესაფერის ტანსაცმელს. ადრე მეკიდა, ჯინსი და მაიკა მეცვა მუდამ და ყოველთვის, ვიხდენდი და პრეტენზიაც არ მქონდა. ახლა ჩემი გასუქებული თავი არ მომწონს, შესაბამისად ჯინსი და მაიკა აღარ მაკმაყოფილებს, რამე ლამაზი მინდა. რამე ლამაზი კი ჩემი წონის ადამიანისათვის თითქოს ბუნებაში არ არსებობს, ან მე მაქვს სილამაზის "უნიკალური" აღქმა.

მაქვს ლოგიკური კითხვა - ორსულებისათვის რატომ არ ჰქმნიან ლამაზ ტანსაცმელს? რამე ბუნებრივი მატერიალით, ისე რომ ორსულობაში მომატებული ყოველი კილო არ დაგეტყოს, ამავდროულად გამოიყურებოდე ლამაზად და თავს გრძნობდე თავისუფლად? რასაც მე ვხედავ არის უაზრო ტანსაცმელი - ან ნამეტანი მოტკეცილი, ფილტვები რომ გეკუმშება ისეთი, ან კიდევ ნამეტანი მოფლაშული - ორი ორსული რომ ჩაეტევა ერთად ისეთი.  არადა ბაზარი თითქოს არის (გაითვალისწინეთ დიზაინერებო, ამას თუ ვინმე კითხულობთ)

რამდენი ვიწუწუნე, მკითხველო ყოჩაღ შენ გამძლეობას ეს პოსტი ბოლომდე თუ წაიკითხე :)

2 comments:

Sophie שרה Golden said...

პირველი ორსულობისას ძალიან მოვიმატე და დღემდე განვიცდი, არ მეგონა, ამდენი თუ "შემეძლო" :დ მეორეზე, უკვე "ავიყვანე თავი ხელში", ნაკლებ ცომეულს, ტკბილეულს ვჭამდი, ბევრ ბოსტნეულს, ხორცს და ბევრად ნაკლები მოვიმატე, ვიდრე ეზრაზე, მიუხედავად იმისა, რომ აარონი მთელი ერთი კილოთი მეტი დაიბადა. აშკარად ბავშვის წონაზე საერთოდ არ მოქმედებს დედა რამდენს ჭამს, მთავარია ჯანსაღ საკვებს ჭამდეს.

ტანსაცმელს, ნუ იტყვი. საშინელი რაღაცები იყიდება ორსულებისთვის და თან რა ძვირი ღირს, ნერვები მოგეშლება. სპეციალური ორსულური მხოლოდ ორი ბოლოკაბა ვიყიდე და ორი ბლუზა გამოსასვლელი. დანარჩენი ტანსაცმელი უბრალოდ ცოტა დიდი ზომისები მქონდა და ასე გავატარე 18 თვე.
პრომოდში ვიყიდე რაღაც ნაქსოვი ბოლოკაბა, მშვენივრად იწელება :ლოლ: გარეცხავ და ისევ ვიწროვდება, ნებისმიერ მდგომარეობაში მაცვია.

დაწერე, ტომა, რას შვრები და თუ იშოვე რამე კარგი ტანსაცმელი ამ პერიოდისთვის, ან რომელ მაღაზიებში ყიდულობ და რა ღირს მანდ ეს ყველაფერი.

Toma said...

bevri araferi vikide sofi, mainc davikleb, am conaze tu davrchi .....

vikide erti sharvali, jinsis dzlaian rbili (HM). aseve vikide ori zeda daniuri firmbia erti Vila da meoere UNO. vrecxav am tansacmels da vicvav da ase kviridan kviramde. amsaxurshi ki mitkdeba ertidaigiveti siaruli, magram fulis uazrod gadakvra im tansacmelshi romelsac agar chavicmev ufro menaneba. amitm davikide erti da igive tansacmeli rom macvia. mtaviria chuchkiani tansacmeli araa Ö=


bavshvis conaze nacilobriv mokmedebs dedis kveba, magram yvelze metad dedis fizikuri datvirtva mokmedeb. chem bebiakals rom vtxari lanchs ar vcham metki (vdietob), etti shemomxeda da mitxra bavshvi mainc miigebs im mineralebs da vitaminebs rac schirdebao.:D